პროკურატურამ თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე შსს-ს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავა
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს, ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე - ორი პირი და ცრუ ინფორმაციის მიწოდების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე - ერთი პირი.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 25 აგვისტოს თემურ ხადურმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთის გადასახვევის მიმდებარედ არსებულ ცენტრალურ მაგისტრალზე ქვების სროლით დააზიანა ავტომანქანები, მათ შორის შსს-ს ტყიბულის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის მართვის ქვეშ არსებული სამსახურებრივი ავტომანქანა.
აღნიშნულის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე მივიდნენ თერჯოლის რაიონის სამმართველოს უფროსის მოადგილე და გამომძიებელი. სამართალდამცველებმა სცადეს თემურ ხადურის დაკავება, რომელიც არ დაემორჩილა მათ და გაიქცა, დევნის პროცესში პოლიციის თანამშრომლებმა ჰაერში სამი გასროლა განახორციელეს. აღნიშნული საპოლიციო ღონისძიების შედეგად თემურ ხადურის დაკავება ვერ მოხერხდა.
2024 წლის 28 აგვისტოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთში, მდინარე ჭარჩხულას კალაპოტში ნაპოვნი იქნა გარდაცვლილი თემურ ხადური.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა, მათთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობისა და თანამდევი სამართლებრივი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, თემურ ხადურის გარდაცვალების გარემოებების დასადგენად და ყოველმხრივი, სრული, ობიექტური გამოძიების ჩასატარებლად საჭირო ინფორმაცია დამალეს, მათ არ დააფიქსირეს გამოკითხვის ოქმში თემურ ხადურის დაკავების მცდელობის, ასევე დევნისა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლების შესახებ, ამით ხელი შეუშალეს საქმის სხვა საგამოძიებო ორგანოსთვის გადაცემას და არსებითად შეაფერხეს მართლმსაჯულება.
ასევე, გამომძიებელმა, რომელიც თემურ ხადურის დასაკავებლად მიმდინარე ღონისძიების პროცესში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, იცოდა რა ინფორმაციის სიყალბე, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და ერთ-ერთი მოწმის სახით გამოკითხვის ოქმში ცრუ ცნობები შეიტანა, რითაც არსებითად დაარღვია სისხლის სამართლის საქმის სრული და ობიექტური გამოძიების საჯარო ინტერესი", - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედება სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მსგავსი სიახლეები
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობისთვის ბრალდებულ სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ
პოლიციამ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია ოთხი პირი
პოლიციამ თბილისში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პოლიციამ კახეთში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე შვიდ პირს, მათ შორის პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს ბრალდება წარუდგინა
თბილისში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
შსს-მ თბილისში, კორპუსში, ლიფტთან ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო
სამართალდამცველებმა ხულიგნობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს
პენიტენციური სამსახური პაატა მანჯგალაძის ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს
პროკურატურამ თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე შსს-ს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავა
საგამოძიებო სამსახურმა ოქტომბერში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 17 ფაქტი გამოავლინა
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საკონსტიტუციო სასამართლომ „ლელოს“ შუამდგომლობა, სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ, მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა
ანა ბუჩუკური – „ოცნება“ აგებს პროცესს საკონსტიტუციოში, მაგრამ პროპაგანდითა და ტყუილებით ცდილობენ, ეს რეალობაც შეცვალონ
მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევა
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან განახლდება
საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
საკონსტიტუციო სასამართლოს ხვალინდელი სხდომა, ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გადაიდო, სხდომები სამშაბათიდან განახლდება - არჩილ გორდულაძე
სოფელ ლამბალოში ძმების მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარედგინა
პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს