თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მოცულობა 2 239 769 000 ლარს შეადგენს

დედაქალაქის საკრებულოს განსახილველად წარედგინა თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის მოცულობა 2 239 769 000 ლარს შეადგენს.

 

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, როგორც წინა წლებში, მომავალ წელსაც ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი მიმართული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური-ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებისკენ.

 

„ჩვენ დედაქალაქის საკრებულოს განსახილველად უკვე წარვუდგინეთ თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის მოცულობა შეადგენს 2 239 769 000 ლარს, რაც 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, გაზრდილია 46,4 მლნ ლარით. მინდა, დავაზუსტო, რათა შემდგომში სპეკულაციები არ მოჰყვეს ამ საკითხს - ეს არის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი. უშუალოდ ვიცე-მერი მუშაობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ასევე ვთანამშრომლობთ ფინანსთა სამინისტროსთან და ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი დაზუსტდება. ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილია 623,3 მლნ ლარის გამოყოფა, რაც 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 50,4 მლნ ლარით მეტია. ეს, რა თქმა უნდა, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ინფრასტრუქტურული მიმართულებით. ვიცით, რომ ქალაქში გვაქვს გამოწვევები - ბევრი ქუჩა, გამზირი საჭიროებს განახლებას, საჭიროებს რეაბილიტაციას", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

რაც შეეხება სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებას, მერის ინფორმაციით, გათვალისწინებულია 677,7 მლნ ლარი, რაც 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 76 მლნ ლარით მეტია.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა წინ მიდის, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩებიან ოჯახები, რომელთაც სჭირდება ჩვენი თანადგომა. ვიდრე არსებობს საჭიროება, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ აღნიშნული პროგრამების დაფინანსებას, თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ისე განვითარდეს ქვეყანა, ეკონომიკა წინ წავიდეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი გვყავდეს. კეთილდღეობა უნდა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ", - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

 

„საკრებულოს წევრები აქტიურად დაიწყებენ დოკუმენტის განხილვას. ცხადია, იქნება შენიშვნებიც, იქნება კითხვებიც პროექტებთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ, ერთად გავიაროთ ყველა საკითხი, განვსაზღვროთ პრიორიტეტები. დარწმუნებული ვარ, რომ ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით გვექნება შესაძლებლობა, რომ საბოლოო ბიუჯეტი იყოს გაცილებით მეტი, ვიდრე 2026 წელს. მადლობა კიდევ ერთხელ ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისთვის. გაზრდილი ბიუჯეტი მოგვცემს შესაძლებლობას, თბილისში სხვადასხვა მნიშვნელობის პროექტი განვახორციელოთ, რომ ჩვენი ქალაქი ხვალ, ზეგ იყოს კიდევ უფრო მომხიბვლელი, კიდევ უფრო უკეთესი, გამართული ინფრასტრუქტურით და ყველანაირად მოწესრიგებული", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 



მსგავსი სიახლეები
ლაშა აბაშიძე – ახალი სარკინიგზო ხაზი ანაკლიის პორტს არსებულ სარკინიგზო მაგისტრალთან დააკავშირებს
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ქვეყნის სარკინიგზო ქსელთან დამაკავშირებელი ახალი ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ირაკლი ნადარეიშვილი – Web Summit-ი უმსხვილესი პლატფორმაა, რომელიც ტექნოლოგიების, ინოვაციების, სტარტაპების 100 000 პროფესიონალს, ინვესტორს აერთიანებს, აქ საქართველო ეროვნული პავილიონით მონაწილეობს
რა ეღირება დოლარი და ევრო 12 ნოემბერს
თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მოცულობა 2 239 769 000 ლარს შეადგენს
ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა "Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა"
ალკოჰოლიანი სასმლის სავალდებულო ნიშანდების წესი და ფორმა დამტკიცდა
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნული ბანკი – ევროკომისია ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და მაკროეკონომიკურ პოლიტიკას დადებითად აფასებს
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 ნოემბრიდან
თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი წარუდგინა
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
გადაიხადე ხელის გულით - მომავლის გამოცდილება თიბისისგან
რა ეღირება დოლარი და ევრო 5 ნოემბერს
თიბისის ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა The Digital Banker-მა საქართველოში საუკეთესოდ აღიარა