Home Blog Page 105

დენის დარტყმის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიღუპა – ტრაგედია ქობულეთში

ქობულეთში დენის დარტყმის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიღუპა. შემთხვევა სოფელ ხუცუბანში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა გულისხმობს. 

რადიკალი გიჟი სოციალისტი კამალა ჰარისი უფრო ადვილი დასამარცხებელია, ვიდრე ჯო ბაიდენი – დონალდ ტრამპი

რადიკალი გიჟი სოციალისტი კამალა ჰარისი უფრო ადვილი დასამარცხებელია, ვიდრე ჯო ბაიდენი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ქვეყნის ეკონომიკას პრობლემები აქვს და კამალა ჰარისის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ვითარება გაუარესდება.

პენსილვანიის შტატი მნიშვნელოვან როლს ასრულებს აშშ-ის საარჩევნო კამპანიაში. დღეს აშშ-ის კიდევ ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი პენსილვანიაში ავტობუსის ტურს მოაწყობს დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობის დაწყებამდე.

„გუშინდელ გამოსვლაში კამალა გახდა სრული კომუნისტი. მოუსმინეთ მას? მას ჩვენი ქვეყნის განადგურება სურს. კატასტროფული ინფლაციის გამოწვევის შემდეგ ამხანაგმა კამალამ გამოაცხადა, რომ სურს სოციალისტური ფასების კონტროლის დაწესება. ამას აქამდე არასდროს უმუშავია. ეს არის მადუროს გეგმა, ვენესუელა. მადუროს გეგმა, ისევე როგორც ძველი საბჭოთა კავშირის. მათ სცადეს ეს. როგორ განვითარდა სიტუაცია საბჭოთა კავშირში? Ვენესუელა გახდა რუსეთის უფრო პატარა ვერსია. ჩვენ ვერ დავუშვებთ ამ გიჟ სოციალისტს. ის აპირებს, ჩვენი ქვეყანა დაანგრიოს და ჩვენს ეკონომიკას უფრო მეტად დაანგრევს, ვიდრე დანგრეულია. დამსხვრეული ეკონომიკა გვაქვს. მიწოდების ჯაჭვები გაქრა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

NED-ი აფინანსებს „საგამოძიებო“ მედია OCCRP-ს, ასევე „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, რომელთა სახელით ყალბი სტატია გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის „რუსულ ქონებაზე“

„დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) აფინანსებს „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტს“ (OCCRP) და „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, რომელთა სახელით ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის „რუსულ ქონებაზე“ ყალბი სტატია გამოქვეყნდა. ინფორმაცია ამის თაობაზე, თავად ორგანიზაციების ვებგვერდებზეა განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ NED-ის საქმიანობასთან დაკავშირებით, ვრცელი სტატია გამოაქვეყნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც საუბარია, თუ რას წარმოადგენს და რეალურად რა საქმიანობას ეწევა აღნიშნული ორგანიზაცია.

ჩინეთის საგარეო უწყების სტატიაში ნათქვამია, რომ NED-ი მოქმედებს, როგორც აშშ-ის ხელისუფლების „თეთრი ხელთათმანები“, ის დიდი ხანია, დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანით და იდეოლოგიური ინფილტრაციით.

ამავე სტატიაში, NED-ის საქმიანობასთან დაკავშირებით, მოყვანილია ამერიკელი ავტორების სტატიებიც. მაგალითად, 2021 წლის სექტემბერში რეპორტიორმა სტივენ კინზერმა გამოაქვეყნა სტატიები, სადაც ნათქვამია, რომ NED-ი თანამშრომლობს CIA-სა და USAID-თან, რათა მხარი დაუჭიროს ამბოხებულებს სხვა ქვეყნებში, იმ რეჟიმების დასამხობად, რომლებიც აშშ-ს არ მოსწონს. ავტორი აცხადებს, რომ „NED-ის მისიაა, დაამხოს არამეგობრული უცხო ქვეყნების მთავრობები და ხელისუფლებაში მოიყვანოს რეჟიმები, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამება ამერიკის ინტერესებს“.

ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელს ეწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელში ჩავა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ისრაელში ბლინკენი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება.

ბლინკენის ვიზიტი იმ ფონზე მოხდება, როდესაც კატარში, აშშ-ს, კატარისა და აგვიპტეს შუამავლობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები განახლდა.

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის მოლაპარაკებების ჯგუფმა გამოთქვა “ფრთხილი ოპტიმიზმი” შეთანხმების მიღწევის კუთხით შესაძლო პროგრესთან დაკავშირებით.

„ჰამასის“ სპიკერმა ჯიჰად ტაჰამ განუცხადა ტელეკომპანია Al Jazeera-ს შაბათს, რომ ისრაელმა დაამატა პირობები ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში და დაადანაშაულა ნეთანიაჰუ მათ გამოყენებაში მცდელობის შეფერხებისთვის. ჰამასის“ პრესსპიკერმა, სამუ აბუ ზუჰრიმ კი განაცხადა, რომ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა მალე მოხდება, „ილუზიას“ წარმოადგენს. მისივე თქმით, ისრაელი შეთანხმების მიღწევის შანსებს ხელს უშლის და მის ძალისხმევას მხარს ვაშინგტონი უჭერს

,,უმნიშველოვანესი ვიზიტი გვექნება აშშ-ში”- გიორგი ვაშაძე

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე, რამდენიმე დღიანი ვიზიტით აშშ-ში, ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე გაემგზავრნენ, სადაც კამალა ჰარისი, როგორც “დემოკრატიული პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატი, ოფიციალურად წარედგინება. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ვაშაძე აცხადებს, ამ ვიზიტის ამოცანა აშშ-სთან ურთიერთობების გაღრმავებაა.

“უმნიშველოვანესი ვიზიტი, რომელიც გვექნება აშშ-ში. ამოცანაა, რომ აღვადგინოთ ურთიერთობა ამერიკასთან. დავესწრებით კამალა ჰარისის წარდგენას.

დავესწრებით დემოკრატების დიდ შეკრებას, სადაც წარმოდგენილი იქნებიან მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ყოფილი პრეზიდენტი ობამა, ჰილარი კლინტონი, ბილ კლინტონი და რაც მთავარია იქნება ძალიან ბევრი ამერიკელი ინვესტორი, რომელიც ჩვენ გვჭირდება საქართველოში იმისთვის, რომ მაღალ ანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შევქმნათ.

ასევე მოვიტანოთ ეკონომიკური განვითარება, ჩვენ ეს შეგვიძლია და ამ მიზნით მივდივართ, რომ მოვემზადოთ 26 ოქტომბრის გამარჯვებისთვის.

მოვემზედოთ იმისთვის, რომ საქართველოში ბევრი ამერიკული ინვესტიცია შემოვიდეს, რომ ვიცხოვროთ ნორმალურად და გავაღრმაოთ ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან”,- განაცხადა ვაშაძემ.

თუშეთში გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მემორიალური სვეტი გაიხსნა.

ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური, ეროვნული გმირის ოჯახის წევრები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ მემორიალურ სვეტთან კიდევ ერთხელ გაიხსენეს გიორგი ანწუხელიძის გმირობა და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

ფრანგული კინოს ლეგენდა, ალენ დელონი გარდაიცვალა

ფრანგი მსახიობი ალენ დელონი გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა ოჯახმა განაცხადა. 

როგორც ადგილობრივი მედია წერს, „მისმა სამმა შვილმა კვირა დილით (18 აგვისტოს) სამწუხარო ამბავი გამოაცხადა: ალენ დელონი გარდაიცვალა 88 წლის ასაკში. საინფორმაციო სააგენტო AFP-სთვის მიცემულ განცხადებაში ალენ ფაბიენი, ანუშკა და ენტონი ითხოვენ არასაჯაროობას მათთვის ამ უკიდურესად მძიმე დღეებში“ 

ლეგენდარული ფრანგი მსახიობი საკუთარ სახლში დუშიში, პარიზის სამხრეთით გარდაიცვალა.

ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების მდგომარეობა უარესდება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი აცხადებს, რომ უკრაინის ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების მდგომარეობა უარესდება.

ზაპოროჟიეს ელექტროსადგური, რომელსაც რუსეთის ძალები 2022 წლიდან აკონტროლებენ, ევროპის უმსხვილესი ბირთვული სადგურია.

„ჩვენ კვლავ ვხედავთ ბირთვული უსაფრთხოების ესკალაციას და საფრთხეებს, რომელთა წინაშეც ელექტროსადგური დგას. მე უკიდურესად შეშფოთებული ვრჩები და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მხარეს, მაქსიმალური თავშეკავებისკენ და სადგურის დასაცავად შედგენილი ხუთი კონკრეტული პრინციპის მკაცრი დაცვისკენ“, – განაცხადა გროსიმ.

მანამდე ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის რუსულმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უკრაინამ დრონით იერიში განახორციელა გზაზე, რომელსაც ბირთვული ობიექტის პერსონალი იყენებს.

ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებმა მოინახულეს აღნიშნული ზონა და აღნიშნეს, რომ ზიანი, სავარაუდოდ, დრონით არის გამოწვეული. დარტყმის შედეგად დაზიანდა ობიექტის ორ ძირითად ჭიშკარს შორის მდებარე გზა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და თავად სადგურის აღჭურვილობა არ დაზიანებულა.

,,იქ წარმოდგენილი პუბლიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, როგორ შეიძლება მას რამე ფესტივალი უწოდო, ან კიდევ მიზნებს თუ გავეცნობით, დემოკრატიული”- ბექა ოდიშარია

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ დანიის საელჩოს მიერ დაფინანსებულ „დემოკრატიულ ფესტივალზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ღონისძიებას არც დემოკრატიასთან და არც ფესტივალთან საერთო არაფერი აქვს.

„მეტად ანტიდემოკრატიული, ქართველი ხალხის მიერ აღიარებული მწვალებელი და მკვლელი რეჟიმის შემქმნელი სააკაშვილის ხსნის, გათავისუფლების და გათეთრების კამპანიას, რატომ მოიფიქრეს და მოიგონეს საერთოდ ეს პლატფორმა და სახელწოდება, რომელიც აბსოლუტურად ხელოვნურია და მას არც ფესტივალთან და არც დემოკრატიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. იქ წარმოდგენილი პუბლიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, როგორ შეიძლება მას რამე ფესტივალი უწოდო, ან კიდევ მიზნებს თუ გავეცნობით, დემოკრატიული.“ – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ე.წ. დემოკრატიის ფესტივალთან დაკავშირებით არა ერთი შეკითხვის მიუხედავად, დანიის საელჩომ„ქრონიკის“ არ უპასუხა. დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მსგავსად, გადაგვამისამართა ორგანიზაციასთან, რომელიც აფინანსებს ღონისძიებას, სადაც ოპოზიციური პარტიების საარჩევნო სიმბოლიკა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის ბანერი იყო გამოფენილი.

18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

კვი­რა საკ­მა­ოდ დი­ნა­მი­კუ­რია, მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ, თით­ქოს დაბ­რკო­ლე­ბე­ბის გა­და­ლახ­ვით დარ­ბი­ხართ ყო­ველ­დღე. ყვე­ლა­ფე­რი ისე არ მი­დის, რო­გორც გსურთ, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე და­ჟი­ნე­ბუ­ლი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი შეძ­ლებს სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­ღე­ბას. ამ პე­რი­ო­დის ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მე­ბი ფულს, უფრო სწო­რად შე­მო­სა­ვალს უკავ­შირ­დე­ბა. იქ­ნე­ბა ნაკ­ლე­ბი შე­მო­სა­ვა­ლი და გა­იზ­რდე­ბა ხარ­ჯი. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი შე­იძ­ლე­ბა პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­თუ­ლე­ბის მი­ზე­ზი გახ­დეს.

კურო

მო­გი­წევთ რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამო­ცა­ნის გა­დაჭ­რა. ერთი მათ­გა­ნი ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბაა, მე­ო­რე კი ურ­თი­ერ­თო­ბა ერთ-ერთ კონ­ფლიქ­ტურ კო­ლე­გას­თან. და­ქი­რა­ვე­ბულ თა­ნამ­შრომ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ გა­მო­ავ­ლი­ნონ თქვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ნიჭი, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ მი­ი­ღოთ დიდი ხნის ნა­ნატ­რი და­წი­ნა­უ­რე­ბა. გირ­ჩევთ, უფრო ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი იყოთ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის მი­მართ და არ მოს­თხო­ვოთ არა­ფე­რი უფ­რო­სებს.

ტყუ­პი

სტრეს­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და საქ­მე­ე­ბის გარ­თუ­ლე­ბა. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა მო­გი­წევთ. შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა, ისე­ვე რო­გორც და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი წყვი­ლე­ბი, რთულ პე­რი­ოდს გა­ნიც­დით. გა­იხ­სე­ნეთ წარ­სუ­ლი, ალ­ბათ ბევრ სა­სარ­გებ­ლო ფაქტსა და ამ­ბავს გა­იხ­სე­ნებთ, რაც და­გეხ­მა­რე­ბათ თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ პრობ­ლე­მე­ბი. შე­საძ­ლოა, გან­ქორ­წი­ნე­ბულ მე­უღ­ლე­ებს ბავ­შვებ­თან პრობ­ლე­მე­ბი შე­გექ­მნათ და აქ პრობ­ლე­მა მხო­ლოდ ემო­ცი­უ­რი კი არა, ფი­ნან­სუ­რი­ცაა.

