მთიანი ყარაბაღი 98 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი ნაზელი ბაგდასარიანი ავრცელებს.
მისი თქმით, მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 98,625 ადამიანი გადავიდა.
ცნობისთვის, ოფიციალური ინფორმაციით მთიან ყარაბაღში 120 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. შეგახსენებთ, რომ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. „პრეზიდენტმა“ სამველ შახრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც „რესპუბლიკა” არსებობას 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შეწყვეტს არსებობას.