ნატო-ს მოვუწოდებთ, გადაბრალება შეწყვიტოს და უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გზით გადაწყვეტისთვის რაიმე პრაქტიკული გააკეთოს -ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი

15
spot_img

ნატო-ს მოვუწოდებთ, გადაბრალება შეწყვიტოს და უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გზით გადაწყვეტისთვის რაიმე პრაქტიკული გააკეთოს, – ასე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს პრესსპიკერი, ლინ ჯიანი ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ჩინეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერას შედეგები უნდა მოჰყვეს, თუ ის თავის ქცევას არ შეცვლის.

„ჩვენ ნატო-ს მოვუწოდებთ, გადაბრალება შეწყვიტოს, ცეცხლზე ნავთი არ დაასხას და კონფლიქტი არ გააღვივოს, არამედ უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გზით გადაწყვეტისთვის რაიმე პრაქტიკული გააკეთოს“, – განაცხადა ლინ ჯიანმა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ჩინეთის ობიექტურ, მიუკერძოებელ პოზიციასა და კონსტრუქციულ როლს აღიარებს.