კირჩხი­ბი

კვი­რის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა სხვა ქა­ლა­ქე­ბი­სა თუ ქვეყ­ნე­ბის პარტნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა იქ­ნე­ბა. თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გზა­ზე არა­ერ­თი პრობ­ლე­მა წა­მო­იჭ­რე­ბა. თუ ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი ადრე უკვე გქონ­დათ და შე­ძე­ლით მათი გა­და­ლახ­ვა, ახ­ლაც იო­ლად გა­უმკლავ­დე­ბით. მე­წარ­მე­ე­ბი და უფ­რო­სე­ბი მო­ემ­ზა­დეთ შე­მოწ­მე­ბის­თვის. მეტი ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ავ­ლი­ნეთ ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ. ნუ ჩა­ი­კე­ტე­ბით სა­კუ­თარ თავ­ში, ისა­უბ­რეთ გახ­სნი­ლად ერ­თგულ ადა­მი­ა­ნებ­თან.

ლომი

გა­და­დეთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტა, მერ­კუ­რი თქვენს ნი­შან­ში რეტ­როგ­რა­დუ­ლად მოძ­რა­ობს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს ნერ­ვი­უ­ლო­ბა, დაბ­ნე­უ­ლო­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სირ­თუ­ლე­ე­ბი და დი­ა­ლო­გის წარ­მარ­თვის შე­უძ­ლებ­ლო­ბა. სამ­სა­ხურ­ში პრობ­ლე­მე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, ფრთხი­ლად შე­ას­რუ­ლეთ თქვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი და არ ჩა­ე­რი­ოთ კო­ლე­გე­ბის ინ­ტრი­გებ­ში. შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად რა­ღაც სა­ი­დუმ­ლოდ გა­ი­გოთ, რაც სა­სურ­ვე­ლია სა­ი­დუმ­ლოდ­ვე შე­ი­ნა­ხოთ. გახ­სოვ­დეთ, რომ ფა­რუ­ლი მტრე­ბი და არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბი ჯერ ისევ აქ­ტი­უ­რო­ბენ!

ქალ­წუ­ლი

დიდი ფუ­ლის ხარ­ჯვის პე­რი­ო­დია, ფი­ნან­სე­ბი და­გე­ხარ­ჯე­ბათ ოჯახ­ზე, შვი­ლებ­ზე, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ შვე­ბუ­ლე­ბა­ზე, სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­ნე­ბივ­რე­ბა­ზე. გირ­ჩევთ, გარ­კვე­უ­ლი თან­ხა ყვე­ლა­ზე გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი მოვ­ლე­ნის­თვის გქონ­დეთ გა­და­დე­ბუ­ლი. ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცია, რო­მე­ლიც წარ­მო­ი­შო­ე­ბა ამ კვი­რა­ში, აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა სექ­ტემ­ბერ­ში. ეს კვი­რა და­უთ­მეთ ოჯა­ხის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ზრუნ­ვას, ნა­თე­სა­ვებ­თან გამ­გზავ­რე­ბას, ძველ ნაც­ნო­ბებ­თან შეხ­ვედ­რას.

სას­წო­რი

თქვე­ნი მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი დას­ვე­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა იქ­ნე­ბა. თუ ჯერ დას­ვე­ნე­ბას ვერ ახერ­ხებთ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ სამ­სა­ხურ­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს სხვა­დას­ხვა სა­ხის გარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა “და­ლა­გე­ბა” დიდი ალ­ბა­თო­ბით თქვენ მო­გი­წევთ. პე­რი­ო­დუ­ლი დას­ვე­ნე­ბა და­გეხ­მა­რე­ბათ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბა. ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია, მაგ­რამ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გარ­თუ­ლე­ბის ალ­ბა­თო­ბაც არ­სე­ბობს.

მო­რი­ე­ლი

ფრთხი­ლად იყა­ვით მგზავ­რო­ბი­სას და ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვის დროს, არ და­არ­ღვი­ოთ მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად გა­უ­ა­რეს­დე­ბა, რად­გან თვის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში შე­საძ­ლოა გა­ირ­კვეს ზო­გი­ერ­თი სა­ი­დუმ­ლო, რო­გორც თქვე­ნი, ასე­ვე საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის. ბევ­რს ექ­ნე­ბა პრობ­ლე­მე­ბი ნა­თე­სა­ვებ­თან და ერთ შემ­თხვე­ვა­ში ეს იქ­ნე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი ჩხუ­ბი, მე­ო­რე­ში კი – უახ­ლო­ე­სი ნა­თე­სა­ვე­ბის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, დახ­მა­რე­ბა სი­ტყვით, საქ­მით და, შე­საძ­ლოა, ფუ­ლი­თაც.

