ვეტერანების საქმეთა სამსახურისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თანამშრომლობის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ვეტერან ფერმერებს ხელის ტრაქტორები გადაეცათ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს_ (TİKA) თანამშრომლობის ფარგლებში, ქუთაისში, იმერეთის რეგიონში მცხოვრები ვეტერანი ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემის ღონისძიება გაიმართა. TİKA-ს მხარდაჭერით, ვეტერან ფერმერებს, სულ, 20 ხელის ტრაქტორი გადაეცათ.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა, მუსტაფა თურქერ არიმ სიტყვით გამოსვლისას, შეკრებილ ვეტერანებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემა მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და აღნიშნეს, რომ ვეტერანთა მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, TİKA-ს, საქართველოს ვეტერანების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება გაამახვილა სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს შორის მრავალწლიან, ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. მისი განცხადებით, TİKA-სთან პარტნიორობის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რაც ვეტერანთა მხარდაჭერის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს.
ვეტერანებმა აღნიშნეს, რომ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიღება მათთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა და ხელის ტრაქტორები საკუთარი მეურნეობების განვითარებასა და ყოველდღიური სამუშაოების შესრულებაში დაეხმარებათ.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეები, პასუხისმგებელი თანამდებობის პირები, რეგიონული სამმართველოების უფროსები, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს_ TİKA-ს თბილისის ოფისის კოორდინატორი, სალიჰ ოზერი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების მერები, ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის" დირექტორი ედუარდ ჯიშკარიანი, „საქართველოს გენერალთა კლუბის" აღმასრულებელი დირექტორი მალხაზ ჩიხლაძე და ვეტერანები.
ინფორმაციისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს_TİKA-ს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა 2017 წელს დაიწყო. პარტნიორობის ფარგლებში, ვეტერანთა მხარდაჭერის მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. 2018 წელს, TİKA-ს თანადგომით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკონფერენციო დარბაზი. თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც გაგრძელდა - 2022 წელს, TİKA-მ გურიის ვეტერან ფერმერთა ასოციაციას, 100 სკა და მეფუტკრეობისთვის საჭირო ინვენტარი გადასცა, ხოლო 2025 წლის 16 ივნისს, ვლადიმერ სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი მობილური კლინიკა გადასცა. გასულ წელს, TİKA-ს ჩართულობით, გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში, კონიის მუნიციპალიტეტის სახანძრო-საძიებო სამსახურიდან, მაღალკვალიფიციურმა თურქმა ინსტრუქტორებმა, ტრენინგი ჩაატარეს თემაზე:''ღია რელიეფზე საძიებო-სამაშველო სამუშაოები''და ცენტრს სამაშველო ეკიპირება და სპეცფორმები გადასცეს.
ცნობისთვის, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო -TIKA თურქეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციაა, რომელიც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, თითქმის, სამი ათეული წელია, ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ერთობლივ პროექტებს ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.





მსგავსი სიახლეები
„ტემპერატურა მოიმატებს და +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება“ - სექტემბრის გრძელვადიანი პროგნოზი
ბათუმის საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი სრულ ოპერირებაშია და წელს პირველად მივიღებთ სტუდენტებს უმაღლესი მიმართულებით - თამარ იოსელიანი
ვეტერანების საქმეთა სამსახურისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თანამშრომლობის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ვეტერან ფერმერებს ხელის ტრაქტორები გადაეცათ
ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან, ზღვაში, ავარიულად დაეშვა
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო
გივი მიქანაძემ და მისმა უკრაინელმა კოლეგამ ორმხრივ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს
თიბისი IT აკადემია - სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
განათლების სამინისტრო – გივი მიქანაძემ ბრატისლავაში PISA 2025-ის კვლევის შედეგების საერთაშორისო რეგიონულ პრეზენტაციაზე საქართველოს პროგრესსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
„ჯივიპი“: მომხმარებლებს, რომელთაც დავალიანება შეცდომით დაერიცხათ არასწორად დარიცხული თანხები დაუკორექტირდებათ
ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმის – „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება
განათლების სამინისტრო – PISA-ს უახლესი კვლევით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გააუმჯობესა მაჩვენებლები, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში მიღწეულია საუკეთესო შედეგი
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი - თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე დასრულდება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
ქობულეთში 15-მდე სოფელში მეწყერი ჩამოწვა
„ძლიერი ნალექი, ქარი და შტორმია მოსალოდნელი“ – გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ
სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო