მაშინაც კი, როდესაც კლუბ „მილანთან“ ერთად დიდ საფეხბურთო ისტორიას ვწერდი, არცერთი წუთით არ გამიწყვეტია კავშირი ჩემს ქვეყანასთან – კახა კალაძე

39
spot_img

კახა კალაძესთან კოლაბორაციით, Designa Individual-მა Rolex Daytona-ს საკოლექციო საათი შექმნა, რომელიც საქართველოს დროშისა და საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ფერებშია გადაწყვეტილი.

საათის კორპუსის დიამეტრი 40 მილიმეტრია. მის უკანა მხარეს არსებულ მექანიზმში წარმოდგენილია ბურთის დიზაინი, რომლითაც კახა კალაძემ, მილანთან ერთად, მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

„მიხარია, რომ ცნობილ კომპანია “DiW”-თან შედგა კოლაბორაცია და შეიქმნა საათი, რომლის დიზაინის შერჩევაში თვითონ მივიღე მონაწილეობა. მაშინაც კი, როდესაც კლუბ „მილანის“ ფეხბურთელი ვიყავი და ამ კლუბთან ერთად დიდ საფეხბურთო ისტორიას ვწერდი, არცერთი წუთით არ გამიწყვეტია კავშირი ჩემს ქვეყანასთან. ყველაფერი, რასაც მივაღწიე, როგორც ფეხბურთელმა, ჩემი საქართველოს დამსახურებაა. მილანთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგების დროსაც მე ვიყავი ქართველი. სწორედ ეს არის ასახული ამ საკოლექციო მოდელში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“Designa Individual”-ის საკოლექციო მოდელი სულ 17 ერთეული დამზადდა.