მშვილ­დო­სა­ნი

ამ კვი­რამ შე­იძ­ლე­ბა მო­გი­ტა­ნოთ ბევ­რი იღ­ბლი­ა­ნი დამ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც მკვეთ­რად შეც­ვლის თქვენს ცხოვ­რე­ბას. ასე რომ, არ და­ნებ­დეთ, დას­ვით თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვე­ბი და მო­ემ­ზა­დეთ ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ეტა­პის­თვის. ვი­საც არ ეში­ნია რუ­ტი­ნის და მზად არის იმუ­შა­ოს 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­უძ­ლია კარ­გი ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა. და­ჟი­ნე­ბუ­ლო­ბა და გარ­თო­ბა­ზე უა­რის თქმა და­გეხ­მა­რე­ბათ კარ­გი მო­გე­ბის მი­ღე­ბა­ში. აგ­ვის­ტოს მე­ო­რე ნა­ხევ­რის ბო­ლომ­დე მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბით კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩე­ბით. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დის.

თხის რქა

ჯერ კი­დევ არ არის აშ­კა­რა, მაგ­რამ ახლა იწყე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ახა­ლი ეტა­პი, უფრო ეკო­ნო­მი­კუ­რი და უფრო მა­ტე­რი­ა­ლუ­რი. გა­რე­მო­ე­ბე­ბი მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ დად­გა დრო თქვე­ნი ბიზ­ნე­სის გა­ფარ­თო­ე­ბის და ასე­ვე, რომ ამის­თვის მო­ი­ძებ­ნე­ბა ფული. ამ თე­მა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია თვის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, ბო­ლოს­კენ და უკვე სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში შე­დე­გი და­დე­ბი­თი იქ­ნე­ბა. მე­გობ­რუ­ლი წყვი­ლე­ბი ერ­თად გა­ნი­ხი­ლა­ვენ სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს და შე­საძ­ლოა ისი­ნი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ან არ­სე­ბუ­ლი სახ­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას­თან, ან ახ­ლის შე­ძე­ნას­თან.

მერ­წყუ­ლი

თქვე­ნი გეგ­მე­ბი, რა თქმა უნდა, ახ­დე­ბა, მაგ­რამ ჯერ არ უნდა ისა­უბ­როთ გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. აგ­ვის­ტოს მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ბევ­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლი და­ქორ­წი­ნე­ბას, თა­ნა­ცხოვ­რე­ბას გა­და­წყვეტს. ვარ­სკვლა­ვე­ბი გირ­ჩე­ვენ – იყა­ვით ფრთხი­ლად და გახ­სოვ­დეთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი სა­ი­დუმ­ლო ცხა­დი გახ­დე­ბა. სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბი­სად­მი მეტი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გმარ­თებთ, შე­იძ­ლე­ბა მო­გი­წი­ოთ რა­ღა­ცის გა­და­კე­თე­ბამ, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბამ. კვი­რის ბო­ლოს და­ფიქ­რდით შვე­ბუ­ლე­ბის სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­ტა­რე­ბა­ზე.

თევ­ზე­ბი

მო­ემ­ზა­დეთ, რომ მი­ი­ღოთ სა­ინ­ტე­რე­სო შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი ყო­ფი­ლი კო­ლე­გე­ბის­გან, ახა­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი იმა­ვე ად­გი­ლას შე­სა­ბა­მი­სი ხელ­ფა­სის ზრდით ან უფრო დიდ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა. ასე რომ, სა­მუ­შაო ფრონტზე ვი­თა­რე­ბა სტა­ბი­ლუ­რია. შე­სამ­ჩნე­ვად გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა რთუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი უფ­რო­სებ­თან ან სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბებ­თან, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით შე­სამ­ჩნე­ვი გახ­დე­ბა აგ­ვის­ტოს ბო­ლოს. თქვე­ნი ენერ­გე­ტი­კუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი ახლა ოდ­ნავ შემ­ცი­რე­ბუ­ლია და ძველ­მა ქრო­ნი­კულ­მა და­ა­ვა­დე­ბებ­მა შე­საძ­ლოა თავი შე­გახ­სე­ნოთ.

