საქსტატი: ქართველმა მოგზაურებმა 2026 წლის მესამე კვარტალში საზღვარგარეთ 835 მილიონი ლარი დახარჯეს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 813.7 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 3.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 41.2 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 618.2 ათასი შეადგინა, რაც 3.1 პროცენტით მეტია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის ცნობით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 428.3 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 3.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა - 45.3 პროცენტი განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31-50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 46.9 პროცენტი შეადგინა.
ამასთან, უწყების ანგარიშით, 2026 წლის მესამე კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი, 35.7 პროცენტი განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 204.6 ათასი და 112.0 ათასი ვიზიტი.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, 2026 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 7.80 შეადგინა, რაც 2025 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (7.90 ღამე) 1.3 პროცენტით ნაკლებია. ვიზიტების 97.3 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2026 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 835.2 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 19.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2025 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 15.8 პროცენტით გაიზარდა და 1 351.0 ლარი შეადგინა.
მსგავსი სიახლეები
15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, გადაერთებითი სამუშაოების გამო მთაწმინდის რაიონში წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
15 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე იქროლებს ძლიერი ქარი, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი
მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე" ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა და დაიღუპა
საქართველოსა და ჩინეთის განათლების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
ვიმედოვნებ, რომ ყველას გაათავისუფლებენ - საჩივრის შეტანას არ ვაპირებ - მერაბ დვალიშვილი
14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
14 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
პატრიარქი: ვევედროთ წმინდა 100 000 ქართველ მოწამეს, გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
ირაკლი კობახიძე – მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა დღეს დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მადლობა მერაბს და საბას ღირსებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
საქსტატი: ქართველმა მოგზაურებმა 2026 წლის მესამე კვარტალში საზღვარგარეთ 835 მილიონი ლარი დახარჯეს
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია დღეს 100 000 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს
შიო მესამემ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები მიიღო
კობა კობალაძემ ვეტერან და მოზარდ სპორტსმენებს უმასპინძლა, რომელთაც სხვადასხვა რანგის ასპარეზობებში სამსახურის მხარდაჭერით მიიღეს მონაწილეობა
ვარლამ ლიპარტელიანი – იმ სპორტსმენებმა, რომლებიც მერაბთან და მის მეგობართან მივიდნენ, თავიანთი სახე აჩვენეს, მხარდაჭერას ვუცხადებ მერაბს, გამარჯვება და წარმატებები მას და მთელ საქართველოს
ბერა ივანიშვილი – მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა ყველას აჩვენეს, რას ნიშნავს ნამდვილი ქართული სული, ჭრილობები შეხორცდება, მაგრამ მსოფლიო არასოდეს დაივიწყებს მეორე მხარის სიმხდალეს
"რატომ ჩერდება გული?" - ლევან რატიანის მოხსენება, რომელიც მედიცინის, სიცოცხლისა და მარადისობის საკითხებს აერთიანებს
კახა კალაძე – მერაბის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში ჯდება – არც სპორტულ ღირსებაში, არც კაცობაში და არც ადამიანობაში, მერაბ, შენ გვერდით ვართ
გივი მიქანაძემ ლანჭოუს უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა და ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა