14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
რასაც არ უნდა აკეთებდეთ, წვრილმანებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან შეიძლება ერთი შეხედვით უმნიშვნელო რამემ საქმის საბოლოო შედეგზე გავლენა მოახდინონ. მგზავრობის დროს ყურადღება წამითაც არ მოადუნოთ - შესაძლებელია უსიამოვნებები და შეფერხებები. პირად ურთიერთობებში ყველაფერი მშვენივრადაა. მოაგვარეთ საყოფაცხოვრებო საკითხები, ესაუბრეთ ნათესავებს და უარი არ თქვათ დასვენებაზე, თუ ამის საჭიროებას გრძნობთ.
კურო
ამ დღეს ბევრი შეხვედრა და ახალი ხალხის გაცნობა გელით. შესაძლოა, იპოვოთ პასუხები იმაზე, რაც დიდი ხანია, გაწუხებთ ან გაინტერესებთ. თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, რჩევა გამოცდილ ადამიანებს უნდა სთხოვოთ. ეცადეთ, ფინანსურ საკითხებში მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ და ფულის დაგროვება დაიწყოთ. ყურადღება მიაქციეთ კვებას - გამორიცხული არ არის, რომ უხარისხო საკვებმა მოწამვლა გამოიწვიოს.
ტყუპები
ეცადეთ, თქვენი პიროვნული ხიბლი საქმიან მოლაპარაკებებში თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. უფრო ხშირად ისაუბრეთ ოპონენტებისთვის საინტერესო თემებზე. და თქვენთვის საჭირო დისკუსიები არაფორმალურ, მშვიდ გარემოში გამართეთ. დღეს წარმოშობილ პრობლემებს მარტო არ უნდა შეეჭიდოთ, მით უმეტეს, რომ კოლეგები მზად არიან დასახმარებლად.
კირჩხიბი
სწორად დასმული კითხვების და ცნობისმოყვარეობის დამსახურებით ამ დღეს ბევრ საინტერესო ინფორმაციას გაიგებთ. თქვენი კომუნიკაბელურობა საჭირო ადამიანებს მიიზიდავს. ახალი პროექტების დაწყება სხვა დროისთვის გადადეთ. ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ სამსახურში რეპუტაცია აიმაღლოთ.
ლომი
კარგი დღეა ახალი საქმის დაწყებისა და ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ცვლილებებისთვის. ნუ შეგაშინებთ ახალი ადამიანების გაცნობა - ჰოროსკოპი ამბობს, რომ ზოგი მათგანი მალე თქვენი ახლო მეგობარი გახდება. გამორიცხული არ არის, რომ ახალი, საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. უჩვეულოდ კარგი დღეა ცოდნის მისაღებად, გასააზრებლად და გადასაცემად.
ქალწული
მოერიდეთ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. ოჯახის წევრების და ახლობელი ადამიანების რჩევები და მხარდაჭერა ჩიხური ვითარებიდან გამოსავალს გაპოვნინებთ. ამ დღეს გაცნობილმა ადამიანმა შეიძლება თქვენი მოტყუება ან თქვენით მანიპულირება სცადოს. ეცადეთ, თქვენი ყველა მოქმედება კარგად გააზრებული იყოს. ერიდეთ ხმაურიან შეკრებებს და ალკოჰოლურ სასმელებს.
სასწორი
ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში დადებითი მხარეები ეძებოთ. თამამად იმოქმედეთ, რომ პრობლემების გადალახვა და სასურველის მიღწევა შეძლოთ. ცვლილებების ნუ გეშინიათ - მათ შეიძლება განვითარების ახალ საფეხურზე აგიყვანონ. პარტნიორული ურთიერთობები დღეს ნაყოფიერი იქნება.
მორიელი
ამ დღეს დილიდან უნდა იაქტიუროთ. წარმატებული დღეა თვითშეცნობისა და განათლებისათვის. კარგი იქნება, თუ საღამოს ახლობელ ადამიანებთან ერთად გაატარებთ - იგრძნობთ, რომ ეს ადამიანები თქვენთვის სამყაროში ყველაზე ძვირფასები არიან. რთული დღის ბოლოს ვარჯიში ან პარკში სეირნობა სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი
დილიდან სიზარმაცის შემოტევებს ებრძვით და მუშაობის დაწყება გიჭირთ. წინ ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით, ამიტომ ყურადღება არ უნდა მოადუნოთ. მოერიდეთ თანამოსაუბრის გაკრიტიკებას და თავი შეიკავეთ ცინიკური კომენტარებისგან. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ საჭესთან.
