საქართველოსა და ჩინეთის განათლების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და ჩინეთის რესპუბლიკის განათლების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელიც განათლების სფეროში ქვეყნებს შორის პარტნიორობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრმა, ჰუაი ძინპენმა.
საქართველოს განათლების მინისტრის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება, რომელიც განათლების სისტემის ყველა საფეხურს მოიცავს, შექმნის მყარ საფუძველს თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განვითარებისთვის და ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებას, აკადემიური და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაფართოებას და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას.
„საქართველოსა და ჩინეთს შორის განათლების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ. აღნიშნული შეთანხმება, რომელიც განათლების სისტემის ყველა საფეხურს მოიცავს, ქმნის მყარ საფუძველს ჩვენი თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განვითარებისთვის. ის ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებას, აკადემიური და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაფართოებას და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებას, რადგან გვჯერა, რომ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა განათლების სისტემის განვითარებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. აღნიშნული შეთანხმების გაფორმება ამის ნათელი მაგალითია - ეს არის ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი მოლაპარაკებების, ერთობლივი ძალისხმევისა და თანმიმდევრული მუშაობის მნიშვნელოვანი შედეგი", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მხარეებს შორის შეთანხმება ქალაქ პეკინში, 2026 წლის ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში გაფორმდა.
ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მსგავსი სიახლეები
15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, გადაერთებითი სამუშაოების გამო მთაწმინდის რაიონში წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
15 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე იქროლებს ძლიერი ქარი, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი
მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე" ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა და დაიღუპა
საქართველოსა და ჩინეთის განათლების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
ვიმედოვნებ, რომ ყველას გაათავისუფლებენ - საჩივრის შეტანას არ ვაპირებ - მერაბ დვალიშვილი
14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
14 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
პატრიარქი: ვევედროთ წმინდა 100 000 ქართველ მოწამეს, გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
ირაკლი კობახიძე – მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა დღეს დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მადლობა მერაბს და საბას ღირსებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
საქსტატი: ქართველმა მოგზაურებმა 2026 წლის მესამე კვარტალში საზღვარგარეთ 835 მილიონი ლარი დახარჯეს
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია დღეს 100 000 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს
შიო მესამემ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები მიიღო
კობა კობალაძემ ვეტერან და მოზარდ სპორტსმენებს უმასპინძლა, რომელთაც სხვადასხვა რანგის ასპარეზობებში სამსახურის მხარდაჭერით მიიღეს მონაწილეობა
ვარლამ ლიპარტელიანი – იმ სპორტსმენებმა, რომლებიც მერაბთან და მის მეგობართან მივიდნენ, თავიანთი სახე აჩვენეს, მხარდაჭერას ვუცხადებ მერაბს, გამარჯვება და წარმატებები მას და მთელ საქართველოს
ბერა ივანიშვილი – მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა ყველას აჩვენეს, რას ნიშნავს ნამდვილი ქართული სული, ჭრილობები შეხორცდება, მაგრამ მსოფლიო არასოდეს დაივიწყებს მეორე მხარის სიმხდალეს
"რატომ ჩერდება გული?" - ლევან რატიანის მოხსენება, რომელიც მედიცინის, სიცოცხლისა და მარადისობის საკითხებს აერთიანებს
კახა კალაძე – მერაბის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში ჯდება – არც სპორტულ ღირსებაში, არც კაცობაში და არც ადამიანობაში, მერაბ, შენ გვერდით ვართ
გივი მიქანაძემ ლანჭოუს უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა და ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა