"უკან დახევა თუ არდახევა? ზელენსკის კონფრონტაციული ტაქტიკა ტრამპის წინააღმდეგ"-უცხოური პრესა

ჩეხეთის ყოველდღიური გაზეთის „ლიდოვე ნოვინის" (Lidové Noviny - გამოდის 1893 წლიდან) 20 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: "უკან დახევა თუ არდახევა? ზელენსკის კონფრონტაციული ტაქტიკა ტრამპის წინააღმდეგ" (ავტორი - შტეფან გობზა). მასალაში გადმოცემულია და შეფასებულია აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების დაპირისპირების მომენტები: „ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის მიმართ იმ ტონს და ქცევას დაუბრუნდა, რომელმაც თავის დროზე მას ბოროტი სამსახური გაუწია. ახლა, კონგრესის შუალედური არჩევნების წინ, შეიძლება ასეთმა ტაქტიკამ შეიძლება ნაყოფი გამოიღოს, მაგრამ ამას დრო გვაჩვენებს", - ნათქვამია მასალაში.

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

 

გახსოვთ ის ისტორიული კადრები? 2025 წლის თებერვალი, თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი. ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს და მის მოადგილეს ჯეიმს ვენსს ხვდება. უკრაინის მეთაურმა გადაწყვიტა, რომ ხისტად ემოქმედა. იმიტომ, რომ ორმა პოლიტიკოსმა - მასპინძლებმა - რომლებიც ოთახში სხედან, თუნდაც მსოფლიოს ძლიერესი სახელმწიფოს ხელმძღვანელებმა, საკმაოდ ცოტა რამ იციან მის ქვეყანაში მიმდინარე ომზე და ინფორმაციას იღებენ იმ ინტერნეტ-მემების მეშვეობით, რომლებსაც რესპუბლიკური პარტიის MAGA-ს მიმდევარი წევრების პრორუსული ნაწილი ავრცელებს.

 

ვოლოდიმირ ზელენსკის გაბრაზება გასაგებია, მაგრამ იმ მომენტში მისი ქცევა უადგილო იყო: აშშ-ის პრეზიდენტის დუელში გამოწვევა მისსავე საკუთარ სახლში ძალიან ცუდ ტონს წარმოადგენს. პასუხიც არ აყოვნებს - ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს ვენსი ვოლოდიმირ ზელენსკის შეუბრალებლად წნეხავს. უკრაინელი ლიდერი ანაზდეული მძაფრი „დარტყმის გამო" ნერვიულობს. იგი ძლივ-ძლივობით ახერხებს ლაპარაკს ინგლისურად და თავს ნორმალურად ვერ იცავს... ამდენი ხანი გავიდა მომხდარი ინციდენტიდან, მაგრამ იმ ვიდეოჩანაწერის ნახვა ისევ სირცხვილს იწვევს, დიმპლომატიური თვალსაზრისით შეხვედრის შედეგი „ნულის ქვემოთაა".

ტიპოლოგიურად მსგავსი სცენა გათამაშდა გასული კვირის დასასრულსაც - ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაწყვიტა წითელი ნაჭერი აეფრიალებინა დონალდ ტრამპის წინაშე: მან ძალიან მკვეთრი ინტერვიუ მისცა ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსს", რომელშიც განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი კმაყოფილია „პუტინით და იმ იმ ადამიანებით, რომლებიც პუტინს ჰგავნან", ანუ ავტორიტარული მმართველებით, რომლებიც „ქვეყნებს 20-30-40 წლის განმავლობაში მართავენ". უკრაინელმა ლიდერმა ვლადიმერ პუტინი ილონ მასკსთან ერთად, ერთ რიგში დააყენა - უმეტესად იმიტომ, რომ ისინი ორივე მდიდრები არიან და „ერთი წრიდან არიან გამოსულები", ანუ ელიტურ სოციალურ კლასს მიეკუთვნებიან.

 

ეს ყველაფერი საკმაოდ მკვეთრი განცხადებებია, განსაკუთრებით „რუსეთის იმპერატორის"' შედარება მილიარდერ ილონ მასკთან - ადამიანთან, რომელიც, რა თქმა უნდა, თავისებური კაცია, მაგრამ რუსი პრეზიდენტისადმი გასატოლებლად მას „შორი გზა აქვს გასავლელი".

 

ევროპელი ლიდერები თავდაპირველად შეშინდნენ: ხუთშაბათს ხელისუფლების დერეფნებში უკვე დადიოდა ხმები, რომ მომდევნო დღეს ისინი ბრიუსელში შეიკრიბებიან და ვოლოდიმირ ზელენსკის კოლექტიურად „ერთ ადგილზე მოსვამენ". მართლაცდა, თუ დონალდ ტრამპის მიმართ კონფრონტაცია არ მუშაობს, რატომ უნდა გააღიზიანო იგი აუცილებლობის გარეშე?  საბოლოო ჯამში, ზელენსკის მოქმედება არ დაუგმიათ - პირიქით, ევროკავშირი მის დასაცავად ერთიანი ფრონტით დადგა.

მიზეზი? როგორც ჩანს, უკრაინის პრეზიდენტის ტაქტიკა მუშაობს: დონალდ ტრამპმა ნამდვილად გააფორმა გარიგება რუსული დიზელის საწვავის საყიდლად და იმავდროულად ზოგიერთი ანტირუსული სანქციის მოქმედება შეაჩერა, თუმცა მან მაინც არ გადადგა ის მთავარი ნაბიჯი, რომლითაც ნამდვილად დიდ ზიანს მიაყენებდა უკრაინას (ვგულისხმობთ უკრაინული დრონების დამმიზნებელი სისტემის Starshield-ის გამორთვას). კაცმა რომ თქვას, კონგრესის შუალედური არჩევნების წინ დონალდ ტრამპს სამანევრო სივრცე ისეთი ფართო არ აქვს, როგორიც მას სურს.

