ცესკოს თავმჯდომარემ ეუთო/ოდირის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
„ონლაინ საარჩევნო კამპანიის სივრცის დაცვა: რეგულირების მიღმა არსებული მიდგომები" - იყო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრის განხილვის მთავარი თემა, რომელშიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და ამავე უწყების საერთაშორისო ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე იღებდნენ მონაწილეობას.
ღონისძიება ორ სამუშაო სესიას მოიცავდა. პირველი სესიის ფარგლებში მონაწილეებმა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და არჩევნების მთლიანობის დაცვის მიმართულებით სახელმწიფოების მზადყოფნასა და მედიაწიგნიერების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მეორე სესიაზე კი უშუალოდ შეფასდა ონლაინ საარჩევნო კამპანიის წარმოების პერიოდში, არსებული ქცევის კოდექსების გამოყენების გამოცდილება და მიღებული შედეგები.
სამუშაო შეხვედრამ ეუთოს წევრი ქვეყნების დელეგატებს, საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს, საარჩევნო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საშუალება მისცა ემსჯელათ ისეთ მნიშვნელოვან თემებსა და ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმაც შესაძლებელია რეგულირების ფარგლებს მიღმა, საარჩევნო კამპანიების წარმოების, ახალი საფრთხეების, დეზინფორმაციისა და მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებაზე ისაუბრა.
"საერთაშორისო სამუშაო შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეუთოს წევრ ქვეყნებს ძირითადად აქვთ საერთო გამოწვევები, რომელიც, რა თქმა უნდა, უკავშირდება ციფრულ დეზინფორმაციას, მანიპულაციას და მისგან მიღებულ შედეგებს, ასევე დაგვანახა რომ ის მიდგომები, რომლებსაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით იყენებს, არის მეტნაკლებად ერთგვაროვანი, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა შესაძლებლობას იყენებს, რათა საზოგადოებამდე მიიტანოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია, რაც ხელს უწყობს საარჩევნო გარემოს დაცვასა და ამომრჩევლებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას", -განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარემ ასევე გამართა შეხვედრა ალექსანდრე მაისურაძესთან, რომელიც ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ასევე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელია. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ვიზიტის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. ასევე ისაუბრეს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში საარჩევნო ადმინისტრაციის ჩართვისა და მონაწილეობის შესაძლებლობებზე. აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ეკატერინე ზოდელავა და ცესკოს საერთაშორისო ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე.
სამუშაო შეხვედრა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში 10 ნოემბერს, გაიმართა. გიორგი კალანდარიშვილი და თამარ კაპანაძე აღნიშნულ ღონისძიებაში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მიწვევით იღებდნენ მონაწილეობას.
მსგავსი სიახლეები
ზაალ ანჯაფარიძე: ნაცების წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას
თამარ ჩერგოლეიშვილი: გიორგი თარგამაძემ 540 000 ლარი აიღო "ნაცმოძრაობისგან" და 4 ოქტომბრის კრიტიკოსები ეთერიდან დაგვბლოკა
არჩილ გორდულაძე – დიქტატორი სააკაშვილი საკანში ადგილს ვერ იპოვიდა და პოსტიც გამოაქვეყნა, შესაძლოა, ბეჟაშვილი და წითლიძე "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა ბელადმა პარტიულ ოფისშიც კი არ შეუშვან
მიხეილ ყაველაშვილი – რეჯეფ თაიფ ერდოღანს უფროს მეგობარს ვუწოდებ, კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, საერთაშორისო ვითარების ფონზე აუცილებელია, გავამყაროთ პარტნიორობა, დავიცვათ მშვიდობა
გიორგი კახიანი – სააკაშვილსაც კი არ მოსწონს, მისი პარტიის წარმომადგენლები როგორ პოზიციონირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში, ვეთანხმები სააკაშვილს, მართლაც აბსურდულია მათი პოზიციონირება
შალვა პაპუაშვილი – ვიდრე პაველ ჰერჩინკი მკაფიოდ არ დაგმობს პრეზიდენტის სასახლეზე 4 ოქტომბრის შტურმს, იქამდე ის რჩება ამ შტურმის მხარდამჭერი და მოძალადეების ხელის დამფარებელი
შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, საქართველო ყველანაირად დააზიანოს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ორმხრივ ვიზიტებს გავაგრძელებთ, რათა ჩვენი ხალხის სასარგებლოდ ვიმოქმედოთ
საქართველო ევროპის უსაფრთხოების პრინციპების დეკლარაციას შეუერთდა
მიხეილ ყაველაშვილი, ანტალიაში გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს შეხვდა
ცესკოს თავმჯდომარემ ეუთო/ოდირის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ირაკლი კობახიძე – ადამიანების წამება ხდებოდა ხელისუფლების სახელით, ამ ყველაფერში დამნაშავე იყო კონკრეტული რეჟიმი და პოლიტიკური პარტია, რომელიც მაშინ განასახიერებდა ამ რეჟიმს
ირაკლი კობახიძე – დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებები იქნება მიღებული უკრაინელი ხალხის ინტერესების შესაბამისად, რაც აქამდე არ ხდებოდა, რეალურად, საქმე მიიყვანეს ძალიან მძიმე ვითარებამდე უკრაინელი ხალხისთვის
ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები დაკავშირებადობის კუთხით, დაგეგმილი გვაქვს შვიდი მილიარდის ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, რაც საქართველოს როლს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის
ირაკლი კობახიძე – ევროპული ღირებულებები ნიშნავს დემოკრატიის პატივისცემას, ამ კუთხით პრობლემებია საქართველოსთან მიმართებით, როდესაც შენთან წახალისებულია „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა, ეს პრობლემის მიმანიშნებელია
ირაკლი კობახიძე – ევროპაში არაერთი ლიდერია, რომელიც ჯანსაღად უყურებს საქართველოსთან ურთიერთობებს, იმედი გვაქვს, ეს აისახება ევროპის დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ
ირაკლი კობახიძე – EPC-ს სამიტის ფარგლებში საშუალება მქონდა, სიტყვით გამოვსულიყავი მრგვალი მაგიდის ფორმატში, გავსაუბრებოდი სხვადასხვა ლიდერს, ამ ფორმატს მაქსიმალურად ვიყენებთ
ირაკლი კობახიძე – დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი ერთგულება რეგიონში მშვიდობის, ასევე დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართ
ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
ირაკლი კობახიძემ, EPC-ის სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, თემაზე - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა
მიხეილ სააკაშვილი – ის, ვისაც შეუძლია, მოკლე ხანში აღმოფხვრას კრიმინალი საქართველოში, მე-6 წელია, დროს კარგავს პუტინურ ტყვეობაში და ზოგიერთი ქართველი ისე იქცევა, თითქოს ასეც უნდა იყოს