შალვა პაპუაშვილი – ვიდრე პაველ ჰერჩინკი მკაფიოდ არ დაგმობს პრეზიდენტის სასახლეზე 4 ოქტომბრის შტურმს, იქამდე ის რჩება ამ შტურმის მხარდამჭერი და მოძალადეების ხელის დამფარებელი

დაკავშირებადობაში საქართველოს როლის დაკნინების მცდელობა წვრილმანი შურისძიებაა, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიას ახასიათებს. ყველაზე პარადოქსულია, რომ ამ წვრილმანი ბწკენებით და შურისძიებებით თავად აგებენ, დამარცხებულები თავად არიან, თავად ზიანდებიან და ზარალდებიან ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველო ეკონომიკურადაც წინ მიდის და პოლიტიკურადაც ძლიერდება.

 

„ევროკავშირი დღეს გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე. ნათელი გეგმაა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი უნდა დაზიანდნენ პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სოციალურად. ყველა ამ მიმართულებაში ვხედავთ, რომ ევროკავშირი და მისი საელჩო პირდაპირ არიან ჩართული საქართველოს დაზიანების გეგმაში. რომ შემობრუნდნენ და დაგვიმტკიცონ, ეს ასე არ არის, პირველი ნაბიჯი იქნება, როდესაც ევროკავშირის ელჩი დაგმობს 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს. შეგახსენებთ, რომ ბოლოს, მის პრესკონფერენციაზე, ის კვლავ გაექცა კითხვას, ზოგადად ისაუბრა, რომ ევროკავშირი ძალადობას გმობს. აქ ბავშვები არ ვართ და თუ ჰგონია, რომ საბავშვო ბაღში ელჩად არის მივლენილი, ცდება, ჩვენს ისტორიას გადახედოს. აქ არავინ არ არის ბავშვი და მიამიტი. პირდაპირ მოვითხოვთ, ევროკავშირის ელჩმა მკაფიოდ და სიტყვასიტყვით დაგმოს 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი. ეს სიტყვები გვაინტერესებს. ვიდრე პაველ ჰერჩინკის განცხადებიდან იმ სიტყვებს არ მოვისმენთ, რომ გმობს 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს, იქამდე ამ შტურმის მხარდამჭერი, მიმჩქმალავი და მოძალადეების ხელის დამფარებელი რჩება. ეს არ არის არანაირი რიტორიკა, თავი ჩაიგდო იმ მდგომარეობაში, რომ დღეს მოძალადეების მხარდამჭერია. ერთი წელი გავიდა და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი არ დაგმო. ზოგადი ფრაზებით ესაუბროს ბრუსელს. ქართველებს გვაინტერესებს, კონკრეტული პასუხი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

რაც შეეხება დაკავშირებადობის საკითხს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გადამწყვეტია შუა დერეფანი.

 

„საქართველო შუა დერეფნის ერთ-ერთი მთავარი რგოლია როგორც ტერიტორიულად, ისე შავ ზღვასთან კავშირის გამო, მათ შორის, როგორც სახმელეთო გადაზიდვებით, ისე საზღვაო გადაზიდვით და მილსადენების მეშვეობით. ჩეხეთში იმპორტიდან ნედლი ნავთობის 40%, რაც შედის, აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით შედის. ახლახან აზერბაიჯანთან გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით დიდი კონტრაქტი დადეს, რომელიც 2028 წლიდან დაიწყება, ესეც საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის. ესეც აჩვენებს, რომ საქართველო არის ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი შემადგენელი რგოლი. ასე აგდებულად საუბარი ქართველ ხალხთან, როდესაც შენი ეკონომიკური უსაფრთხოების შემადგენელი რგოლია, მათი საგარეო პოლიტიკის უმწიფრობას აჩვენებს. უმწიფარი და წინდაუხედავია მათი ქცევა, როდესაც იმ ქვეყანის დაზიანებას ცდილობენ, რომელიც მათი ეკონომიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი შემადგენელი რგოლია. ეს ის მომენტია, როდესაც ეჭვი გვაქვს, რომ გადაწყვეტილებები მიიღება არა ბრუსელში, არამედ ცალკეულ არაფორმალურ ჯგუფებში, რომლებიც შემდეგ გავლენას ახდენენ სხვადასხვა ქვეყანასა და ბიუროკრატიაზე იმისთვის, რომ საკუთარი თავი დააზიანებინონ. საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკა დღეს არის თვითდაზიანების პოლიტიკა, რომელიც გარედან ისე ჩანს, თითქოს ჩვენ უნდა დაგვაზიანონ, მაგრამ შინაარსში რომ ჩახედავ, ყველა მიხვდება, რომ, საბოლოო ჯამში, საკუთარ თავს აზიანებენ. დაკავშირებადობის მხრივ ჩვენს როლს პასუხისმგებლობით ვუდგებით, ამ შემთხვევაში უპასუხისმგებლობა კი ბრუსელის მხრიდანაა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 



მსგავსი სიახლეები
ზაალ ანჯაფარიძე: ნაცების წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას
თამარ ჩერგოლეიშვილი: გიორგი თარგამაძემ 540 000 ლარი აიღო "ნაცმოძრაობისგან" და 4 ოქტომბრის კრიტიკოსები ეთერიდან დაგვბლოკა
არჩილ გორდულაძე – დიქტატორი სააკაშვილი საკანში ადგილს ვერ იპოვიდა და პოსტიც გამოაქვეყნა, შესაძლოა, ბეჟაშვილი და წითლიძე "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა ბელადმა პარტიულ ოფისშიც კი არ შეუშვან
მიხეილ ყაველაშვილი – რეჯეფ თაიფ ერდოღანს უფროს მეგობარს ვუწოდებ, კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, საერთაშორისო ვითარების ფონზე აუცილებელია, გავამყაროთ პარტნიორობა, დავიცვათ მშვიდობა
გიორგი კახიანი – სააკაშვილსაც კი არ მოსწონს, მისი პარტიის წარმომადგენლები როგორ პოზიციონირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში, ვეთანხმები სააკაშვილს, მართლაც აბსურდულია მათი პოზიციონირება
შალვა პაპუაშვილი – ვიდრე პაველ ჰერჩინკი მკაფიოდ არ დაგმობს პრეზიდენტის სასახლეზე 4 ოქტომბრის შტურმს, იქამდე ის რჩება ამ შტურმის მხარდამჭერი და მოძალადეების ხელის დამფარებელი
შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, საქართველო ყველანაირად დააზიანოს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ორმხრივ ვიზიტებს გავაგრძელებთ, რათა ჩვენი ხალხის სასარგებლოდ ვიმოქმედოთ
საქართველო ევროპის უსაფრთხოების პრინციპების დეკლარაციას შეუერთდა
მიხეილ ყაველაშვილი, ანტალიაში გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს შეხვდა
ცესკოს თავმჯდომარემ ეუთო/ოდირის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ირაკლი კობახიძე – ადამიანების წამება ხდებოდა ხელისუფლების სახელით, ამ ყველაფერში დამნაშავე იყო კონკრეტული რეჟიმი და პოლიტიკური პარტია, რომელიც მაშინ განასახიერებდა ამ რეჟიმს
ირაკლი კობახიძე – დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებები იქნება მიღებული უკრაინელი ხალხის ინტერესების შესაბამისად, რაც აქამდე არ ხდებოდა, რეალურად, საქმე მიიყვანეს ძალიან მძიმე ვითარებამდე უკრაინელი ხალხისთვის
ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები დაკავშირებადობის კუთხით, დაგეგმილი გვაქვს შვიდი მილიარდის ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, რაც საქართველოს როლს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის
ირაკლი კობახიძე – ევროპული ღირებულებები ნიშნავს დემოკრატიის პატივისცემას, ამ კუთხით პრობლემებია საქართველოსთან მიმართებით, როდესაც შენთან წახალისებულია „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა, ეს პრობლემის მიმანიშნებელია
ირაკლი კობახიძე – ევროპაში არაერთი ლიდერია, რომელიც ჯანსაღად უყურებს საქართველოსთან ურთიერთობებს, იმედი გვაქვს, ეს აისახება ევროპის დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ
ირაკლი კობახიძე – EPC-ს სამიტის ფარგლებში საშუალება მქონდა, სიტყვით გამოვსულიყავი მრგვალი მაგიდის ფორმატში, გავსაუბრებოდი სხვადასხვა ლიდერს, ამ ფორმატს მაქსიმალურად ვიყენებთ
ირაკლი კობახიძე – დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი ერთგულება რეგიონში მშვიდობის, ასევე დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართ
ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
ირაკლი კობახიძემ, EPC-ის სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, თემაზე - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა
მიხეილ სააკაშვილი – ის, ვისაც შეუძლია, მოკლე ხანში აღმოფხვრას კრიმინალი საქართველოში, მე-6 წელია, დროს კარგავს პუტინურ ტყვეობაში და ზოგიერთი ქართველი ისე იქცევა, თითქოს ასეც უნდა იყოს