ზაალ ანჯაფარიძე: ნაცების წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ გასული კვირის სხდომაზე ისეთი პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც პარტიის აკრძალვის მოთხოვნის ერთ-ერთ არგუმენტად შეიძლება იქცეს.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობა დასაშვებად და კანონიერად წარმოაჩინეს.
მისი თქმით, პარტიის წარმომადგენლები ამ პოზიციას იმ არგუმენტით ხსნიდნენ, რომ ხელისუფლების არალეგიტიმურად მიჩნევის შემთხვევაში, მისი დამხობის უფლებაც აქვთ.
"საკონსტიტუციო სასამართლოს გასული კვირის სესიაზე, ნაცმოძრაობა კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მისი როგორც პარტიის აკრძალვას; გაგიკვირდებათ და ეს ნებსით თუ ენებლიეთ საკუთარი ინიციატივით გააკეთა. თავად გამოძებნეს ის არგუმენტი, რომელიც სხვა არგუმენტებთან ერთად ამართლებს მათი აკრძალვის სარჩელს.
ნაცების წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას. "არგუმენტად" მოიყვანეს ის, რომ რაკი ჩვენ და ჩვენი მომხრეები ხელისუფლებას არალეგიტიმურად მივიჩნევთ, გვაქვს მისი დამხობის ლეგიტიმური უფლებაცო. მოკლედ, "ნაცმოძრაობა" როგორც პარტია, თუკი ხელისუფლებაში არ არის, მუდმივად ორიენტირებულია ანტიკონსტიტუციურ ქმედებებზე და მხოლოდ შესაფერის მომენტს ელოდება მის განსახორციელებლად.
და როდესაც მავანნი ამბობენ, რომ ხელისუფლების დამხობა და კონსტიტუციური წყობის დამხობა განსხვავებული რამეებიაო, მათ ვეტყოდი, რომ არსებობს სიტუაციები, როდესაც ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა განიხილება ქვეყანაში კონსტიტუციური წყობილების დამხობის პირველ ეტაპად", - წერს ანჯაფარიძე.
მსგავსი სიახლეები
ზაალ ანჯაფარიძე: ნაცების წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას
თამარ ჩერგოლეიშვილი: გიორგი თარგამაძემ 540 000 ლარი აიღო "ნაცმოძრაობისგან" და 4 ოქტომბრის კრიტიკოსები ეთერიდან დაგვბლოკა
არჩილ გორდულაძე – დიქტატორი სააკაშვილი საკანში ადგილს ვერ იპოვიდა და პოსტიც გამოაქვეყნა, შესაძლოა, ბეჟაშვილი და წითლიძე "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა ბელადმა პარტიულ ოფისშიც კი არ შეუშვან
მიხეილ ყაველაშვილი – რეჯეფ თაიფ ერდოღანს უფროს მეგობარს ვუწოდებ, კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, საერთაშორისო ვითარების ფონზე აუცილებელია, გავამყაროთ პარტნიორობა, დავიცვათ მშვიდობა
გიორგი კახიანი – სააკაშვილსაც კი არ მოსწონს, მისი პარტიის წარმომადგენლები როგორ პოზიციონირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში, ვეთანხმები სააკაშვილს, მართლაც აბსურდულია მათი პოზიციონირება
შალვა პაპუაშვილი – ვიდრე პაველ ჰერჩინკი მკაფიოდ არ დაგმობს პრეზიდენტის სასახლეზე 4 ოქტომბრის შტურმს, იქამდე ის რჩება ამ შტურმის მხარდამჭერი და მოძალადეების ხელის დამფარებელი
შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, საქართველო ყველანაირად დააზიანოს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ორმხრივ ვიზიტებს გავაგრძელებთ, რათა ჩვენი ხალხის სასარგებლოდ ვიმოქმედოთ
საქართველო ევროპის უსაფრთხოების პრინციპების დეკლარაციას შეუერთდა
მიხეილ ყაველაშვილი, ანტალიაში გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს შეხვდა
ცესკოს თავმჯდომარემ ეუთო/ოდირის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ირაკლი კობახიძე – ადამიანების წამება ხდებოდა ხელისუფლების სახელით, ამ ყველაფერში დამნაშავე იყო კონკრეტული რეჟიმი და პოლიტიკური პარტია, რომელიც მაშინ განასახიერებდა ამ რეჟიმს
ირაკლი კობახიძე – დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებები იქნება მიღებული უკრაინელი ხალხის ინტერესების შესაბამისად, რაც აქამდე არ ხდებოდა, რეალურად, საქმე მიიყვანეს ძალიან მძიმე ვითარებამდე უკრაინელი ხალხისთვის
ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები დაკავშირებადობის კუთხით, დაგეგმილი გვაქვს შვიდი მილიარდის ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, რაც საქართველოს როლს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის
ირაკლი კობახიძე – ევროპული ღირებულებები ნიშნავს დემოკრატიის პატივისცემას, ამ კუთხით პრობლემებია საქართველოსთან მიმართებით, როდესაც შენთან წახალისებულია „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა, ეს პრობლემის მიმანიშნებელია
ირაკლი კობახიძე – ევროპაში არაერთი ლიდერია, რომელიც ჯანსაღად უყურებს საქართველოსთან ურთიერთობებს, იმედი გვაქვს, ეს აისახება ევროპის დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ
ირაკლი კობახიძე – EPC-ს სამიტის ფარგლებში საშუალება მქონდა, სიტყვით გამოვსულიყავი მრგვალი მაგიდის ფორმატში, გავსაუბრებოდი სხვადასხვა ლიდერს, ამ ფორმატს მაქსიმალურად ვიყენებთ
ირაკლი კობახიძე – დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი ერთგულება რეგიონში მშვიდობის, ასევე დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართ
ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
ირაკლი კობახიძემ, EPC-ის სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, თემაზე - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა
მიხეილ სააკაშვილი – ის, ვისაც შეუძლია, მოკლე ხანში აღმოფხვრას კრიმინალი საქართველოში, მე-6 წელია, დროს კარგავს პუტინურ ტყვეობაში და ზოგიერთი ქართველი ისე იქცევა, თითქოს ასეც უნდა იყოს