ბულგარეთის, საფრანგეთისა და უნგრეთის მოთხოვნით, ევროკავშირის სანქციების ახალი სიიდან ოთხი რუსული კომპანია ამოიღეს
ევროკავშირის წევრი სამი ქვეყნის, ბულგარეთის, საფრანგეთისა და უნგრეთის მოთხოვნით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი სიიდან ოთხი კომპანია ამოიღეს. ინფორმაციას საგამოძიებო პროექტი „სისტემა" ბრიუსელში ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა სანქციების ახალი სია 11 ნოემბერს შეათანხმეს, თუმცა მოლაპარაკებების პროცესში თავდაპირველი ჩამონათვალი შეიცვალა.
ბულგარეთის მოთხოვნით, სანქციების სიიდან ამოიღეს ორი რუსული ბანკი - „პირველი საინვესტიციო ბანკი" და „საინვესტიციო კოოპერატიული ბანკი". ორივე მათგანი ბულგარულ ბიზნესთან არის დაკავშირებული.
საგამოძიებო პროექტის მიხედვით, საფრანგეთის წარმომადგენლებმა სანქციების სიიდან ბანკ „რესო კრედიტის" ამოღება მოითხოვეს. ბანკის მფლობელია რუსული სადაზღვევო კომპანია „რესო-გარანტია", რომლის აქციების 38,61 პროცენტს ფრანგული სადაზღვევო ჯგუფი AXA ფლობს.
უნგრეთის მოთხოვნით კი სიიდან ამოიღეს ნავთობკომპანია „ტანეკო", რომელიც რუსული „ტატნეფტის" შვილობილი საწარმოა. 2021 წელს „ტანეკომ" უნგრულ MOL-თან ერთად თათრეთში ბიტუმის წარმოების ერთობლივი პროექტი წამოიწყო. MOL პროექტის 51 პროცენტს ფლობს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პროექტი შეჩერდა, თუმცა უნგრულმა კომპანიამ მასში წილი შეინარჩუნა.
მედიის ცნობით, ბულგარეთის, საფრანგეთისა და უნგრეთის დელეგაციებს ჟურნალისტების შეკითხვებზე არ უპასუხიათ. შესაბამისად, კომპანიების სიიდან ამოღების ოფიციალური მიზეზები უცნობია.
სანქციების ახალი ჩამონათვალის საბოლოო დამტკიცება 16 ნოემბერს იგეგმება. სია 113 ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოიცავს, მათ შორის 50 ბანკს, ენერგეტიკულ კომპანიებსა და რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტთან დაკავშირებულ სტრუქტურებს.
მსგავსი სიახლეები
საფრანგეთში დღეს გამართულ საპროტესტო აქციებში 106 000 ადამიანი მონაწილეობდა, პოლიციამ 121 პირი დააკავა
იტალიამ "მეტა" 805 მილიონი ევროთი დააჯარიმა
ნიკოლ ფაშინიანი – თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებასა და საზღვრების სრულად გახსნასთან ძალიან ახლოს ვართ
დონალდ ტუსკი: პოლონეთი, თავდაცვის სფეროში არსებული მაღალი ხარჯების გამო, უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს ვეღარ შეიძენს
ნიუ-ორლეანის პორტში ტანკერი საკრუიზო გემს შეეჯახა
იტალიაში უამინდობა გრძელდება, ყველაზე მძიმე მდგომარეობა ლიგურიისა და ტოსკანის რეგიონებშია
ბულგარეთის, საფრანგეთისა და უნგრეთის მოთხოვნით, ევროკავშირის სანქციების ახალი სიიდან ოთხი რუსული კომპანია ამოიღეს
დონალდ ტრამპი – ვეტოს დავადებ ბევრ რამეს, რასაც დემოკრატები თავდაპირველად გამომიგზავნიან
ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი დუბლინში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მეცხრე სამიტის ფარგლებში შეხვდნენ
თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ჰორმუზის სრუტეში ორ სუპერტანკერზე თავდასხმა განხორციელდა
რუსეთმა შესაძლოა, ნატო-ს ცალკეულ წევრებთან თავდაუსხმელობის შეთანხმებები გააფორმოს
პაკისტანში უცნობი დაჯგუფების თავდასხმას, 12 პოლიციელი ემსხვერპლა
ესპანეთმა რუსული თხევადი გაზის იმპორტი განაახლა
არჩილ გორდულაძე – ევროსაბჭოს 1633-ე რეზოლუციის მხარდაჭერით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან ჩაიდინა დანაშაული და აღიარა, ან არ ჩაუდენია და სახელმწიფოს დააბრალა ომის დაწყება, ორივე კონსტიტუციის დარღვევაა
იტალიასა და ბრიტანეთში ასობით სკოლაში აფეთქების მუქარის შემცველი წერილები მიიღეს
ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი 12 ნოემბერს მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდებიან, შემდეგ კი დუბლინში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად გაემგზავრებიან
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტის მცდელობა დაბლოკა
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთში ჩავიდა
ჯეი დი ვენსი – ჩაიდინა თუ არა ჰეგსეტმა ისეთი ქმედებები, რომლებიც იმპიჩმენტს იმსახურებს? ეს კითხვა აბსურდულია, კონგრესში მიმდინარე ბევრი სხვა პროცესის მსგავსად, იმპიჩმენტიც აბსურდულ სპექტაკლად იქცა