მარკ რუტე ნატოს გენერალურ მდივნად დაინიშნა

25
spot_img

ნიდერლანდელი პოლიტიკოსი მარკ რუტე ნატოს გენერალურ მდივნად დაინიშნა. ამის შესახებ AFP წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მის კანდიდატურაზე ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ბრიუსელში, ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

რუტე თანამდებობას 1 ოქტომბერს დაიკავებს, მას შემდეგ რაც ალიანსის მოქმედი გენერალური მდივნის, ნორვეგიელი იენს სტოლტენბერგის უფლებამოსილება ამოიწურება. რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო სტოლტენბერგის თანამდებობაზე ყოფნის ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა.