"აშშ-ში ჩატარებული შუალედური არჩევნების შემდეგ უკრაინის პერსპექტივა ჯერ კიდევ ბუნდოვანია" - Newsweek

ამერიკული ჟურნალის „ნიუსვიქის" (Newsweek) 6 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „აშშ-ში ჩატარებული შუალედური არჩევნების შემდეგ უკრაინის პერსპექტივა ჯერ კიდევ ბუნდოვანია" (ავტორი - ილან ბერმანი, საგარეო პოლიტიკის ამერიკული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი). „აშშ-ის ახალი კონგრესი დემოკრატთა უმრავლესობით მთლიანობაში უკრაინის მიმართ უფრო კეთილგანწყობილი იქნება, ვიდრე არჩევნებამდე იყო, მაგრამ რადგანაც საკანონმდებლო ორგანოში უკრაინის მომხრე ბევრი რესპუბლიკელებიც აღარ იქნებიან, გაუგებარია, კიევმა მოიგო თუ წააგო", - ასეთი დედააზრია გატარებული მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:


შუალედური არჩევნები ნამდვილი პოლიტიკური მიწისძვრა გახდა: ამომრჩევლებმა გადამწყვეტად უარყვეს დონალდ ტრამპისა და მისი პოლიტიკური პარტიის - რესპუბლიკელების კურსი. „ლურჯმა ტალღამ" მთლიანად დაფარა კონგრესი თავის ორ პალატიანად და დემოკრატებს საკვანძო თანამდებობები მოუტანა როგორც ქვეყნის ხელისუფლების ცენტრალურ საკანონმდებლო ორგანოში, ასევე შტატების ადგილობრივ საკანონმდებლო სტრუქტურებში.

ეჭვგარეშეა, დიდი ცვლილებები განხორციელდება. ახალი მოწვევის კონგრესი იანვრიდან თეთრ სახლს საქმეს მნიშვნელოვნად გაურთულებს: დემოკრატები უფრო აქტიურად დაიწყებენ პრეზიდენტის საშინაო პოლიტიკის კრიტიკას და საგანგებოდ დააკვირდებიან, დეტალურად შეისწავლიან მის საგარეოპოლიტიკურ მოქმედებას.

როგორ გავლენას მოახდენს კონგრესში მომხდარი ცვლილებები აშშ-ის პოლიტიკაზე უკრაინის მიმართ? პასუხი საკმაოდ რთულია: ისეთი მარტივი არა, როგორც ბევრი ვარაუდობს არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე.

ერთი მხრივ, რესპუბლიკელების პოლიტიკურმა განადგურებამ კიევს კონგრესში ყველაზე საიმედო და აქტიური მხარდამჭერები წაართვა: ამომრჩევლებმა ნდობის მანდატი აღარ გაუგრძელეს კონსერვატიული ბანაკის წარმომადგენლებს - მაიკ ლოულერს ნიუ-იორკიდან და სიუზენ კოლინზს მენის შტატიდან. იმავდროულად რესპუბლიკელებმა, რომლებიც თავიანთი პრორუსული განწყობებით გამოირჩევიან, მაგალითად, ანა პაულინა ფლორიდის შტატიდან, მოიგერიეს დემოკრატების შეტევა და კონგრესში ადგილები შეინარჩუნეს.

მეორე მხრივ, კონგრესში დარჩნენ კარგად ცნობილი ფიგურები, რომლებმაც არაერთხელ დაამტკიცეს უკრაინისადმი თავიანთი ერთგულება - მაგალითად, დემოკრატი მარსი კაპტური ოჰაიოდან, უკრაინის მხარდამჭერი საპარლამენტო ჯგუფის თანათავმჯდომარე, რომელმაც 23-ჯერ გაიმარჯვა ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში. მას ახლა, თავისი ხნიერი ასაკის გათვალისწინებით, შეუძლია სათავეში ჩაუდგეს წარმომადგენელთა პალატის გავლენიან ქვეკომიტეტს თავდაცვის ასიგნებების საკითხებში. რესპუბლიკელმა ტომ კოტონმაც, უკრაინის დიდი ხნის მომხრემ, სენატში თავისი ადგილი შეინარჩუნა.

კიევის მხარდამჭერთა რიგებს შეავსებს ახალი სახეები დემოკრატიული პარტიიდან, მათ შორის ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები - შეროდ ბრაუნი ოჰაიოდან და ელენ ლურია ვიჯინიიდან, რომლებიც ადრინდელ თანამდებობებზე ყოფნისას კიევის მიმართ სიმპათიებს ამჟღავნებდნენ. ახალბედებს შორისაა რებეკა კუკი ვისკონსინიდან, რომელიც ანტირუსულ ღონისძიებებში აქტიურობდა.

საბოლოო ჯამში სურათი არაერთმნიშვნელოვანია: კონგრესის ახალი შემადგენლობა მთლიანობაში შეიძლება უკრაინისადმი უფრო კეთილგანწყობილი აღმოჩნდეს, მაგრამ უკრაინოფილებში ვეღარ ვხედავ იმ რესპუბლიკელებს, რომელთა პოზიციით კიევისადმი დახმარება ჭეშმარიტად ორპარტიული იქნებოდა. არადა, ერთსულოვნება პრინციპულად აუცილებელია. ამ საქმეში სტაბილურობაა საჭირო, რასაც მხოლოდ ორპარტიული მხარდაჭერა უზრუნველყოფს.

და მაინც ახალ კონგრესს ექნება რეალური გავლენა სიტუაციაზე. საკანონმდებლო ხელისუფლება აკონტროლებს საბიუჯეტო სახსრების განაწილებას და აღმასრულებელ ხელისუფლებისათვის საგრზნობი დაბროკლებების შექმნა შეუძლია ისეთ შემთხვევებში, როცა მისი კურსს არ ეთანხმება. ამიტომაც დემოკრატიული უმრავლესობა შეეცდება აღადგინოს სამხედრო დახმარება უკრაინისათვის, რომელსაც თეთრი სახლი თანდათანობით ამცირებდა. ანდა, თუ განსვენებული სენატორის ლინდსი გრემის კვალს თუ გაჰყვებიან, გაამკაცრონ სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ.. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ახალი კონგრესი, დიდი ალბათობით, უარს იტყვის იმ პასიურ შემთანხმებლურ კურსზე, რასაც პრეზიდენტი ატარებს რუსეთთან მიმართებით, უკრაინის კონფლიქტის მოგვარების იმედით - იქნებ რუსეთს რაიმე დაათმობინოს.

თუმცა, სხვა საკითხია გაბედავს თუ არა კონგრესი და ზემოთ დასახელებულ რომელიმე ნაბიჯს გადადგამს. რუსეთის მოქმედების დაგმობა არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინისადმი დახმარება დაფინანსებული იქნება. ფული ქვეყნის შიგნითაც ძალიან საჭიროა: ამომრჩეველთა ნდობა რომ შეინარჩუნონ, ახალ კონგრესს მოუწევს რესპუბლიკელებთან შედარებით ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმოს საშინაო პოლიტიკურ საკითხებს და კონგრესის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების მუშაობას [რომლებსაც გაზრდილი დაფინანსება სჭირდებათ]. და თუნდაც დემოკრატთა უმრავლესობა საბოლოო ჯამში უკრაინის დახმარებით აქტიურად იქნება დაკავებული და მიიღებენ კანონპროექტებს სამხედრო დახმარების აღდგენისა თუ სანქციების გამკაცრების შესახებ, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, დიდი ალბათობით, მათ ვეტოს დაადებს, რომლის დაძლევა ორივე პალატაში ორი მესამედით უმრავლესობის გარეშე შეუძლებელი იქნება.

