ჯეი დი ვენსი – ჩაიდინა თუ არა ჰეგსეტმა ისეთი ქმედებები, რომლებიც იმპიჩმენტს იმსახურებს? ეს კითხვა აბსურდულია, კონგრესში მიმდინარე ბევრი სხვა პროცესის მსგავსად, იმპიჩმენტიც აბსურდულ სპექტაკლად იქცა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა პიტ ჰეგსეტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ინიციატივა გააკრიტიკა.

 

„ჩაიდინა თუ არა პიტ ჰეგსეტმა ისეთი ქმედებები, რომლებიც იმპიჩმენტს იმსახურებს? ეს კითხვა აბსურდულია, პასუხი კი ასეთია: რა თქმა უნდა - არა. კონგრესში მიმდინარე ბევრი სხვა პროცესის მსგავსად, იმპიჩმენტიც იქცა აბსურდულ სპექტაკლად, რომელიც რეალურ პოლიტიკურ საქმიანობას ანაცვლებს", - წერს ვენსი სოციალურ ქსელში.

 

ვენსის თქმით, პოლიტიკურ უთანხმოებებზე საპასუხოდ იმპიჩმენტის გამოყენება არასწორი გზაა.

 

„კანონების მიღება რთულია, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება კი მარტივი (და, საბოლოო ჯამში, უშედეგო) საქმეა. ირონია ის არის, რომ კანონმდებლები ჰეგსეტზე ყველაზე მეტად სწორედ იმ საკითხების გამო არიან გაბრაზებული, რომლებშიც ის ყველაზე მეტად მართალია: ევროპისა და უკრაინის მიმართულებიდან ამერიკული სამხედრო ძალების გადანაწილების და მაღალი რანგის სამხედრო პირთა კორპუსის რეორგანიზაციის გამო. ეს ირანს არ უკავშირდება. საქმე ისაა, რომ ჰეგსეტი პენტაგონში დამკვიდრებულ ბიუროკრატიულ სისტემას დაუპირისპირდა", - წერს ვენსი.

 

ამასთან, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა ომის მდივნის იმპიჩმენტის მცდელობას „ყურადღების მისაპყრობი პოლიტიკური სვლა" უწოდა და შეაქო პიტ ჰეგსეტის სიტყვით გამოსვლა.

 

„ვფიქრობ, მან ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი. ველოდები, რომ ამ ინიციატივას ასე თუ ისე ჩავაგდებთ და ჩვეულ საქმიანობას დავუბრუნდებით. საერთაშორისო კონფლიქტის დროს ომის მდივნის იმპიჩმენტის მცდელობა ჩვენს მტრებსაც და მოკავშირეებსაც საშინელ გზავნილს უგზავნის. ამ თამაშში მონაწილეობას არ ვაპირებთ. ამ ყველაფრის უკან არანაირი საფუძველი არ დგას. ეს მხოლოდ ყურადღების მისაპყრობად კეთდება და სამარცხვინოა", - აღნიშნა ჯონსონმა.

 

ცნობისთვის, კენტუკის შტატის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, თომას მესიმ 9 ნოემბერს პიტ ჰეგსეტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის რვა მუხლი წარადგინა. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ჰეგსეტმა ირანის წინააღმდეგ ომი კონგრესის ნებართვის გარეშე დაიწყო და უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა.

 

აშშ-ის ომის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, რესპუბლიკელი კონგრესმენის მცდელობა, დაიწყოს მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა, ფარსია. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, პიტ ჰეგსეტი ქვეყანაში ყველაზე პოპულარული და წარმატებული სამხედრო მაღალჩინოსანია, რომელსაც, იმპიჩმენტის გამოცხადების ნაცვლად, ქება ეკუთვნის.

 

 



მსგავსი სიახლეები
საფრანგეთში დღეს გამართულ საპროტესტო აქციებში 106 000 ადამიანი მონაწილეობდა, პოლიციამ 121 პირი დააკავა
იტალიამ "მეტა" 805 მილიონი ევროთი დააჯარიმა
ნიკოლ ფაშინიანი – თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებასა და საზღვრების სრულად გახსნასთან ძალიან ახლოს ვართ
დონალდ ტუსკი: პოლონეთი, თავდაცვის სფეროში არსებული მაღალი ხარჯების გამო, უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს ვეღარ შეიძენს
ნიუ-ორლეანის პორტში ტანკერი საკრუიზო გემს შეეჯახა
იტალიაში უამინდობა გრძელდება, ყველაზე მძიმე მდგომარეობა ლიგურიისა და ტოსკანის რეგიონებშია
ბულგარეთის, საფრანგეთისა და უნგრეთის მოთხოვნით, ევროკავშირის სანქციების ახალი სიიდან ოთხი რუსული კომპანია ამოიღეს
დონალდ ტრამპი – ვეტოს დავადებ ბევრ რამეს, რასაც დემოკრატები თავდაპირველად გამომიგზავნიან
ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი დუბლინში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მეცხრე სამიტის ფარგლებში შეხვდნენ
თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ჰორმუზის სრუტეში ორ სუპერტანკერზე თავდასხმა განხორციელდა
რუსეთმა შესაძლოა, ნატო-ს ცალკეულ წევრებთან თავდაუსხმელობის შეთანხმებები გააფორმოს
პაკისტანში უცნობი დაჯგუფების თავდასხმას, 12 პოლიციელი ემსხვერპლა
ესპანეთმა რუსული თხევადი გაზის იმპორტი განაახლა
არჩილ გორდულაძე – ევროსაბჭოს 1633-ე რეზოლუციის მხარდაჭერით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან ჩაიდინა დანაშაული და აღიარა, ან არ ჩაუდენია და სახელმწიფოს დააბრალა ომის დაწყება, ორივე კონსტიტუციის დარღვევაა
იტალიასა და ბრიტანეთში ასობით სკოლაში აფეთქების მუქარის შემცველი წერილები მიიღეს
ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი 12 ნოემბერს მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდებიან, შემდეგ კი დუბლინში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად გაემგზავრებიან
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტის მცდელობა დაბლოკა
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთში ჩავიდა
ჯეი დი ვენსი – ჩაიდინა თუ არა ჰეგსეტმა ისეთი ქმედებები, რომლებიც იმპიჩმენტს იმსახურებს? ეს კითხვა აბსურდულია, კონგრესში მიმდინარე ბევრი სხვა პროცესის მსგავსად, იმპიჩმენტიც აბსურდულ სპექტაკლად იქცა