პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე შვიდ პირს, მათ შორის პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს ბრალდება წარუდგინა
⭕️ საქართველოს პროკურატურამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულების საკანში დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა.
⭕️ როგორც გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ბრალდება წარედგინა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს, ამავე სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას და №8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ პატიმრებს – ვატო ყიფიანს (იგივე ვახტანგ ჟვანია), შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას.
⭕️ „როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2026 წლის ოქტომბერში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ხოლო 2026 წლის 25 ოქტომბერს, ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადაეცა.
⭕️ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 16 ოქტომბერს, ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები – ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. მათი საკანში განაწილებამდე, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის – რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონის – „პენიტენციური კოდექსის“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების“ დებულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს.
⭕️ იმავე დღეს, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა დავით ფეიქრიშვილის მიმართ, რაც გაგრძელდა 2026 წლის 20 ოქტომბრამდე. განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
⭕️ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს – გიორგი პატარიძეს, ბრალდება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ხოლო №8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს – რამაზ ფირცხალავას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინათ. აღნიშნული დანაშაულები, სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
⭕️ რაც შეეხება ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას, მათ ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
⭕️ პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
⭕️ საქმეზე გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობისთვის ბრალდებულ სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ
პოლიციამ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია ოთხი პირი
პოლიციამ თბილისში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პოლიციამ კახეთში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე შვიდ პირს, მათ შორის პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს ბრალდება წარუდგინა
თბილისში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
შსს-მ თბილისში, კორპუსში, ლიფტთან ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო
სამართალდამცველებმა ხულიგნობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს
პენიტენციური სამსახური პაატა მანჯგალაძის ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს
პროკურატურამ თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე შსს-ს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავა
საგამოძიებო სამსახურმა ოქტომბერში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 17 ფაქტი გამოავლინა
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საკონსტიტუციო სასამართლომ „ლელოს“ შუამდგომლობა, სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ, მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა
ანა ბუჩუკური – „ოცნება“ აგებს პროცესს საკონსტიტუციოში, მაგრამ პროპაგანდითა და ტყუილებით ცდილობენ, ეს რეალობაც შეცვალონ
მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევა
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან განახლდება
საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
საკონსტიტუციო სასამართლოს ხვალინდელი სხდომა, ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გადაიდო, სხდომები სამშაბათიდან განახლდება - არჩილ გორდულაძე
სოფელ ლამბალოში ძმების მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარედგინა
პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს