კობა კობალაძემ ვეტერან და მოზარდ სპორტსმენებს უმასპინძლა, რომელთაც სხვადასხვა რანგის ასპარეზობებში სამსახურის მხარდაჭერით მიიღეს მონაწილეობა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, შეხვედრა გამართა იმ ვეტერანებთან და ვეტერანთა შვილებთან, რომელთაც სხვადასხვა სპოსრტულ ასპარეზობაში, სამსახურის ფინანსური თანადგომით მიიღეს მონაწილეობა როგორც საქართველოში, ისე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ და საპრიზო ადგილები მოიპოვეს.

 


კობა კობალაძემ მოზარდ და ვეტერან სპორსტმენებს მიღწეული უმაღლესი შედეგები მიულოცა, წარმატებები და გამარჯვებები უსურვა, სიმბოლური საჩუქრები გადასცა და მომავალში, კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას დაჰპირდა:

 

‘'ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა,თავისი თანამონაწილეობით, საკმაოდ საინტერესო პროექტი შესთავაზა საზოგადოებას და თითოეულ ჩვენგანს_ჩვენი თანამებრძოლები, გამოჩენილი ადამიანები, ვინც თავისი ქვეყნისთვის იბრძოდნენ, ქვეყანას თავს სწირავდნენ და, ამავე დროს, იყვნენ სპორსტმენები, დღეს, ჩვენი ხელშეწყობით, საერთაშორისო ასპარეზზე დაიწყეს პროფესიონალური მიმართულებით ასპარეზობა. დღეს, გვქონდა საშუალება, დაგვეჯილდოებინა ისინი, რამეთუ მათ საკმაოდ მაღალ და დიდ გამარჯვებებს მიაღწიეს ჭიდაობასა და სპორტის სხვა სახეობაში. ამავე დროს, ჩვენთვის ძალიან საამაყოა ის, რომ მოდის თაობა, რომელიც ღირსეულად გვენაცვლება თითოეულ ჩვენგანს_ არა მარტო სამშობლოს სიყვარულში არ გვიდებენ ტოლს, არამედ სპორტშიც არიან სამაგალითოები და დღეს, ზუსტად ის ბავშვები, არიან აქ, რომლებიც, ასევე, მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ტურნირებზე მონაწილეობდნენ და არიან გამარჯვებულები; ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი შეიტანა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა და სახელმწიფომ მთლიანად. მინდა, კიდევ ერთხელ, მათ, ყველას ვუსურვო წარმატება, ბევრი გამარჯვება.. რაც შეეხება ჩვენს თანამებრძოლებს_ ჩვენ, წინ, კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს განსახორციელებელი,''-განაცხადა კობა კობალაძემ.შეხვედრას,ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეები_მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, საერთაშორისო თანამშრომლობის, პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კოორდინატორი, კობა ლიკლიკაძე, მონიტორინგისა და აუდიტის სამმართველოს უფროსი, ეროვნული კატეგორიის მსაჯი ჭიდაობა ძიუდოში, ომის ვეტერანი და ვეტერანი სპორტსმენი, გიორგი ედილაშვილი, აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის დირექტორი, კობა გეგია.

 



მსგავსი სიახლეები
15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, გადაერთებითი სამუშაოების გამო მთაწმინდის რაიონში წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
15 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე იქროლებს ძლიერი ქარი, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი
მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე" ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა და დაიღუპა
საქართველოსა და ჩინეთის განათლების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
ვიმედოვნებ, რომ ყველას გაათავისუფლებენ - საჩივრის შეტანას არ ვაპირებ - მერაბ დვალიშვილი
14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
14 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
პატრიარქი: ვევედროთ წმინდა 100 000 ქართველ მოწამეს, გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
ირაკლი კობახიძე – მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა დღეს დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მადლობა მერაბს და საბას ღირსებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
საქსტატი: ქართველმა მოგზაურებმა 2026 წლის მესამე კვარტალში საზღვარგარეთ 835 მილიონი ლარი დახარჯეს
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია დღეს 100 000 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს
შიო მესამემ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები მიიღო
კობა კობალაძემ ვეტერან და მოზარდ სპორტსმენებს უმასპინძლა, რომელთაც სხვადასხვა რანგის ასპარეზობებში სამსახურის მხარდაჭერით მიიღეს მონაწილეობა
ვარლამ ლიპარტელიანი – იმ სპორტსმენებმა, რომლებიც მერაბთან და მის მეგობართან მივიდნენ, თავიანთი სახე აჩვენეს, მხარდაჭერას ვუცხადებ მერაბს, გამარჯვება და წარმატებები მას და მთელ საქართველოს
ბერა ივანიშვილი – მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა ყველას აჩვენეს, რას ნიშნავს ნამდვილი ქართული სული, ჭრილობები შეხორცდება, მაგრამ მსოფლიო არასოდეს დაივიწყებს მეორე მხარის სიმხდალეს
"რატომ ჩერდება გული?" - ლევან რატიანის მოხსენება, რომელიც მედიცინის, სიცოცხლისა და მარადისობის საკითხებს აერთიანებს
კახა კალაძე – მერაბის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში ჯდება – არც სპორტულ ღირსებაში, არც კაცობაში და არც ადამიანობაში, მერაბ, შენ გვერდით ვართ
გივი მიქანაძემ ლანჭოუს უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა და ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა