,,ოკუპაცია საქართველოს უმთავრეს გამოწვევად რჩება”- ლილუაშვილი

12
spot_img

ოკუპაცია საქართველოს უმთავრეს გამოწვევად რჩება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქეები დეტალურად გაიხსენა.

ხელისუფლება დამნაშავეთა დასჯას ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან მოითხოვს. 2023 წლის ანგარიშის თანახმად, ხშირი იყო დესტაბილიზაციის გამოწვევის, ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის მცდელობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარე ძალების მხრიდან.

მოსმენა პარლამენტში დასრულებულია, ოპოზიცია ამ შემთხვევაშიც ბოიკოტის რეჟიმში იყო.