საკონსტიტუციო სასამართლომ „ლელოს“ შუამდგომლობა, სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ, მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა

 

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა „ლელო-ძლიერი საქართველოს" შუამდგომლობა, სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ, მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

შესაბამისი გადაწყვეტილება მხარეებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გააცნო.

„ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ლელო-ძლიერი საქართველოს" შუამდგომლობა. მოთხოვნა კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული უკლებლივ ყველა ინტერნეტ ბმულის სასამართლო პროცესზე დემონსტრირების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს. სასამართლო ასევე არ მოახდენს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 31-ე მუხლით გათვალისწინებული საყოველთაოდ ცნობილი ფაქტების, ასევე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლევას. სასამართლო საქმის განხილვის მიმდინარეობის პროცესში განიხილავს სარჩელში მითითებული ცალკეული მტკიცებულებების რელევანტურობას მისი სადავოობისას როგორც მხარის დასაბუთებული შუამდგომლობით, ისე საკუთარი ინიციატივით. განჩინება საბოლოოა და გადასინჯავს ან გასაჩივრებას არ ექვემდებარება. პლენუმი ერთსულოვანია ამ განჩინების მიღებისას",- განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

ცნობისთვის, "ლელო-ძლიერი საქართველო", საკონსტიტუციო სასამართლოში, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების" დეპუტატების სარჩელის განხილვის პროცესში მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპის ჩატარებას ითხოვდა.

შესაბამისი შუამდგომლობა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა, ლევან სამუშიამ დააყენა, თუმცა მას სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ.

 

 



მსგავსი სიახლეები
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობისთვის ბრალდებულ სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ
პოლიციამ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია ოთხი პირი
პოლიციამ თბილისში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პოლიციამ კახეთში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე შვიდ პირს, მათ შორის პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს ბრალდება წარუდგინა
თბილისში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
შსს-მ თბილისში, კორპუსში, ლიფტთან ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო
სამართალდამცველებმა ხულიგნობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს
პენიტენციური სამსახური პაატა მანჯგალაძის ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს
პროკურატურამ თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე შსს-ს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავა
საგამოძიებო სამსახურმა ოქტომბერში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 17 ფაქტი გამოავლინა
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საკონსტიტუციო სასამართლომ „ლელოს“ შუამდგომლობა, სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ, მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა
ანა ბუჩუკური – „ოცნება“ აგებს პროცესს საკონსტიტუციოში, მაგრამ პროპაგანდითა და ტყუილებით ცდილობენ, ეს რეალობაც შეცვალონ
მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევა
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან განახლდება
საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
საკონსტიტუციო სასამართლოს ხვალინდელი სხდომა, ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გადაიდო, სხდომები სამშაბათიდან განახლდება - არჩილ გორდულაძე
სოფელ ლამბალოში ძმების მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარედგინა
პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს