35 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრებისა და ირანული სეფაჰანის ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა კარიერა დაასრულა

 

"გადავწყვიტე, დავასრულო ჩემი აქტიური საფეხბურთო კარიერა. ეს არ ყოფილა მარტივი, მაგრამ დგება დრო, როცა სხეულის ხმას უნდა მოუსმინო. ვინც მიცნობს, იცის ის უხილავი ბრძოლა, რასაც წლების განმავლობაში ვაწარმოებდი - ბოლო 10 წელია, ორივე მუხლის ქრონიკული ტრავმა ჩემი ყოველდღიური თანამგზავრია.

 

იყო მომენტები, როცა ტკივილი გაჩერებას მთხოვდა, მაგრამ ტრიბუნებიდან წამოსული თქვენი ენერგია მაძლევდა ძალას, გამაყუჩებლებით კიდევ ერთი მატჩი ჩამეტარებინა. მე ამოვწურე სხეულის ყველა რესურსი და ფეხბურთს მივეცი ყველაფერი - ენერგია, ჯანმრთელობა და დრო.

 

ვამაყობ, რომ ჩემი კვალი დავტოვე ყველგან, სადაც მითამაშია - მათ შორის, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.

 

უღრმესი მადლობა გულშემატკივრებს, მწვრთნელებს, თანაგუნდელებსა და ექიმებს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს - თქვენი უპირობო თანადგომის გარეშე, ეს მოგზაურობა ბევრად ადრე დასრულდებოდა.

 

მინდორს ვტოვებ მშვიდად და თავაწეული, რადგან დასანანი არაფერი დამიტოვებია. მე ვიბრძოლე", - წერს გველესიანი.

 

მოგეხსენებათ, გველესიანმა საქართველოს ნაკრებთან ერთად 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, ზოგადად კი ეროვნულ ნაკრებში 10 მატჩი აქვს ჩატარებული.

 

 



მსგავსი სიახლეები
მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა
საბა ლაზიშვილმა RAF-ის ტურნირზე UFC-ის დიდების დარბაზის წევრი იურაია ფეიბერი დაამარცხა
მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში დამარცხდა
ვიცი რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდშია- ხვიჩა კვარაცხელია
ტატო გრიგალაშვილი 4 გზის მსოფლიო ჩემპიონია
მამარდაშვილი: ცუდად არ მითამაშია, ოცნება კი ევროზე თამაშია
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა - ეროვნულ ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
ვილი სანიოლი: ვფიქრობ, ჩვენი სათამაშო გეგმა სწორი იყო
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
35 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრებისა და ირანული სეფაჰანის ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა კარიერა დაასრულა
ხვიჩა კვარაცხელია 2026 წლის "ოქროს ბურთის" ნომინანტია
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მონტენეგრო 101:74 დაამარცხა
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
ლევან გუგავა ევროპის ორგზის ჩემპიონია
პარაძიუდოისტი საბა ბაღდავაძე ევროპის ჩემპიონია
მიხეილ ყაველაშვილი: საფეხბურთო კლუბ "იბერიას" გამარჯვებას ვულოცავ! წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს გუნდს! წინ ახალი გამარჯვებებისკენ!
ირაკლი კობახიძე - 22-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროტურნირს უბრუნდება! ვულოცავ "იბერიას"!
ბაკურიანში აფხაზეთის ღია პირველობა ძიუდოში ''ბაკურიანი 2026'' ჩატარდა
ისტორიაში პირველად საქართველო მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს
„ეს იღბალი არ არის. ეს არის მეომრის გული. შეხსენება იმისა, რომ დიდებულება არ ბერდება“ - ხავიერ მაშერანო მესის შესახებ