პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

თიბისი კონცეპტმა და თიბისი Wealth Management-მა საერთაშორისო გამოცემა The Banker-ისა და PWM-ის მიერ ორგანიზებულ Global Private Banking Awards 2026-ზე ინოვაციების მიმართულებით საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურების ჯილდო მიიღეს.

 

ჯილდო თიბისის ინოვაციურ მიდგომას აღიარებს, რომლის მთავარი მიზანი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული, თანამედროვე და პერსონალიზებული საბანკო გამოცდილების შექმნაა. ეს მიდგომა გულისხმობს არა მხოლოდ ახალი პროდუქტებისა და ციფრული სერვისების განვითარებას, არამედ ისეთი შესაძლებლობების შეთავაზებას, რომლებიც მომხმარებლებს ფინანსების მართვას, ინვესტირებასა და მოგზაურობას უმარტივებს.

 

ამ მიდგომის ერთ-ერთი მაგალითია Turkish Airlines-თან და Visa-სთან პარტნიორობით შექმნილი Miles&Smiles სამოგზაურო ბარათი. ის მომხმარებლებს მილების დაგროვებისა და განსაკუთრებული სამოგზაურო უპირატესობებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. მობაილბანკში ინტეგრირებული სპეციალური სივრცე კი მოგზაურობასთან დაკავშირებულ შეთავაზებებსა და სერვისებზე წვდომას ამარტივებს.

 

თიბისი ინოვაციებს საინვესტიციო მიმართულებითაც ავითარებს. განახლებული TBC Capital Trader მომხმარებლებს საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებსა და მრავალფეროვან საინვესტიციო ინსტრუმენტებზე წვდომას სთავაზობს, რაც მათ საინვესტიციო შესაძლებლობების უფრო ფართო არჩევანს აძლევს.

 

"თიბისი კონცეპტისა და თიბისი Wealth Management-ის განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ინოვაციურობა, რაც ჩვენი მომხმარებლებისთვის ითარგმნება უფრო მარტივ და კომფორტულ საბანკო მომსახურებაში და მათზე მორგებულ პროდუქტებსა თუ შეთავაზებებში" - გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მაღალშემოსავლიანი სეგმენტის და დაგროვილი კაპიტალის მართვის დირექტორი


თიბისი კონცეპტი და თიბისი Wealth Management-ი აგრძელებენ ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების განვითარებას, რათა მომხმარებლებს შესთავაზონ არა მხოლოდ საბანკო მომსახურება, არამედ მათი ცხოვრების სტილსა და ფინანსურ მიზნებზე მორგებული, გამორჩეული გამოცდილება.

 

(R)

 



მსგავსი სიახლეები
ლაშა აბაშიძე – ახალი სარკინიგზო ხაზი ანაკლიის პორტს არსებულ სარკინიგზო მაგისტრალთან დააკავშირებს
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ქვეყნის სარკინიგზო ქსელთან დამაკავშირებელი ახალი ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ირაკლი ნადარეიშვილი – Web Summit-ი უმსხვილესი პლატფორმაა, რომელიც ტექნოლოგიების, ინოვაციების, სტარტაპების 100 000 პროფესიონალს, ინვესტორს აერთიანებს, აქ საქართველო ეროვნული პავილიონით მონაწილეობს
რა ეღირება დოლარი და ევრო 12 ნოემბერს
თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მოცულობა 2 239 769 000 ლარს შეადგენს
ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა "Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა"
ალკოჰოლიანი სასმლის სავალდებულო ნიშანდების წესი და ფორმა დამტკიცდა
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნული ბანკი – ევროკომისია ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და მაკროეკონომიკურ პოლიტიკას დადებითად აფასებს
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 ნოემბრიდან
თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი წარუდგინა
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
გადაიხადე ხელის გულით - მომავლის გამოცდილება თიბისისგან
რა ეღირება დოლარი და ევრო 5 ნოემბერს
თიბისის ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა The Digital Banker-მა საქართველოში საუკეთესოდ აღიარა