"საკონსტიტუციო ტრიბუნალის (სასამართლოს) კრიზისი პოლონეთში: რა მოხდა?"-TRT
თურქეთის სახელმწიფო ტელერადიოკორპორაციის (საზოგადოებრივი მაუწყებლის) TRT-ის (Türkiye Radyo ve Televizyon Kurumu) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საკონსტიტუციო ტრიბუნალის (სასამართლოს) კრიზისი პოლონეთში: რა მოხდა?", რომელშიც გაანალიზებულია პოლონეთში მიმდინარე მოვლენები საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით: „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა" თუ „სასამართლო რეფორმა"?
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
პოლონეთში საკონსტიტუციო ტრიბუნალის თავმჯდომარის ბოგდან შვეჩკოვსკისა და თავმჯდომარის მოადგილის ბარტლომეი სოხანსკის თანამდებობიდან ჩამოშორების შესახებ გავრცელებულ ცნობას სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქციები და პოლიციის კორდონი მოჰყვა, რამაც ვითარების დაძაბვა გამოიწვია.
პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე.
პოლონური მედიის ინფორმაციით, მოვლენების განვითარების პარალელურად, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან შეიკრიბა მრავალრიცხოვანი ხალხი, მათ შორის ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლიანობის" (PiS) თავმჯდომარე იაროსლავ კაჩინსკი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე იულია პშილებსკა, სასამართლოს შენობა კი პოლიციის ალყაში მოექცა.
პოლიციის ცნობით, მას შემდეგ, რაც ზოგიერთმა დემონსტრანტმა სასამართლოს ღობე გადალახა, ნაწილმა კი სამართალდამცველებს სხვადასხვა საგანი დაუშინა, 3 პირი დააკავეს.
ბოგდან შვეჩკოვსკისა და მისი მოადგილის თანამდებობებიდან ჩამოშორების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელობა დროებით ყველაზე უხუცესმა მოსამართლემ, ანა კორვინ-პიოტროვსკამ გადაიბარა.
პრეზიდენტი კარლ ნავროცკი ქვეყანაში დაბრუნდა...
პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ სოციალურ ქსელ X-ზე განცხადება გაავრცელა: „ასეთ დროს პრეზიდენტი პოლონეთში უნდა იმყოფებოდეს. სენეგალში ფრენას ვწყვეტ და უკან ვბრუნდები".
სენეგალის მიმართულებით აფრენილი კარლ ნავროცკის თვითმფრინავი ესპანეთის თავზე მობრუნდა და გეზი პოლონეთისკენ აიღო. ფრენების ონლაინ მონიტორინგის პლატფორმა Flightradar24-ის მონაცემებით, ნავროცკის დაბრუნებას პირდაპირ რეჟიმში 1 მილიონზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს. მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ კარლ ნავროცკი პოლონეთში დაბრუნდა.
მალე პრეზიდენტი თავის სასახლეში ბოგდან შვეჩკოვსკის და უზენაესი სასამართლოს პირველ თავმჯდომარეს, ზბიგნიევ კაპინსკის შეხვდა.
...და საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში ძალით შევიდა
შეხვედრის დასრულების შემდეგ კარლ ნავროცკი საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან მივიდა, სადაც მისი შენობაში შესვლის მცდელობას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა. მხარეებმა მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში ერთმანეთი დაადანაშაულეს. მოგვიანებით კარლ ნავროცკიმ ადგილი დატოვა.
პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა კი X-ქსელში დაწერა: „სამართლის უზენაესობის აღდგენა ჩვენი ვალია. PiS-ის მმართველობის წლების განმავლობაში დაგროვილი უკანონობის შემდეგ, ეს არის რთული, ზოგჯერ მტკივნეული პროცესი, რომელიც გადამწყვეტ ნაბიჯებს მოითხოვს. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს".
აშშ-ის ელჩმა ვარშავაში ტომ როუზმა X-ქსელში გავრცელებულ განცხადებაში შეშფოთება გამოთქვა პოლონეთში განვითარებული მოვლენების გამო და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა, რათა პოლიტიკური დაძაბულობა ძალადობაში არ გადაიზარდოს.
