“ნაცმოძრაობას” სურს, საქართველოში იმ სცენარის ხილვა, რომელიც, განვითარდა უკრაინაში -ირაკლი კობახიძე

14
spot_img

მინდა, დავარწმუნო„ ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები, რომ უკრაინული სცენარი საქართველოში არ განვითარდება და საქართველოს უკრაინიზაცია არავითარ შემთხვევაში არ მოხდება, ეს არის ის, რის თავიდან ასაცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დავით საყვარელიძის განცხადების შესახებ კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ნაცმოძრაობას“ სურს საქართველოში იმ სცენარის ხილვა, რომელიც განვითარდა უკრაინაში.

„იმ ფონის გათვალისწინებით, რაც უკავშირდება ამ კონკრეტულ განცხადებას, გასაგებია, რაზეც საუბრობს საყვარელიძე. ყველამ ვიცით, რომ ზოგადად, ნაცმოძრაობას სურს საქართველოში იმ სცენარის ხილვა, რომელიც, სამწუხაროდ, განვითარდა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში. მინდა, დავარწმუნო „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, რომ უკრაინული სცენარი საქართველოში არ განვითარდება და საქართველოს უკრაინიზაცია არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. ეს არის ის, რის თავიდან ასაცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოსა და უკრაინის გენერალური პროკურორების ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე აცხადებს, რომ ქართული საზოგადოება ქართველი ზელენსკის გამოჩენას ელოდება.