მე არ ვარ ის კაცი, ვინც ვინმეს დაარწმუნებს ვინ არ ვარ, ყველას ვუყვები ვინ ვარ -ნიკა გვარამია

13
spot_img

მე არ ვარ ის კაცი, ვინც ვინმეს დაარწმუნებს ვინ არ ვარ, მე ყველას ვუყვები ვინ ვარ , – ასე უპასუხა პარტია “ახალის” თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ, ჟურნალისტების შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არწმუნებს ის ამომრჩეველს, რომ აღარაა “ნაციონალურ მოძრაობაში”.

მისივე თქმით, ის საუბრობს პარტია “ახალის” სახელით.

“მე არავის არ ვარწმუნებ, სად აღარ ვარ, მე ვარწმუნებ ვინ ვარ. მე ვარ ნიკა გვარამია, ჩვენს პარტიას ჰქვია “ახალი” და ჩვენი ნომერია 4. არავის არაფერში არ ვარწმუნებ სხვაში, ვინ არ ვარ. მე არ ვარ ის კაცი, ვინც ვინმეს დაარწმუნებს ვინ არ ვარ, მე ყველას ვუყვები ვინ ვარ”, – განაცხადა გვარამიამ.