ტომ როუზმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-სთვის უაღრესად მნიშვნელოვანია პოლონეთის სტაბილურობა, უსაფრთხოება და დემოკრატიული მომავალი, და განაცხადა, რომ ქვეყნის ძალა მის ხალხში, ინსტიტუტებსა და სამართლის უზენაესობისადმი ერთგულებაშია.
პროტესტი მთავრობის მოქმედების გამო: ორი ელჩი გადადგა
პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ, რომელიც აშშ-ის ქალაქ ატლანტაში G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში იმყოფებოდა, პრესკონფერენციაზე საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიციის ჩარევა გაამართლა. რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, რომ ეს ქმედება განხორციელდა იმ მიზნით, რომ კანონიერად არჩეულ მოსამართლეებს სასამართლოს საქმიანობის განახლების საშუალება მისცემოდათ.
ამავდროულად, განვითარებული მოვლენების ფონზე თანამდებობა დატოვა პოლონეთის ელჩმა პეკინში იაკუბ კუმოხმა, რომლის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის გუნდმა მხარი დაუჭირა და ასეთი განცხადება გამოაქვეყნა:
„პოლონეთის ელჩი ჩინეთში თანამდებობიდან გადადგა იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ქვეყნის კანონები დაარღვია. პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალი ხელშეუხებელია და მას შეურაცხყოფას აყენებენ, ეს ნიშნავს რომ საერთაშორისო არენაზე პოლონეთის რესპუბლიკის იმიჯი ირღვევა. ელჩი იაკუბ კუმოხი გამოცდილი დიპლომატია, იგი ადრე შვეიცარიაში და თურქეთში იკავებდა ელჩის თანამდებობებს, მანამდე კი მუშაობდა პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის საერთაშორისო პოლოტიკის სამმართველოს ხელმძღვანელად", - ნათქვამია მარცინ პშიდაჩის - პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის საერთაშორისო პოლიტიკის სამმართველოს უფროსის განცხადებაში.
თანამდებობიდან ასევე გადადგა პოლონეთის ელჩი ბუქარესტში პაველ სოლოხიც.: „პოლიონეტის მთავრობის მიერ ვარშავაში საკონსტიტუციო ტრიბუნალის წინააღმდეგ ჩადენილი უკანონო ქმედების კონტექტსში მე ვერ ვხედავ ჩემი როგორც რუმინეთში პოლონეთის ელჩის უფლებამოსილების გაგრძელების შესაძლებლობას", - განაცხადა დიპლომატმა.
ექო წარსულისა...
დონალდ ტუსკი ბოგდან შვეჩკოვსკის იმაში ადანაშაულებდა, რომ ის საკონსტიტუციო სასამართლოს ახალარჩეულ მოსამართლეებს მოვალეობის შესრულების დაწყებაში ხელს უშლიდა.
PiS-ის მთავრობის დროს, 2022 წლის თებერვალში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩეული ბოგდან შვეჩკოვსკი, 2024 წლის 9 დეკემბერს მაშინდელმა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნა.
დონალდ ტუსკი შვეჩკოვსკის საპარლამენტო უმრავლესობის მიერ სასამართლოში არჩეული მოსამართლეების საქმიანობის ბლოკირებაში სდებდა ბრალს.
დონალდ ტუსკის ხელმძღვანელობით პროევროპული მთავრობა ხელისუფლებაში 2023 წელს სასამართლოს დამოუკიდებლობის აღდგენის დაპირებით მოვიდა.
პოლონეთში მოსამართლეთა დანიშვნებთან დაკავშირებულმა ხანგრძლივმა პოლიტიკურმა დაპირისპირებამ საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობა ფაქტობრივად პარალიზებამდე მიიყვანა.
ევროკავშირი მოუწოდებს...
