თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ბიზნესების ყოველდღიური საქმიანობის გასამარტივებლად, თიბისი მუდმივად ავითარებს მეწარმეების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს.
იმისთვის, რომ ბიზნესების წარმომადგენლებმა ერთ სივრცეში შეძლონ მათთვის საჭირო ყველა მომსახურების მიღება და ნაკლები დრო დახარჯონ ყოველდღიურ ადმინისტრაციულ პროცესებზე, თიბისიში, ბოლო პერიოდში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, 5 სიახლე დაინერგა.
- ბიზნესის რეგისტრაცია თიბისის ფილიალში - თიბისიში, ბიზნესის დაწყების პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა. მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, თიბისის 16 ფილიალში, დარეგისტრირდნენ შპს -დ ან ინდივიდუალურ მეწარმედ და ამისათვის, დამატებითი პროცედურების გავლა საჭირო აღარაა. ერთი ვიზიტით, ბიზნესის წარმომადგენელს შესაძლებლობა აქვს, ბიზნესის რეგისტრაციასთან ერთად, საბანკო ანგარიშიც გახსნას და საჭირო მომსახურებაც მიიღოს.
- ბიზნეს ანაბარი გაუმჯობესებული პირობებით - თიბისიში, ბიზნესანაბრის გახსნა კიდევ უფრო გამარტივდა და მისი გააქტიურება პირდაპირ ბიზნეს მობაილბანკიდან, რამდენიმე წუთში, ფილიალში მისვლის გარეშეა შესაძლებელი. ბიზნესანაბრის ციფრულად გააქტიურების შემთხვევაში, მომხმარებლები გაუმჯობესებული პირობით ისარგებლებენ. კერძოდ - წლიური ნომინალური განაკვეთი იქნება - 3% ლარში (რაც სტანდარტულ განაკვეთზე 1%-ით მეტია), წლიური ეფექტური განაკვეთი კი, 2.58%-მდე.
- თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის - ბიზნესნაკრები მეწარმეების ფინანსურ საჭიროებებს ერთ სივრცეში აერთიანებს და მისი გამოყენებით, შესაძლებელია სხვადასხვა ფინანსური ოპერაციის შესრულება. ინდივიდუალურ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, აირჩიონ ორი პაკეტიდან ერთ-ერთი და მარტივად გააქტიურონ ის.
- ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება ონლაინ - ტენდერში მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, ელექტრონული სატენდერო გარანტია ბანკის ფილიალში მისვლის გარეშე, ონლაინ, მობაილბანკიდან მიიღონ. გარანტიის მისაღებად კი, ფინანსური ანალიზი და უზრუნველყოფა საჭირო არ არის. პროცესი სწრაფია და სრულად ციფრული. ტენდერში მონაწილეობისთვის საჭირო გარანტიის კოდის მიღება განაცხადის დაფიქსირებიდან, 30 წუთშია შესაძლებელი.
- 70 000₾-მდე დაფინანსება მეწარმეებისთვის, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით - თიბისი ბიზნესი მეწარმეებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს და შესაძლებლობას აძლევს, მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთონ და 20 000₾-დან 70 000₾-მდე სესხი სრული სუბსიდირებით, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით მიიღონ.პროგრამაში მონაწილეობისას, ქონების უზრუნველყოფა საჭირო არ არის. სესხის ძირი თანხის 80%-ს სახელმწიფო გარანტია უზრუნველყოფს. იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე სესხს თიბისიში აიღებს, 6 თვის განმავლობაში, დამატებითი უპირატესობებით შეძლებს სარგებლობას.
თიბისი ბიზნესის ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://tbcbank.ge/ka/business
თიბისი ბიზნესის გუნდი, უახლოეს მომავალში, მეწარმეებს, მათ საჭიროებებზე მორგებულ კიდევ არაერთ საინტერესო პროდუქტსა და მომსახურებას შესთავაზებს.
(R)
მსგავსი სიახლეები
ლაშა აბაშიძე – ახალი სარკინიგზო ხაზი ანაკლიის პორტს არსებულ სარკინიგზო მაგისტრალთან დააკავშირებს
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ქვეყნის სარკინიგზო ქსელთან დამაკავშირებელი ახალი ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ირაკლი ნადარეიშვილი – Web Summit-ი უმსხვილესი პლატფორმაა, რომელიც ტექნოლოგიების, ინოვაციების, სტარტაპების 100 000 პროფესიონალს, ინვესტორს აერთიანებს, აქ საქართველო ეროვნული პავილიონით მონაწილეობს
რა ეღირება დოლარი და ევრო 12 ნოემბერს
თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მოცულობა 2 239 769 000 ლარს შეადგენს
ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა "Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა"
ალკოჰოლიანი სასმლის სავალდებულო ნიშანდების წესი და ფორმა დამტკიცდა
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნული ბანკი – ევროკომისია ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და მაკროეკონომიკურ პოლიტიკას დადებითად აფასებს
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 ნოემბრიდან
თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი წარუდგინა
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
გადაიხადე ხელის გულით - მომავლის გამოცდილება თიბისისგან
რა ეღირება დოლარი და ევრო 5 ნოემბერს
თიბისის ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა The Digital Banker-მა საქართველოში საუკეთესოდ აღიარა