ლევან მახაშვილი – მარტა კოსის განცხადება მიუღებელი იყო, კანდიდატი ქვეყნების მიმართ ბრიუსელის პოზიციაა, რომ ქვეყანამ თვალი არ უნდა გაახილოს და მათ გარეშე საკუთარი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა არ უნდა ჰქონდეს
საზოგადოებას ბრიუსელის წარმომადგენლების მხრიდან ბევრი განცხადება აქვს მოსმენილი. შეიძლება, ზოგიერთი რამ აღარც გაგვიკვირდეს, მაგრამ მარტა კოსის განცხადება ყოვლად მიუღებელი იყო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილმა კომენტარი გააკეთა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ".
„მას თუ გასული პერიოდის მოთხოვნების საერთო კონტექსტში ჩავსვამთ, ვნახავთ, რომ ბრიუსელის პოზიცია კანდიდატი ქვეყნების მიმართ ასეთია - ქვეყანამ თვალი არ უნდა გაახილოს, არ უნდა ისუნთქოს და მათ გარეშე საკუთარი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა არ უნდა ჰქონდეს. შეგვიძლია, შევაჯამოთ, რა მოუტანა ბრიუსელს ამ მცდარმა პოლიტიკამ. მათ ურთიერთობები წააგეს და დაკარგეს ჩინეთთან, რუსეთთან, ახლა კი, როგორც ჩანს, ამერიკასთანაც. ისლანდიისა და გერმანიის ადგილობრივი არჩევნები აჩვენებს, რომ ისინი საკუთარ მოსახლეობასაც კარგავენ. პარტნიორებთან ურთიერთობის ასეთი ხისტი მეთოდებით გაგრძელებას თუ აპირებენ, პარტნიორებსაც დაკარგავენ. აქ საუბარი მხოლოდ საქართველოზე არ არის.
ეს იმ ადამიანის თუ აქტორის განწირული განცხადებაა, რომელმაც გასული წლების განმავლობაში ყველა გეოპოლიტიკური თამაში წააგო. საზოგადოებამ იცის, რას ფიქრობს, ტრამპი ევროკავშირზე. აშშ-ისა და ევროკავშირის დღევანდელ ურთიერთობებს პარტნიორულს ვერ დავარქმევდი. შეუძლებელია, პარტნიორი ეძახო მას, ვისთანაც სატარიფო ომში ხარ, ვისი წევრი ქვეყნის ტერიტორიის წართმევით ემუქრები და ვის ლიდერებსაც უმოწყალოდ აკრიტიკებ. სწორედ ბრიუსელის არასწორმა საგარეო პოლიტიკამ მოიტანა ეს მდგომარეობა ორ აქტორს შორის. აშშ-ევროკავშირის ურთიერთობები პირველი მსხვერპლი არ არის. მანამდე დაპირისპირება იყო რუსეთთან, შემდეგ - ჩინეთთან. ასე შემოეცალა ბრიუსელს ყოფილი პარტნიორები. ამ განცხადების მთავარი არსია, რომ საკუთარ პარტნიორებს ვერ აუხსნეს, რატომ არის ბრიუსელი მათი მხარდამჭერი და მეგობარი. ვერც განუმარტავდნენ, რადგან როცა შიდა რევოლუციებსა და დამხობებს ახალისებ, ეკონომიკურ პოლიტიკას უკრძალავ და ფაქტობრივად, რუსეთთან ესკალაციაში ახალისებ, ასეთ დროს პარტნიორებს კარგავ", - განაცხადა მახაშვილმა.
მისივე თქმით, დროა, დამატებითი მცდარი ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად, ბრიუსელი უბრალოდ გაჩერდეს და პარტნიორების გულის მოგებას შეეცადოს.
