ვიცი რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდშია- ხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც „ბარსელონასთან" მიღებულ ტრავმაზე წერს. საქართველოს ნაკრების კაპიტანი გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და ამბობს, რომ მოედანზე უფრო ძლიერი უნდა დაბრუნდეს.
„ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა. ბევრს უთქვამს კიდეც, მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს, თამაში ფრედ დამთავრდებოდაო. ეს შეიძლება სიმართლე ყოფილიყო, მაგრამ მე ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ. დიდი დრო არ გასულა, მაგრამ თავში მიტრიალებს - რატომ მაინცდამაინც მე? არასდროს არაფერი დამიკლია ალბათ, ამ თამაშისთვის საუკეთესოდ მოვემზადე, რაც კი ოდესმე მოვმზადებულვარ.
ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა და მაინც ვხვდები, რომ ღმერთმა მე ამირჩია და თუ ამით მე მოედანზე მყოფი სხვა ფეხბურთელები დავიცავი, მზად ვარ ეს თვეები შრომაში, ტკივილში, ცრემლებში გავიარო. ვიცი, რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემ გვერდითაა. არ გიღალატებთ! პირობას ვდებ, რომ წამს არ დავაკლებ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. მალე შევხვდებით", - წერს კვარაცხელია.
მსგავსი სიახლეები
მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა
საბა ლაზიშვილმა RAF-ის ტურნირზე UFC-ის დიდების დარბაზის წევრი იურაია ფეიბერი დაამარცხა
მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში დამარცხდა
ვიცი რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდშია- ხვიჩა კვარაცხელია
ტატო გრიგალაშვილი 4 გზის მსოფლიო ჩემპიონია
მამარდაშვილი: ცუდად არ მითამაშია, ოცნება კი ევროზე თამაშია
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა - ეროვნულ ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
ვილი სანიოლი: ვფიქრობ, ჩვენი სათამაშო გეგმა სწორი იყო
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
35 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრებისა და ირანული სეფაჰანის ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა კარიერა დაასრულა
ხვიჩა კვარაცხელია 2026 წლის "ოქროს ბურთის" ნომინანტია
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მონტენეგრო 101:74 დაამარცხა
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
ლევან გუგავა ევროპის ორგზის ჩემპიონია
პარაძიუდოისტი საბა ბაღდავაძე ევროპის ჩემპიონია
მიხეილ ყაველაშვილი: საფეხბურთო კლუბ "იბერიას" გამარჯვებას ვულოცავ! წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს გუნდს! წინ ახალი გამარჯვებებისკენ!
ირაკლი კობახიძე - 22-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროტურნირს უბრუნდება! ვულოცავ "იბერიას"!
ბაკურიანში აფხაზეთის ღია პირველობა ძიუდოში ''ბაკურიანი 2026'' ჩატარდა
ისტორიაში პირველად საქართველო მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს
„ეს იღბალი არ არის. ეს არის მეომრის გული. შეხსენება იმისა, რომ დიდებულება არ ბერდება“ - ხავიერ მაშერანო მესის შესახებ