თხის რქა
ამ დღეს ვარსკვლავები ცხოვრების რადიკალურად შეცვლის შანსს გაძლევენ. ზოგიერთი ამ ნიშნის წარმომადგენელი დღეს დიდი ხნის დავიწყებული შორეული ნათესავის ან მეგობრისაგან შეტყობინებას მიიღებს. გირჩევთ ცვლილებები ვარცხნილობისა და გარდერობის შეცვლით დაიწყოთ. საღამოს ერიდეთ ხალხმრავალ წვეულებებს და ალკოჰოლურ სასმელებს.
მერწყული
შეცდომების თავიდან ასაცილებლად, მუშაობის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები, ამიტომ მაღაზიებში სიარულისგან თავის შეკავება ჯობს. ეცადეთ, დამატებითი შემოსავლის წყაროები იპოვოთ. ხელსაყრელი დროა საყვარელ ადამიანებთან საკამათო საკითხების მოსაგვარებლად.
თევზები
ამ დღეს ურთიერთობაში სირთულეები გელით. დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით შეიძლება თქვენთვის ძვირფასი ურთიერთობა გააფუჭოთ. ყველა შეთავაზება, რომელსაც დღეს მიიღებთ, ყურადღებით უნდა შეისწავლოთ. დაიმახსოვრეთ იდეა, რომელიც ამ დღეს თავში მოგივათ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, რათა შემთხვევითმა ტრავმამ ან ავადმყოფობამ წინასწარ დაგეგმილ საქმეში ხელი არ შეგიშალოთ.
მსგავსი სიახლეები
15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, გადაერთებითი სამუშაოების გამო მთაწმინდის რაიონში წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
15 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე იქროლებს ძლიერი ქარი, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი
მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე" ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა და დაიღუპა
საქართველოსა და ჩინეთის განათლების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
ვიმედოვნებ, რომ ყველას გაათავისუფლებენ - საჩივრის შეტანას არ ვაპირებ - მერაბ დვალიშვილი
14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
14 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
პატრიარქი: ვევედროთ წმინდა 100 000 ქართველ მოწამეს, გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
ირაკლი კობახიძე – მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა დღეს დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მადლობა მერაბს და საბას ღირსებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
საქსტატი: ქართველმა მოგზაურებმა 2026 წლის მესამე კვარტალში საზღვარგარეთ 835 მილიონი ლარი დახარჯეს
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია დღეს 100 000 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს
შიო მესამემ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები მიიღო
კობა კობალაძემ ვეტერან და მოზარდ სპორტსმენებს უმასპინძლა, რომელთაც სხვადასხვა რანგის ასპარეზობებში სამსახურის მხარდაჭერით მიიღეს მონაწილეობა
ვარლამ ლიპარტელიანი – იმ სპორტსმენებმა, რომლებიც მერაბთან და მის მეგობართან მივიდნენ, თავიანთი სახე აჩვენეს, მხარდაჭერას ვუცხადებ მერაბს, გამარჯვება და წარმატებები მას და მთელ საქართველოს
ბერა ივანიშვილი – მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა ყველას აჩვენეს, რას ნიშნავს ნამდვილი ქართული სული, ჭრილობები შეხორცდება, მაგრამ მსოფლიო არასოდეს დაივიწყებს მეორე მხარის სიმხდალეს
"რატომ ჩერდება გული?" - ლევან რატიანის მოხსენება, რომელიც მედიცინის, სიცოცხლისა და მარადისობის საკითხებს აერთიანებს
კახა კალაძე – მერაბის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში ჯდება – არც სპორტულ ღირსებაში, არც კაცობაში და არც ადამიანობაში, მერაბ, შენ გვერდით ვართ
გივი მიქანაძემ ლანჭოუს უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა და ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა