ირაკლი კობახიძე – სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანია, ასეთ თემებზე გადაწყვეტილებები ვერ მიიღება გაუმჭვირვალედ, თან, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობის ყველა აქტი ქვეყნდება
გარეჯთან დაკავშირებულ კამპანიას, სხვა კამპანიებს, რომლებსაც აწარმოებენ შავბნელი მედიის მეშვეობით, აქვს ერთადერთი შეფასება - ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რასაც უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, იყო უამრავი პრობლემა, მათ შორის, კორუფციასთან დაკავშირებით და ამ პრობლემებს ვერავინ გადაფარავს ყალბი კამპანიებით.
„აშკარად იკვეთება აქ დაკვეთილი კამპანიის ნიშნები. ეს კამპანიები მთლიანად სიყალბეზეა აგებული, მათ შორის, კამპანია, რომელიც უკავშირდება გარეჯის საკითხს. ყველას ძალიან კარგად ესმის, ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია ასეთ საკითხებში, რომ ასეთ თემებზე გადაწყვეტილებები ვერ მიიღება გაუმჭვირვალედ, თან, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობის ყველა აქტი არის გამჭვირვალე, ყველა აქტი ქვეყნდება. მიუხედავად ამისა, კონკრეტულმა ადამიანებმა, კონკრეტულმა მედიასაშუალებამ სცადეს კამპანიის აგორება ასეთ თემასთან დაკავშირებით, რაც არის სახელმწიფოებრივად ძალიან მგრძნობიარე. შესაბამისად, ეს ყველაფერი მეტყველებს ამ კამპანიის დამკვეთებისა და შემსრულებლების ანტისახელმწიფოებრივ ბუნებაზე. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი მოვლენები ვითარდება ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, თუ ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს მსგავსი კამპანიების დამკვეთად, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კონკრეტული ფაქტი არ აქვს, თუმცა ვინ მისცა მედიაში ორგანიზებულ ამ კამპანიას შემდეგ პოლიტიკური ელფერი, ეს ყველამ კარგად დაინახა.
„რადგან მე კონკრეტული ფაქტი არ მაქვს, ასეთი ფაქტები შეიძლება ჰქონდეს სამართალდამცავ უწყებებს. მე, შეიძლება, უბრალოდ ვარაუდებით ვისაუბრო და ვინ მისცა მედიაში ორგანიზებულ ამ კამპანიას შემდეგ პოლიტიკური ელფერი და ვინ გამოიყენა პოლიტიკური სპეკულაციებისთვის, ეს ყველამ ძალიან კარგად დაინახა. დანარჩენი, საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს საკუთარი დასკვნები. ყველაზე მარტივია ლოგიკურად მსჯელობა და ამის საფუძველზე დასკვნების გამოტანა. ზოგადად, იმდენად მგრძნობიარე საკითხს ეხება ეს კამპანია, რომ შეიძლება ამას თავისუფლად მიეცეს სამართლებრივი განვითარება, თუმცა ეს ყველაფერი შესაბამისი ორგანოებისა და უწყებების გადასაწყვეტია", - აღნიშნა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე – ევროპას ისედაც პრობლემა აქვს და ასეთ დროს, როდესაც ევროკომისარი ეძებს საბაბს კონფლიქტისთვის აშშ-თან, ეს უცნაურია
ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და, მათ შორის, გუნდი იყოს გაბრაზებული ყოფილ ლიდერზე კორუფციაში გახვევისთვის
ირაკლი კობახიძე – სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანია, ასეთ თემებზე გადაწყვეტილებები ვერ მიიღება გაუმჭვირვალედ, თან, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობის ყველა აქტი ქვეყნდება
ირაკლი კობახიძე – ევროპას ისედაც პრობლემა აქვს და ასეთ დროს, როდესაც ევროკომისარი ეძებს საბაბს კონფლიქტისთვის აშშ-თან, ეს უცნაურია
ირაკლი კობახიძე – შევუერთდით სამ სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან
მაკა ბოჭორიშვილი – სამიტზე სამი დეკლარაცია იქნება მიღებული, რომელთაც შეუერთდება საქართველო, ეს არის ერთგვარი საწყისი გლობალურ დონეზე კოსმოსის საკითხებზე თანამშრომლობის
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგა კირკიტაძე ჩინელ კოლეგას, ლინგ ჭიფენგს შეხვდა
ლევან მახაშვილი – მარტა კოსის განცხადება მიუღებელი იყო, კანდიდატი ქვეყნების მიმართ ბრიუსელის პოზიციაა, რომ ქვეყანამ თვალი არ უნდა გაახილოს და მათ გარეშე საკუთარი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა არ უნდა ჰქონდეს
გიორგი გაბუნია – ნებისმიერ სახელმწიფოს უფლება აქვს, თავად განსაზღვროს საკუთარი საგარეო და საშინაო პოლიტიკა, ვისთან ჰქონდეს ურთიერთობა, მითითება, რომ ამერიკასთან, ჩინეთთან არ ითანამშრომლოს, საბჭოური მიდგომაა
ირაკლი კობახიძე – საშუალება მქონდა, მესაუბრა რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მაქსიმალურად ვიყენებთ ასეთ ფორმატებს მსგავსი საუბრებისთვის
გიორგი გაბუნია – სააკაშვილი, როგორც ლიდერი, დასრულებულია და ახლა ცდილობენ, საზოგადოებას ლიდერის როლი აჩვენონ და პოზიციები გაიმყარონ „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ნარჩენებში, რაც შემორჩათ
მიხეილ სააკაშვილი – საქართველო განთავისუფლდება ძალიან მალე, ასე რომ, გაასწორეთ ჩამოშვებული ცხვირები და გაანძრიეთ ხელი
ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გეკა გელაძე ალი ნაგიევს შეხვდა
ნიკა გვარამია – იაგო ხვიჩიას ვუსმენ, გამოჭერილი აგენტის თავის მართლებაა, ეგ კაცი დაშლის "ნაცმოძრაობას", თან ისე დაშლის, წელს რომ ვერ აითრევს ვერასდროს
იაგო ხვიჩია – ჩვენი დაჟინებული ინიციატივა იყო, გაგვეცნო ბიძინა ივანიშვილი, შეხვედრა შედგა 2025 წლის დაახლოებით ნოემბერ-დეკემბერში, ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ჩვენ კიდევ გვინდა მასთან შეხვედრა
ირაკლი კობახიძე ელისეს სასახლეში, ემანუელ მაკრონის მიწვევით, ოფიციალურ მიღებას ესწრება
ზვიად შალამბერიძე: ფინანსების გამოა ეს აჟიოტაჟი ატეხილი - ფინანსების, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ და მისმა შვილობილმა სხვადასხვა პარტიამ ვერ გაიყო
მაკა ბოჭორიშვილი : კოსმოსის სფეროში თანამშრომლობის საკითხზე დიალოგის ფარგლებში საქართველო უმაღლეს დონეზეა მიწვეული
გიორგი ვოლსკი: გარეჯის რუკები არა ირაკლი ღარიბაშვილის ხათრით ჩამოიტანა ვინმემ, არამედ დავით ხიდაშელმა ჩამოიტანა და ამ საკითხებში ბიძინა ივანიშვილი ასრულებდა მთავარ როლს
იაგო ხვიჩია – ვამთავრებთ გაუგებრობას – "გირჩი" სახელს იცვლის, გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად გავემიჯნოთ წარსულის იმ ნაწილს, რომელიც თავისუფლების მტრებთან გვაკავშირებს