პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს.
საკითხის კომენტირებისას პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ დახურული ტიპის დაწესებულების (რომელშიც განთავსებულია მსჯავრდებული ღარიბაშვილი) დებულების შესაბამისად, მსჯავრდებულ ღარიბაშვილს აქვს წელიწადში ორი ხანგრძლივი და თვეში ერთი ხანმოკლე პაემნის გამოყენების უფლება და ეს ლიმიტები მას სრულად აქვს ათვისებული.
რაც შეეხება წახალისების ფორმით თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის დამატებითი პაემნის დანიშვნას, პენიტენციური კოდექსის შესაბამისად, ეს ხდება პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, თუმცა ეს არის წახალისების ერთ-ერთი ფორმა და არა დირექტორის ვალდებულება. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ამ ფორმით დანიშნული პაემნითაც ირაკლი ღარიბაშვილს არაერთხელ უსარგებლია. ამიტომ დაცვის მხარის განცხადებები რაიმე სახის შეზღუდვაზე სრულიად უსაფუძვლოა.
უწყების ცნობით, აღნიშნულ საკითხზე განმარტების გაკეთება რამდენიმე თვის წინაც მოუწიათ, როდესაც მსჯავრდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ დანიშნული პაემანი გაუქმდა. პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მაშინაც და ახლაც, მსჯავრდებულისთვის დამატებითი პაემანი არ ყოფილა ჩანიშნული, შესაბამისად, მისი გაუქმებაც ვერ მოხდებოდა.
მსგავსი სიახლეები
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობისთვის ბრალდებულ სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ
პოლიციამ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია ოთხი პირი
პოლიციამ თბილისში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პოლიციამ კახეთში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე შვიდ პირს, მათ შორის პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს ბრალდება წარუდგინა
თბილისში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
შსს-მ თბილისში, კორპუსში, ლიფტთან ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო
სამართალდამცველებმა ხულიგნობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს
პენიტენციური სამსახური პაატა მანჯგალაძის ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს
პროკურატურამ თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე შსს-ს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავა
საგამოძიებო სამსახურმა ოქტომბერში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 17 ფაქტი გამოავლინა
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საკონსტიტუციო სასამართლომ „ლელოს“ შუამდგომლობა, სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ, მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა
ანა ბუჩუკური – „ოცნება“ აგებს პროცესს საკონსტიტუციოში, მაგრამ პროპაგანდითა და ტყუილებით ცდილობენ, ეს რეალობაც შეცვალონ
მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევა
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან განახლდება
საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
საკონსტიტუციო სასამართლოს ხვალინდელი სხდომა, ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გადაიდო, სხდომები სამშაბათიდან განახლდება - არჩილ გორდულაძე
სოფელ ლამბალოში ძმების მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარედგინა
პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს