რუსეთმა შესაძლოა, ნატო-ს ცალკეულ წევრებთან თავდაუსხმელობის შეთანხმებები გააფორმოს

 

ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ფარგლებში რუსეთი ნატო-ს ცალკეულ წევრ ქვეყნებთან ორმხრივი თავდაუსხმელობის პაქტების გაფორმების ინიციატივით გამოდის. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ალექსეი დრობინინი, ევროპის უსაფრთხოების მომავალი გარანტიების ფარგლებში, აანონსებს სამ შესაძლო სცენარს, მათ შორის ნატო-ს ცალკეულ წევრებთან თავდაუსხმელობის შეთანხმებების გაფორმებას.

მოსკოვში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას დრობინინმა რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამი ძირითადი ვარიანტი ჩამოაყალიბა: პირველი, კოლექტიური თავდაცვითი ალიანსი ან ორმხრივი ურთიერთდახმარების შეთანხმებები - ბელარუსისა და ჩრდილოეთ კორეის მოდელის მსგავსად. მეორე, პოლიტიკური შეთანხმებები აგრესიის შემთხვევაში მოწინააღმდეგის დახმარებაზე უარის თქმის შესახებ - ირანთან არსებული პაქტის ანალოგიურად. მესამე, ორმხრივი თავდაუსხმელობის პაქტები ნატოს კონკრეტულ წევრებთან.

„მაგალითისთვის, ამ ტიპის შეთანხმებები შეიძლება, მიღწეულ იქნეს ნატო-ს ცალკეულ წევრ სახელმწიფოებთან, რომლებიც სანაცვლოდ რუსეთის ფედერაციისგან ინდივიდუალურ დამატებით უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებენ", - განაცხადა დრობინინმა.

ამ თემას გამოეხმაურა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ მედინსკიც. მისი განცხადებით, ევროპის უსაფრთხოების ახალი ჩარჩო-შეთანხმების იდეა უკვე გახდა აბუ დაბიში უკრაინასთან გამართული ორდღიანი მოლაპარაკებების ცენტრალური თემა. თუმცა, ვლადიმერ მედინსკი დეტალებზე არ საუბრობს.

 

 



მსგავსი სიახლეები
საფრანგეთში დღეს გამართულ საპროტესტო აქციებში 106 000 ადამიანი მონაწილეობდა, პოლიციამ 121 პირი დააკავა
იტალიამ "მეტა" 805 მილიონი ევროთი დააჯარიმა
ნიკოლ ფაშინიანი – თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებასა და საზღვრების სრულად გახსნასთან ძალიან ახლოს ვართ
დონალდ ტუსკი: პოლონეთი, თავდაცვის სფეროში არსებული მაღალი ხარჯების გამო, უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს ვეღარ შეიძენს
ნიუ-ორლეანის პორტში ტანკერი საკრუიზო გემს შეეჯახა
იტალიაში უამინდობა გრძელდება, ყველაზე მძიმე მდგომარეობა ლიგურიისა და ტოსკანის რეგიონებშია
ბულგარეთის, საფრანგეთისა და უნგრეთის მოთხოვნით, ევროკავშირის სანქციების ახალი სიიდან ოთხი რუსული კომპანია ამოიღეს
დონალდ ტრამპი – ვეტოს დავადებ ბევრ რამეს, რასაც დემოკრატები თავდაპირველად გამომიგზავნიან
ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი დუბლინში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მეცხრე სამიტის ფარგლებში შეხვდნენ
თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ჰორმუზის სრუტეში ორ სუპერტანკერზე თავდასხმა განხორციელდა
რუსეთმა შესაძლოა, ნატო-ს ცალკეულ წევრებთან თავდაუსხმელობის შეთანხმებები გააფორმოს
პაკისტანში უცნობი დაჯგუფების თავდასხმას, 12 პოლიციელი ემსხვერპლა
ესპანეთმა რუსული თხევადი გაზის იმპორტი განაახლა
არჩილ გორდულაძე – ევროსაბჭოს 1633-ე რეზოლუციის მხარდაჭერით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან ჩაიდინა დანაშაული და აღიარა, ან არ ჩაუდენია და სახელმწიფოს დააბრალა ომის დაწყება, ორივე კონსტიტუციის დარღვევაა
იტალიასა და ბრიტანეთში ასობით სკოლაში აფეთქების მუქარის შემცველი წერილები მიიღეს
ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი 12 ნოემბერს მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდებიან, შემდეგ კი დუბლინში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად გაემგზავრებიან
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტის მცდელობა დაბლოკა
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთში ჩავიდა
ჯეი დი ვენსი – ჩაიდინა თუ არა ჰეგსეტმა ისეთი ქმედებები, რომლებიც იმპიჩმენტს იმსახურებს? ეს კითხვა აბსურდულია, კონგრესში მიმდინარე ბევრი სხვა პროცესის მსგავსად, იმპიჩმენტიც აბსურდულ სპექტაკლად იქცა