ლაშა აბაშიძე – ახალი სარკინიგზო ხაზი ანაკლიის პორტს არსებულ სარკინიგზო მაგისტრალთან დააკავშირებს

ახალი სარკინიგზო ხაზი ანაკლიის პორტს არსებულ სარკინიგზო მაგისტრალთან დააკავშირებს, - ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტი მოიცავს სრულად ელექტროფიცირებულ ახალ სატვირთო სადგურსაც.

„უკვე გამოცხადდა ტენდერი ანაკლიის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებზე, რაც გულისხმობს ახალი, 18- კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას. ეს დააკავშირებს ანაკლიის პორტს არსებულ სარკინიგზო მაგისტრალთან. პროექტი მოიცავს ახალ სატვირთო სადგურსაც, რომელიც იქნება 11-ლიანდაგიანი. ხაზი იქნება სრულად ელექტროფიცირებული, ჩვენ მოვახდენთ ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურით პირდაპირ კავშირს ანაკლიის სარკინიგზო პორტთან", - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.

საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ქვეყნის სარკინიგზო ქსელთან დამაკავშირებელი ახალი ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.

საქართველოს რკინიგზის ცნობით, დაახლოებით 205 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. სამუშაოების დასრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვეა. პროექტის განხორციელების გრაფიკი ითვალისწინებს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მზადყოფნას 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ოპერირების დაწყებისთვის.

 

 



მსგავსი სიახლეები
ლაშა აბაშიძე – ახალი სარკინიგზო ხაზი ანაკლიის პორტს არსებულ სარკინიგზო მაგისტრალთან დააკავშირებს
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ქვეყნის სარკინიგზო ქსელთან დამაკავშირებელი ახალი ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ირაკლი ნადარეიშვილი – Web Summit-ი უმსხვილესი პლატფორმაა, რომელიც ტექნოლოგიების, ინოვაციების, სტარტაპების 100 000 პროფესიონალს, ინვესტორს აერთიანებს, აქ საქართველო ეროვნული პავილიონით მონაწილეობს
რა ეღირება დოლარი და ევრო 12 ნოემბერს
თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მოცულობა 2 239 769 000 ლარს შეადგენს
ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა "Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა"
ალკოჰოლიანი სასმლის სავალდებულო ნიშანდების წესი და ფორმა დამტკიცდა
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნული ბანკი – ევროკომისია ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და მაკროეკონომიკურ პოლიტიკას დადებითად აფასებს
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 ნოემბრიდან
თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი წარუდგინა
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
გადაიხადე ხელის გულით - მომავლის გამოცდილება თიბისისგან
რა ეღირება დოლარი და ევრო 5 ნოემბერს
თიბისის ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა The Digital Banker-მა საქართველოში საუკეთესოდ აღიარა