,,NED-ი აფინანსებს თითქმის ყველა ექსტრემისტულ პროცესს საქართველოში”- ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED) დიდი ხანია, დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით, უთანხმოებისა და კონფრონტაციის გაღვივებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანით და იდეოლოგიური ინფილტრაციით“, სოციალურ ქსელში ეხმიანება და ამ განცხადებას აბსოლუტურ სიმართლეს უწოდებს.

ქადაგიძის თქმით, ინფილტრაციის კლასიკურ მაგალითს, რომელსაც წლებია NED-ი ცდილობს, ის არაავთენტური პროცესები წარმოადგენს, როდესაც სარწმუნოებას ერთობით ცვლიან, „ლგბტ“ პროპაგანდას საზოგადოებისათვის აუცილებელ მოვლენად ასაღებენ, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას – რელიგიურ თავისუფლებად.

„აბსოლუტური სიმართლე!

ეს ორგანიზაცია აფინანსებს თითქმის ყველა ექსტრემისტულ პროცესს საქართველოში, ხან დემოკრატიის სახელით და ხანაც სამოქალაქო აქტივიზმის პოზიციონირებით.

სახელმწიფო უწყებების შტურმი, პოლიციელების ცოცხლად დაწვა და სამოქალაქო დაპირისპირება, რომელიც გამოხატვის თავისუფლებითაა შეფუთული, ასეთი საერთაშორისო ფონდების ხელშეწყობით ფინანსდება.

ინფილტრაციის კლასიკურ მაგალითს, რომელსაც წლებია ცდილობს „დემოკრატიის ეროვნული ფონდი(NED)“ წარმოადგენს ის არაავთენტური პროცესები, როდესაც სარწმუნოებას – ერთობით გვიცვლიან, „ლგბტ“ პროპაგანდას საზოგადოებისათვის აუცილებელ მოვლენად გვასაღებენ, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას – რელიგიურ თავისუფლებად და ა.შ.

ინფილტრატებად აქციეს საზოგადოებში ყველაზე ურეიტინგო პერსონები – ზურაბიშვილები, გიგაურები, ლომჯარიები, ამორალური პოლიტიკოსები და ათასი რჯულის უსამშობლო, რომელთა მორალურ საზომად წარმოჩენით ცდილობენ, საზოგადოებაზე გავლენასა და ფსევდო-რეალობის შექმნას.

„დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ აისბერგის წვერია, იმ ყინულოვან ოკეანეში, სადაც უამრავი ორგანიზაცია, ფონდი, საელჩო და საერთაშორისო აქტორი, ჰიბრიდული მეთოდებით ებრძვის ეროვნულ იდეოლოგიებსა და მათთვის მიუღებელ ლეგიტიმურ მთავრობებს სხვა და სხვა სახელმწიფოებში.

დღევანდელი გეოპოლიტიკური მოცემულობიდან, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო და ეროვნული პოლიტიკური კურსის გამო ამოგვიღეს სამიზნეში და ყველა წლების წინ ჩანერგილი აგენტ-პროვოკატორი გააცოცხლეს და აამუშავეს საქართველოს წინააღმდეგ.

ამიტომაცაა 26 ოქტომბერი საყოველთაო რეფერენდუმი, სადაც არჩევანი მარტივია – სუვერენული საქართველო ან „შპს“ – საქართველო საერთაშორისო აქტორების ხელში!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

„ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა, მემსახურა ლიეტუვის ევროკომისრად, თუმცა მე გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის სამსახურში ყოფნას, უკრაინის დახმარებას და ევროპის მომავლისთვის ბრძოლას სხვა გზებით“, – დაწერა ლანსბერგისმა.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, ლანდსბერგისის ეს განცხადება მასა და ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შორის განხეთქილების ფონზე გაკეთდა. ნაუსედამ უარი განაცხადა ლანდსბერგისის კანდიდატურის მხარდაჭერაზე, იმის მიუხედავად, რომ მინისტრს სხვა წამყვანი პოლიტიკოსები უჭერდნენ მხარს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე და „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტი მანფრედ ვებერი.

საგარეო საქმეთა მინისტრმა პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტეს მიმართა, პრეზიდენტს ევროკომისრად წარდგენისთვის განსახილველად სხვა კანდიდატურა შესთავაზოს.

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს კომისრების თანამდებობებზე კანდიდატები 30 აგვისტომდე უნდა წარუდგინონ.