ევროკავშირმა პოლონეთის ხელისუფლებას მოუწოდა უქრუნველყოს საკონსტიტუციო ტრიბუნალის მუშაობა ქვეყნის კონსტიტუაციისა და ევროპის სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად, გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის პირობებში
„ევროკომისია პოლონეთში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით თვალს ადევნებს", - განუცხადა თურქულ სააგენტო „ანადოლუს" ევროკომისიის წარმომადგენელმა, - „პოლონეთის ხელისუფლება მოვალეობაა უზრუნველყოს საკონსტიტუციო ტრიბუნალის მიერ თავისი უფლებამოსილების შესრულება ევროპკავშირის სასამართლოების პრაქტიკის სესაბამისად".
ევროკომიის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ტრიბუნალის 8 ახალი წევრის დანიშვნა სეიმის (პარლამენტის ქვედა პალატის) უფლებამოსილებაში შედის.
მსგავსი სიახლეები
რუსეთი ნატო-სგან 1997 წლის საზღვრებში დაბრუნებას მოითხოვს – New York Times
"უკრაინის თავისუფლება უნდა დავიცვათ: არჩევანი უნდა გავაკეთოთ უკრაინულ არალიბერალურ დემოკრატიასა და რუსულ ტირანიას შორის"- Financial Times
"ომით დაზარალებული უკრაინა დემოგრაფიული კოლაფსის წინაშე დგას"- შობადობის დონე სწრაფად მცირდება, რუსები კი უკრაინის მდგომარეობით კმაყოფილნი არიან"- The Economist
"აშშ-ში ჩატარებული შუალედური არჩევნების შემდეგ უკრაინის პერსპექტივა ჯერ კიდევ ბუნდოვანია" - Newsweek
"რას ნიშნავს დემოკრატიული კონგრესი უკრაინისთვის"- Financial Times
"როგორ მუშაობს აშშ-ის პრეზიდენტის ვეტო, რომლითაც დონალდ ტრამპი დემოკრატ კონგრესმენთა მიერ მიღებულ კანონპროექტებს ემუქრება"-Le Figaro
"რატომ დამარცხდნენ ესოდენ მძიმედ რესპუბლიკელები შუალედურ არჩევნებში? ხუთი ძირითადი მიზეზი" - BBC
"როგორ შეიტანა ვლადიმერ პუტინმა განხეთქილება დასავლეთის ქვეყნებს შორის" -Financial Times
"აშშ, ჩინეთი და რუსეთი შენჟენში ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის სავარაუდო სამიტის საკითხს განიხილავენ - ორი კვირის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი შენჟენში გაემგზავრება APEC-ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად" - Financial Times
"საკონსტიტუციო ტრიბუნალის (სასამართლოს) კრიზისი პოლონეთში: რა მოხდა?"-TRT
"პუტინი, ტრამპის მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, იზოლაციიდან გამოდის"- The New York Times
დონალდ ტრამპი არასდროს იქნება "კოჭლი იხვი" - The New York Times
"უკრაინაში ომს მხოლოდ დიპლომატია დაასრულებს" -The Times
დონალდ ტრამპი მორალურ იმბეცილს წარმოადგენს, თუმცა მისი "პატივცემული" მხარდამჭერ-ხელშემწყობები კიდევ უფრო სამარცხვინონი არიან- The Daily Telegraph
"უკრაინელთა მორალური შოკი ტრამპის მოქმედების შედეგად - რატომ უნდა გააგრძელოს წინააღმდეგობის გაწევა უკრაინამ"-The New York Times
"პუტინის ამერიკელი მეგობრები: ნატოს "რეალისტური" კრიტიკოსები უკრაინის მიმართ მოსკოვურ თეზისებს იმეორებენ"-Financial Times
"რატომ გადავიდა ზელენსკი მკაცრ პოზიციაზე ტრამპის მიმართ" - The New York Times
"უკან დახევა თუ არდახევა? ზელენსკის კონფრონტაციული ტაქტიკა ტრამპის წინააღმდეგ"-უცხოური პრესა
"საქართველო ბენზინზე ფასების დაკლების გზებს ეძებს"- 24.kz
"ერთი წლის შემდეგ: რატომ ვერ მიიყვანა საქართველო ხელისუფლების ცვლილებამდე ოპოზიციის საერთაშორისო მხარდაჭერამ და როგორ აიცილა თავიდან თბილისმა 2025 წლის 4 ოქტომბრის რევოლუციური სცენარი"-Region Plus