დონალდ ტრამპი – ვეტოს დავადებ ბევრ რამეს, რასაც დემოკრატები თავდაპირველად გამომიგზავნიან

მე ვეტოს დავადებ ბევრ რამეს, რასაც დემოკრატები თავდაპირველად გამომიგზავნიან და ქვეყნისთვის ცუდია, ვფიქრობ, საბოლოოდ დამირეკავენ და მეტყვიან: „მოდით, შეთანხმებას მივაღწიოთ" და შევძლებთ შეთანხმებას ჯანდაცვაზე და მედიკამენტების ფასებზე, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეწამყვან სტივენ სმიტის გადაცემა Straight Shooter Media-სთან ინტერვიუში განაცხადა.

 

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდა, აშშ-ში მედიკამენტებზე მსოფლიოში ყველაზე მაღალი ფასები იყო, შემდეგ მან მოლაპარაკებები აწარმოა ქვეყნებთან და მათ ტარიფები დაუწესა, შედეგად კი, ახლა აშშ-ში მსოფლიოში წამლების ყველაზე დაბალი ფასებია.

 

„ჩვენ გვქონდა მედიკამენტების ყველაზე მაღალი ფასები მთელ მსოფლიოში. ჩვენ მთელი მსოფლიო გვატყუებდა და ახლა ვიხდით წამლების ყველაზე დაბალ ფასებს მსოფლიოში. სხვათა შორის, ამაზე ტარიფები გამოვიყენე. მე ვიყავი საფრანგეთში, გერმანიაში და სხვადასხვა ადგილას ტელეფონით, ზოგიერთ შემთხვევაში - პირადად, მათ ვუთხარი: „თქვენ მოგიწევთ თქვენი წამლების ფასების გაორმაგება და გასამმაგება, რადგან ჩვენი ფასები 10-ჯერ მეტია, ვიდრე უნდა იყოს და ჩვენ ამას აღარ ვაპირებთ, მე თქვენს ქვეყანას უზარმაზარ გადასახადებს დავუწესებ, ვიდრე ამ ცვლილებას არ განახორციელებთ". ყველა მათგანმა ცვლილება შეიტანა. ასე რომ, ჩვენ მსოფლიოში წამლების ყველაზე მაღალი ფასებიდან ახლა მსოფლიოში წამლების ყველაზე დაბალ ფასებამდე ჩამოვედით", - განაცხადა ტრამპმა.

 

ამასთან, მისივე თქმით, ელოდება, რომ ჯანდაცვის საკითხებზე დამოკრატები მასთან ითანამშრომლებენ, რადგან კარგი ჯანდაცვა მათაც სურთ.

 

„შეიძლება, დემოკრატებმა ჩემთან ითანამშრომლონ, რადგან, ვფიქრობ, მათ კარგი ჯანდაცვა სურთ. ჩვენ საშინელი ჯანდაცვა გვაქვს", - აღნიშნა ტრამპმა.

 

 



მსგავსი სიახლეები
საფრანგეთში დღეს გამართულ საპროტესტო აქციებში 106 000 ადამიანი მონაწილეობდა, პოლიციამ 121 პირი დააკავა
იტალიამ "მეტა" 805 მილიონი ევროთი დააჯარიმა
ნიკოლ ფაშინიანი – თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებასა და საზღვრების სრულად გახსნასთან ძალიან ახლოს ვართ
დონალდ ტუსკი: პოლონეთი, თავდაცვის სფეროში არსებული მაღალი ხარჯების გამო, უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს ვეღარ შეიძენს
ნიუ-ორლეანის პორტში ტანკერი საკრუიზო გემს შეეჯახა
იტალიაში უამინდობა გრძელდება, ყველაზე მძიმე მდგომარეობა ლიგურიისა და ტოსკანის რეგიონებშია
ბულგარეთის, საფრანგეთისა და უნგრეთის მოთხოვნით, ევროკავშირის სანქციების ახალი სიიდან ოთხი რუსული კომპანია ამოიღეს
დონალდ ტრამპი – ვეტოს დავადებ ბევრ რამეს, რასაც დემოკრატები თავდაპირველად გამომიგზავნიან
ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი დუბლინში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მეცხრე სამიტის ფარგლებში შეხვდნენ
თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ჰორმუზის სრუტეში ორ სუპერტანკერზე თავდასხმა განხორციელდა
რუსეთმა შესაძლოა, ნატო-ს ცალკეულ წევრებთან თავდაუსხმელობის შეთანხმებები გააფორმოს
პაკისტანში უცნობი დაჯგუფების თავდასხმას, 12 პოლიციელი ემსხვერპლა
ესპანეთმა რუსული თხევადი გაზის იმპორტი განაახლა
არჩილ გორდულაძე – ევროსაბჭოს 1633-ე რეზოლუციის მხარდაჭერით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან ჩაიდინა დანაშაული და აღიარა, ან არ ჩაუდენია და სახელმწიფოს დააბრალა ომის დაწყება, ორივე კონსტიტუციის დარღვევაა
იტალიასა და ბრიტანეთში ასობით სკოლაში აფეთქების მუქარის შემცველი წერილები მიიღეს
ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი 12 ნოემბერს მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდებიან, შემდეგ კი დუბლინში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად გაემგზავრებიან
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტის მცდელობა დაბლოკა
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთში ჩავიდა
ჯეი დი ვენსი – ჩაიდინა თუ არა ჰეგსეტმა ისეთი ქმედებები, რომლებიც იმპიჩმენტს იმსახურებს? ეს კითხვა აბსურდულია, კონგრესში მიმდინარე ბევრი სხვა პროცესის მსგავსად, იმპიჩმენტიც აბსურდულ სპექტაკლად იქცა