 

როგორც ჩანს, არჩევნებში რესპუბლიკელები დამარცხდებიან. ეს უკვე საკმაოდ ნათელია და ამიტომ სიტუაციის დამძიმებას ამ მხრივ აზრი უკვე აღარ აქვს. ერთია რუსული დიზელის შესყიდვა, რისთვისაც რიგითმა ამერიკელმა, სიტუაციის გაუმჯობესების კვალობაზე, შეიძლება დონალდ ტრამპი შეაქოს კიდეც, მაგრამ მეორეა დაიწყო ზედმეტი კონფრონტაცია ევროპასთან იმ მომენტში, როცა ამერიკას უპირველესად საკუთარი შიდა პრობლემები აქვს საზრუნავი და მოსაგვარებელი.

 

ვინ თქვა, რომ მკვეთრი გამონათქვამები დონალდ ტრამპის მიმართ არ მუშაობს? განა უფრო შედეგიანი იქნება, რომ მას ქება-დიდება უძღვნა და წყალობის იმედი გქონდეს? შეხედეთ, რა დაემართათ დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერს კირ სტარმერს და იტალიელ პრემიერს ჯორჯა მელონის - დონალდ ტრამპის ფავორიტებიდან ისინი სწრაფად გადაიქცნენ „მოკრივის სავარჯიშო ტომრად". მოკლედ, იდეალში დონალდ ტრამპთან სიტუაციის შესაბამისად უნდა მოიქცე და არ უნდა აჰყვე სისტემურ ტაქტიკას. უკრაინას უკან დასახევი არ აქვს და ამიტომ კონფრონტაცია ერთადერთ დარჩენილ გამოსავალს წარმოადგენს. მაშინ რატომ არ შეიძლება, რომ სასოწარკვეთილ სიტუაციაში ყველაფერი ბოლო ფსონზე დადო? განსაკუთრებით იმ დროს, როცა გაირკვევა, რომ კონფრონტაცია ზოგიერთ მომენტში მართლაც მუშაობს.

 

წყარო: 

 

 



მსგავსი სიახლეები
რუსეთი ნატო-სგან 1997 წლის საზღვრებში დაბრუნებას მოითხოვს – New York Times
"უკრაინის თავისუფლება უნდა დავიცვათ: არჩევანი უნდა გავაკეთოთ უკრაინულ არალიბერალურ დემოკრატიასა და რუსულ ტირანიას შორის"- Financial Times
"ომით დაზარალებული უკრაინა დემოგრაფიული კოლაფსის წინაშე დგას"- შობადობის დონე სწრაფად მცირდება, რუსები კი უკრაინის მდგომარეობით კმაყოფილნი არიან"- The Economist
"აშშ-ში ჩატარებული შუალედური არჩევნების შემდეგ უკრაინის პერსპექტივა ჯერ კიდევ ბუნდოვანია" - Newsweek
"რას ნიშნავს დემოკრატიული კონგრესი უკრაინისთვის"- Financial Times
"როგორ მუშაობს აშშ-ის პრეზიდენტის ვეტო, რომლითაც დონალდ ტრამპი დემოკრატ კონგრესმენთა მიერ მიღებულ კანონპროექტებს ემუქრება"-Le Figaro
"რატომ დამარცხდნენ ესოდენ მძიმედ რესპუბლიკელები შუალედურ არჩევნებში? ხუთი ძირითადი მიზეზი" - BBC
"როგორ შეიტანა ვლადიმერ პუტინმა განხეთქილება დასავლეთის ქვეყნებს შორის" -Financial Times
"აშშ, ჩინეთი და რუსეთი შენჟენში ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის სავარაუდო სამიტის საკითხს განიხილავენ - ორი კვირის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი შენჟენში გაემგზავრება APEC-ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად" - Financial Times
"საკონსტიტუციო ტრიბუნალის (სასამართლოს) კრიზისი პოლონეთში: რა მოხდა?"-TRT
"პუტინი, ტრამპის მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, იზოლაციიდან გამოდის"- The New York Times
დონალდ ტრამპი არასდროს იქნება "კოჭლი იხვი" - The New York Times
"უკრაინაში ომს მხოლოდ დიპლომატია დაასრულებს" -The Times
დონალდ ტრამპი მორალურ იმბეცილს წარმოადგენს, თუმცა მისი "პატივცემული" მხარდამჭერ-ხელშემწყობები კიდევ უფრო სამარცხვინონი არიან- The Daily Telegraph
"უკრაინელთა მორალური შოკი ტრამპის მოქმედების შედეგად - რატომ უნდა გააგრძელოს წინააღმდეგობის გაწევა უკრაინამ"-The New York Times
"პუტინის ამერიკელი მეგობრები: ნატოს "რეალისტური" კრიტიკოსები უკრაინის მიმართ მოსკოვურ თეზისებს იმეორებენ"-Financial Times
"რატომ გადავიდა ზელენსკი მკაცრ პოზიციაზე ტრამპის მიმართ" - The New York Times
"უკან დახევა თუ არდახევა? ზელენსკის კონფრონტაციული ტაქტიკა ტრამპის წინააღმდეგ"-უცხოური პრესა
"საქართველო ბენზინზე ფასების დაკლების გზებს ეძებს"- 24.kz
"ერთი წლის შემდეგ: რატომ ვერ მიიყვანა საქართველო ხელისუფლების ცვლილებამდე ოპოზიციის საერთაშორისო მხარდაჭერამ და როგორ აიცილა თავიდან თბილისმა 2025 წლის 4 ოქტომბრის რევოლუციური სცენარი"-Region Plus