ამრიგად, კიევისათვის ახალი კონგრესი განსაზღვრული შესაძლებლობების „კარს აღებს", მაგრამ მაინცდამაინც დიდი ცვლილებები მოსალოდნელი არ უნდა იყოს. უახლოეს თვეებში უკრაინა, ალბათ, კონგრესიდან კეთილგანწყობას ნამდვილად მიიღებს, მაგრამ გახდება თუ არა ამით აშშ-ის პოლიტიკა პროუკრაინული, კიევისათვის ამის მტკიცე გარანტიების მიცემა არავის შეუძლია: ეს რომ მოხდეს, აუცილებელია ნამდვილი კონსენსუსის მიღწევა იმ საკითხში, რის გამოც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი მიმდინარეობს - და ორივე მხარის მზადყოფნა იმ როლის შესასრულებლად, რაც დემოკრატებს აქვს ჩაფიქრებული.

წყარო:



მსგავსი სიახლეები
რუსეთი ნატო-სგან 1997 წლის საზღვრებში დაბრუნებას მოითხოვს – New York Times
"უკრაინის თავისუფლება უნდა დავიცვათ: არჩევანი უნდა გავაკეთოთ უკრაინულ არალიბერალურ დემოკრატიასა და რუსულ ტირანიას შორის"- Financial Times
"ომით დაზარალებული უკრაინა დემოგრაფიული კოლაფსის წინაშე დგას"- შობადობის დონე სწრაფად მცირდება, რუსები კი უკრაინის მდგომარეობით კმაყოფილნი არიან"- The Economist
"აშშ-ში ჩატარებული შუალედური არჩევნების შემდეგ უკრაინის პერსპექტივა ჯერ კიდევ ბუნდოვანია" - Newsweek
"რას ნიშნავს დემოკრატიული კონგრესი უკრაინისთვის"- Financial Times
"როგორ მუშაობს აშშ-ის პრეზიდენტის ვეტო, რომლითაც დონალდ ტრამპი დემოკრატ კონგრესმენთა მიერ მიღებულ კანონპროექტებს ემუქრება"-Le Figaro
"რატომ დამარცხდნენ ესოდენ მძიმედ რესპუბლიკელები შუალედურ არჩევნებში? ხუთი ძირითადი მიზეზი" - BBC
"როგორ შეიტანა ვლადიმერ პუტინმა განხეთქილება დასავლეთის ქვეყნებს შორის" -Financial Times
"აშშ, ჩინეთი და რუსეთი შენჟენში ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის სავარაუდო სამიტის საკითხს განიხილავენ - ორი კვირის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი შენჟენში გაემგზავრება APEC-ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად" - Financial Times
"საკონსტიტუციო ტრიბუნალის (სასამართლოს) კრიზისი პოლონეთში: რა მოხდა?"-TRT
"პუტინი, ტრამპის მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, იზოლაციიდან გამოდის"- The New York Times
დონალდ ტრამპი არასდროს იქნება "კოჭლი იხვი" - The New York Times
"უკრაინაში ომს მხოლოდ დიპლომატია დაასრულებს" -The Times
დონალდ ტრამპი მორალურ იმბეცილს წარმოადგენს, თუმცა მისი "პატივცემული" მხარდამჭერ-ხელშემწყობები კიდევ უფრო სამარცხვინონი არიან- The Daily Telegraph
"უკრაინელთა მორალური შოკი ტრამპის მოქმედების შედეგად - რატომ უნდა გააგრძელოს წინააღმდეგობის გაწევა უკრაინამ"-The New York Times
"პუტინის ამერიკელი მეგობრები: ნატოს "რეალისტური" კრიტიკოსები უკრაინის მიმართ მოსკოვურ თეზისებს იმეორებენ"-Financial Times
"რატომ გადავიდა ზელენსკი მკაცრ პოზიციაზე ტრამპის მიმართ" - The New York Times
"უკან დახევა თუ არდახევა? ზელენსკის კონფრონტაციული ტაქტიკა ტრამპის წინააღმდეგ"-უცხოური პრესა
"საქართველო ბენზინზე ფასების დაკლების გზებს ეძებს"- 24.kz
"ერთი წლის შემდეგ: რატომ ვერ მიიყვანა საქართველო ხელისუფლების ცვლილებამდე ოპოზიციის საერთაშორისო მხარდაჭერამ და როგორ აიცილა თავიდან თბილისმა 2025 წლის 4 ოქტომბრის რევოლუციური სცენარი"-Region Plus