ვილი სანიოლი: ვფიქრობ, ჩვენი სათამაშო გეგმა სწორი იყო

 

ერთა ლიგის გათამაშების პირველ ტურში ჩრდილოეთ ირლანდიასთან სასტარტო მატჩის წაგების (0:1) შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა „დინამო არენაზე" პრესკონფერენცია გამართა.

"ვფიქრობ, ჩვენი სათამაშო გეგმა სწორი იყო. წამყვანი მოთამაშეების ნაწილს სრული 90 წუთის თამაში არ შეეძლო - მაგალითად, ჩაკვეტაძეს. პირველი ტაიმი ნორმალურად ვითამაშეთ, მეორე - უკეთ და მომენტების გამოყენების შემთხვევაში გამარჯვება ჩვენ დაგვრჩებოდა.

ხომ არ იყო შეცდომა სამმცველიანი ტაქტიკა? დიდი არჩევანი არ გვაქვს, ხვიჩა უკან იყო დახეული და შეტევებს სწრაფად ვერ ვიწყებდით. ეს რეალობაა. ახლა უკრაინასთან მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ.

შეიძლებოდა უკეთესი გადაწყვეტილებები მიმეღო? ცხადია, უკეთესი თამაში ყოველთვის შეიძლება. გვქონდა გარკვეული პრობლემები, სამივე ცენტრალურ მცველს კუნთის პრობლემა შეექმნა, რაც იშვიათი ამბავია. დაცვაში იძულებითმა შეცვლებმა შეტევაში რესურსი მოგვაკლო. შეცდომებს ყველა უშვებს და ალბათ, მეც არ ვარ გამონაკლისი.

რატომ არ დაარტყა პენალტი მიქაუტაძემ? ეს საკითხი ორიოდე დღის წინ გადაწყდა - ვინც თავს უფრო კომფორტულად გრძნობს კონკრეტულ მომენტში, იმან უნდა დაარტყას. ჩაკვეტაძე? ის ჩვენი ნაკრებისთვის დიდი ძალაა და მისი ჩანაცვლება მართლაც რთულია", - განაცხადა მან.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრას 28 სექტემბერს კვლავ თბილისში გამართავს. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი უკრაინას უმასპინძლებს.ერთა ლიგის გათამაშების პირველ ტურში ჩრდილოეთ ირლანდიასთან სასტარტო მატჩის წაგების (0:1) შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა „დინამო არენაზე" პრესკონფერენცია გამართა.

"ვფიქრობ, ჩვენი სათამაშო გეგმა სწორი იყო. წამყვანი მოთამაშეების ნაწილს სრული 90 წუთის თამაში არ შეეძლო - მაგალითად, ჩაკვეტაძეს. პირველი ტაიმი ნორმალურად ვითამაშეთ, მეორე - უკეთ და მომენტების გამოყენების შემთხვევაში გამარჯვება ჩვენ დაგვრჩებოდა.

ხომ არ იყო შეცდომა სამმცველიანი ტაქტიკა? დიდი არჩევანი არ გვაქვს, ხვიჩა უკან იყო დახეული და შეტევებს სწრაფად ვერ ვიწყებდით. ეს რეალობაა. ახლა უკრაინასთან მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ.

შეიძლებოდა უკეთესი გადაწყვეტილებები მიმეღო? ცხადია, უკეთესი თამაში ყოველთვის შეიძლება. გვქონდა გარკვეული პრობლემები, სამივე ცენტრალურ მცველს კუნთის პრობლემა შეექმნა, რაც იშვიათი ამბავია. დაცვაში იძულებითმა შეცვლებმა შეტევაში რესურსი მოგვაკლო. შეცდომებს ყველა უშვებს და ალბათ, მეც არ ვარ გამონაკლისი.

რატომ არ დაარტყა პენალტი მიქაუტაძემ? ეს საკითხი ორიოდე დღის წინ გადაწყდა - ვინც თავს უფრო კომფორტულად გრძნობს კონკრეტულ მომენტში, იმან უნდა დაარტყას. ჩაკვეტაძე? ის ჩვენი ნაკრებისთვის დიდი ძალაა და მისი ჩანაცვლება მართლაც რთულია", - განაცხადა მან.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრას 28 სექტემბერს კვლავ თბილისში გამართავს. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი უკრაინას უმასპინძლებს.

 

 



მსგავსი სიახლეები
მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა
საბა ლაზიშვილმა RAF-ის ტურნირზე UFC-ის დიდების დარბაზის წევრი იურაია ფეიბერი დაამარცხა
მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში დამარცხდა
ვიცი რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდშია- ხვიჩა კვარაცხელია
ტატო გრიგალაშვილი 4 გზის მსოფლიო ჩემპიონია
მამარდაშვილი: ცუდად არ მითამაშია, ოცნება კი ევროზე თამაშია
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა - ეროვნულ ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
ვილი სანიოლი: ვფიქრობ, ჩვენი სათამაშო გეგმა სწორი იყო
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
35 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრებისა და ირანული სეფაჰანის ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა კარიერა დაასრულა
ხვიჩა კვარაცხელია 2026 წლის "ოქროს ბურთის" ნომინანტია
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მონტენეგრო 101:74 დაამარცხა
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
ლევან გუგავა ევროპის ორგზის ჩემპიონია
პარაძიუდოისტი საბა ბაღდავაძე ევროპის ჩემპიონია
მიხეილ ყაველაშვილი: საფეხბურთო კლუბ "იბერიას" გამარჯვებას ვულოცავ! წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს გუნდს! წინ ახალი გამარჯვებებისკენ!
ირაკლი კობახიძე - 22-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროტურნირს უბრუნდება! ვულოცავ "იბერიას"!
ბაკურიანში აფხაზეთის ღია პირველობა ძიუდოში ''ბაკურიანი 2026'' ჩატარდა
ისტორიაში პირველად საქართველო მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს
„ეს იღბალი არ არის. ეს არის მეომრის გული. შეხსენება იმისა, რომ დიდებულება არ ბერდება“ - ხავიერ მაშერანო მესის შესახებ