თამარ ჩერგოლეიშვილი: გიორგი თარგამაძემ 540 000 ლარი აიღო "ნაცმოძრაობისგან" და 4 ოქტომბრის კრიტიკოსები ეთერიდან დაგვბლოკა

 

„ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან" 540 000 ლარის აღების შემდეგ გიორგი თარგამაძემ ეთერიდან დაბლოკა არა მხოლოდ თავად ის, არამედ 4 ოქტომბრის იდეის დელიკატური კრიტიკოსებიც.

ჩერგოლეიშვილის თქმით, მან პირისპირ შეხვედრისას აუხსნა თარგამაძეს, რომ ამ დელუზიურ და სახიფათო უპასუხისმგებლობისთვის საინფორმაციო მხარდაჭერა არ გაეკეთებინა, თუმცა ამის მიუხედავად, მისივე თქმით, შედეგად მივიღეთ 70-მდე პატიმარი და 30-ზე მეტი აღიარებული ბრალი.

„4 ოქტომბერზე ხომ უსმენთ რა დიმპიტაურსაც აწყობენ საკონსტიტუციოში? აი ამ დიმპიტაურს ჩვენ ვხედავდით 2025 წლის ზაფხულიდან - როცა ეს სიგიჟე გავიგეთ და მერე ბაჩო ახალიას ცოლის კედელი დავათვალიერე და ვნახე რომ მოლოცვებს იღებს ახალაიას პოლიტიკაში დაბრუნების გამო! ვხედავდით, არა იმიტომ, რომ ნათელმხილველები ვართ, არამედ იმიტომ რომ პოლიტიკური პროცესი გვესმის - ვიმუშავეთ, ცოდნა შევიძინეთ. უფრო მეტი - წავედი გიორგი თარგამაძეს შევხვდი პირისპირ და ავუხსენი, რაღაც სრულიად გიჟური და უპასუხისმგებლო ისტერიკა ატეხეს, მოლოდინებს ქმნიან, რომელიც არაფერს ეფუძნება გარდა სურვილებისა და საინფორმაციო მხარდაჭერა ამ დელუზიურ და სახიფათო უპასუხისმგებლობას არ გაუკეთო მეთქი. არც გამილანძღია, არც მიჩხუბია - უბრალოდ ავუხსენი რაც ხდება, რატომაც ხდება და პასუხისმგებლიანი და გონივრული მიდგომა ვთხოვე. არა ჩემთვის .არამედ იმ ხალხის ინტერესებისთვის, ვინც შეიძლება გაბრიყვებულიყო. მომისმინა. და რა წუთშიც 540 ათასი ლარი აიღო ნაცმოძრაობიდან, არა მხოლოდ მე, არამედ 4 ოქტომბრის იდეის დელიკატური კრიტიკოსებიც კი ფაქტობრივად ეთერებიდან დაბლოკა. შედეგი? 70-მდე პატიმარი. 30-ზე მეტი აღიარებული ბრალი, რომელსაც დღეს ბიძინას ცირკი საფუძვლად იყენებს პარტიების ასაკრძალად. უწესობა დამღუპველია - მითუმეტეს ოპოზიციაში. უწესობის ფუფუნება ოპოზიციას არ გააჩნია."- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

 



მსგავსი სიახლეები
ზაალ ანჯაფარიძე: ნაცების წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას
თამარ ჩერგოლეიშვილი: გიორგი თარგამაძემ 540 000 ლარი აიღო "ნაცმოძრაობისგან" და 4 ოქტომბრის კრიტიკოსები ეთერიდან დაგვბლოკა
არჩილ გორდულაძე – დიქტატორი სააკაშვილი საკანში ადგილს ვერ იპოვიდა და პოსტიც გამოაქვეყნა, შესაძლოა, ბეჟაშვილი და წითლიძე "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა ბელადმა პარტიულ ოფისშიც კი არ შეუშვან
მიხეილ ყაველაშვილი – რეჯეფ თაიფ ერდოღანს უფროს მეგობარს ვუწოდებ, კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, საერთაშორისო ვითარების ფონზე აუცილებელია, გავამყაროთ პარტნიორობა, დავიცვათ მშვიდობა
გიორგი კახიანი – სააკაშვილსაც კი არ მოსწონს, მისი პარტიის წარმომადგენლები როგორ პოზიციონირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში, ვეთანხმები სააკაშვილს, მართლაც აბსურდულია მათი პოზიციონირება
შალვა პაპუაშვილი – ვიდრე პაველ ჰერჩინკი მკაფიოდ არ დაგმობს პრეზიდენტის სასახლეზე 4 ოქტომბრის შტურმს, იქამდე ის რჩება ამ შტურმის მხარდამჭერი და მოძალადეების ხელის დამფარებელი
შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, საქართველო ყველანაირად დააზიანოს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ორმხრივ ვიზიტებს გავაგრძელებთ, რათა ჩვენი ხალხის სასარგებლოდ ვიმოქმედოთ
საქართველო ევროპის უსაფრთხოების პრინციპების დეკლარაციას შეუერთდა
მიხეილ ყაველაშვილი, ანტალიაში გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს შეხვდა
ცესკოს თავმჯდომარემ ეუთო/ოდირის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ირაკლი კობახიძე – ადამიანების წამება ხდებოდა ხელისუფლების სახელით, ამ ყველაფერში დამნაშავე იყო კონკრეტული რეჟიმი და პოლიტიკური პარტია, რომელიც მაშინ განასახიერებდა ამ რეჟიმს
ირაკლი კობახიძე – დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებები იქნება მიღებული უკრაინელი ხალხის ინტერესების შესაბამისად, რაც აქამდე არ ხდებოდა, რეალურად, საქმე მიიყვანეს ძალიან მძიმე ვითარებამდე უკრაინელი ხალხისთვის
ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები დაკავშირებადობის კუთხით, დაგეგმილი გვაქვს შვიდი მილიარდის ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, რაც საქართველოს როლს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის
ირაკლი კობახიძე – ევროპული ღირებულებები ნიშნავს დემოკრატიის პატივისცემას, ამ კუთხით პრობლემებია საქართველოსთან მიმართებით, როდესაც შენთან წახალისებულია „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა, ეს პრობლემის მიმანიშნებელია
ირაკლი კობახიძე – ევროპაში არაერთი ლიდერია, რომელიც ჯანსაღად უყურებს საქართველოსთან ურთიერთობებს, იმედი გვაქვს, ეს აისახება ევროპის დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ
ირაკლი კობახიძე – EPC-ს სამიტის ფარგლებში საშუალება მქონდა, სიტყვით გამოვსულიყავი მრგვალი მაგიდის ფორმატში, გავსაუბრებოდი სხვადასხვა ლიდერს, ამ ფორმატს მაქსიმალურად ვიყენებთ
ირაკლი კობახიძე – დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი ერთგულება რეგიონში მშვიდობის, ასევე დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართ
ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
ირაკლი კობახიძემ, EPC-ის სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, თემაზე - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა
მიხეილ სააკაშვილი – ის, ვისაც შეუძლია, მოკლე ხანში აღმოფხვრას კრიმინალი საქართველოში, მე-6 წელია, დროს კარგავს პუტინურ ტყვეობაში და ზოგიერთი ქართველი ისე იქცევა, თითქოს ასეც უნდა იყოს