„ეს ის ტენდენციაა, რასაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ვაკვირდებით - სათითაოდ იკარგება მთავარი სავაჭრო პარტნიორები - ჯერ რუსეთი, შემდეგ ჩინეთი, ახლა კი, ამერიკა. ევროკავშირი გეოპოლიტიკურ ასპარეზზე რაც უფრო წაგებული პოზიციიდან ითამაშებს, მით უფრო ხისტი იქნება მისი დამოკიდებულება პარტნიორების მიმართ, თუმცა ეს ახალ პარტნიორებს ვერ შესძენს, პირიქით, უფრო მეტს დააკარგვინებს. ამიტომ, დროა, ბრიუსელი უბრალოდ გაჩერდეს. დამატებითი მცდარი ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად, უბრალოდ, გაჩერდეს და გადაიაზროს თავისი მცდარი საგარეო პოლიტიკა და პარტნიორების გულის მოგებას შეეცადოს", - აღნიშნა მახაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე – ევროპას ისედაც პრობლემა აქვს და ასეთ დროს, როდესაც ევროკომისარი ეძებს საბაბს კონფლიქტისთვის აშშ-თან, ეს უცნაურია
ირაკლი კობახიძე – შევუერთდით სამ სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან
მაკა ბოჭორიშვილი – სამიტზე სამი დეკლარაცია იქნება მიღებული, რომელთაც შეუერთდება საქართველო, ეს არის ერთგვარი საწყისი გლობალურ დონეზე კოსმოსის საკითხებზე თანამშრომლობის
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგა კირკიტაძე ჩინელ კოლეგას, ლინგ ჭიფენგს შეხვდა
ლევან მახაშვილი – მარტა კოსის განცხადება მიუღებელი იყო, კანდიდატი ქვეყნების მიმართ ბრიუსელის პოზიციაა, რომ ქვეყანამ თვალი არ უნდა გაახილოს და მათ გარეშე საკუთარი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა არ უნდა ჰქონდეს
გიორგი გაბუნია – ნებისმიერ სახელმწიფოს უფლება აქვს, თავად განსაზღვროს საკუთარი საგარეო და საშინაო პოლიტიკა, ვისთან ჰქონდეს ურთიერთობა, მითითება, რომ ამერიკასთან, ჩინეთთან არ ითანამშრომლოს, საბჭოური მიდგომაა
ირაკლი კობახიძე – საშუალება მქონდა, მესაუბრა რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მაქსიმალურად ვიყენებთ ასეთ ფორმატებს მსგავსი საუბრებისთვის
გიორგი გაბუნია – სააკაშვილი, როგორც ლიდერი, დასრულებულია და ახლა ცდილობენ, საზოგადოებას ლიდერის როლი აჩვენონ და პოზიციები გაიმყარონ „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ნარჩენებში, რაც შემორჩათ
მიხეილ სააკაშვილი – საქართველო განთავისუფლდება ძალიან მალე, ასე რომ, გაასწორეთ ჩამოშვებული ცხვირები და გაანძრიეთ ხელი
ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გეკა გელაძე ალი ნაგიევს შეხვდა
ნიკა გვარამია – იაგო ხვიჩიას ვუსმენ, გამოჭერილი აგენტის თავის მართლებაა, ეგ კაცი დაშლის "ნაცმოძრაობას", თან ისე დაშლის, წელს რომ ვერ აითრევს ვერასდროს
იაგო ხვიჩია – ჩვენი დაჟინებული ინიციატივა იყო, გაგვეცნო ბიძინა ივანიშვილი, შეხვედრა შედგა 2025 წლის დაახლოებით ნოემბერ-დეკემბერში, ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ჩვენ კიდევ გვინდა მასთან შეხვედრა
ირაკლი კობახიძე ელისეს სასახლეში, ემანუელ მაკრონის მიწვევით, ოფიციალურ მიღებას ესწრება
ზვიად შალამბერიძე: ფინანსების გამოა ეს აჟიოტაჟი ატეხილი - ფინანსების, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ და მისმა შვილობილმა სხვადასხვა პარტიამ ვერ გაიყო
მაკა ბოჭორიშვილი : კოსმოსის სფეროში თანამშრომლობის საკითხზე დიალოგის ფარგლებში საქართველო უმაღლეს დონეზეა მიწვეული
გიორგი ვოლსკი: გარეჯის რუკები არა ირაკლი ღარიბაშვილის ხათრით ჩამოიტანა ვინმემ, არამედ დავით ხიდაშელმა ჩამოიტანა და ამ საკითხებში ბიძინა ივანიშვილი ასრულებდა მთავარ როლს
იაგო ხვიჩია – ვამთავრებთ გაუგებრობას – "გირჩი" სახელს იცვლის, გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად გავემიჯნოთ წარსულის იმ ნაწილს, რომელიც თავისუფლების მტრებთან გვაკავშირებს
სუს-ის უფროსმა ჩინეთში, კონტრტერორისტულ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმში მონაწილეობა მიიღო
ნიკოლოზ სამხარაძე – ოპოზიციაში დაპირისპირების ფონზე ვხედავთ სააშკარაოზე გამოსულ დიდ სიბინძურეს, საზოგადოებას რაც მეტად ეცოდინება, რა მერკანტილური ინტერესები აქვთ ქვეყნის შეჯანჯღარებისთვის, უკეთესი იქნება
ნიკოლოზ სამხარაძე – მარტა კოსის განცხადება სკანდალურია, რადგან ეს კანდიდატი ქვეყნებისთვის ნიშნავს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას