ნატო-ს ლიდერების მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ ამ ეტაპზე გაფართოება არ განიხილება, ამიტომ სამიტიდან არსებით ცვლილებებს არ ველოდებით -პრემიერი

12
spot_img

ნატო-ს ლიდერების მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ ამ ეტაპზე გაფართოება არ განიხილება, ამიტომ სამიტიდან არსებით ცვლილებებს არ ველოდებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მზად არის ნატო-სთან მჭიდრო პარტნიორობისთვის.

„ნატო-ს გაფართოებაზე კეთდება საჯარო განცხადებები ნატო-ს ლიდერების მხრიდან, რომ ამ ეტაპზე ნატო-ს გაფართოება არ არის ის საკითხი, რომელიც შეიძლება, აქტიურად განიხილებოდეს. აქედან გამომდინარე, ნატო-ს სამიტიდან არ ველოდებით არსებით ცვლილებებს. ჩვენ რა თქმა, უნდა მზად ვართ ნატო-სთან მჭიდრო პარტნიორობისთვის. ეს იყო ჩვენი ამოცანა აქამდეც და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას“, – აღნიშნა კობახიძემ.