"ნაცნობი ტაქტიკა შავ ზღვაზე: რა სურს უკრაინას? - თურქეთს შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ მონტრეს კონვენცია გამოიყენოს"
თურქულ გაზეთ „თურქიეში“ (Türkiye) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ნაცნობი ტაქტიკა შავ ზღვაზე: რა სურს უკრაინას? // თურქეთს შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ მონტრეს კონვენცია გამოიყენოს“
(ავტორი - მერიემ აიბიკ-სინანი), რომელშიც, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, განხილულია თურქეთის როლი შავი ზღვის აკვატორიაში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკური პროცესებში.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ევრაზიულ სივრცეში ისევ ხდება გლობალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი ცვლილება. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ერდოღანის მონაწილეობა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტში, რომელიც მიმდინარე თვის დასაწყისში ბიშკეკში გაიმართა და რომლის დროსაც თურქი ლიდერი თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს შეხვდა, შეიძლება ითქვას, რომ ანკარის გრძელვადიანი „ბალანსის პოლიტიკის“ ერთ-ერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.
დღევანდელ სწრაფცვალებად მსოფლიოში თურქეთი, ერთი მხრივ, ნატოს უმნიშვნელოვანეს სამხედრო საყრდენად რჩება, მეორე მხრივ კი - აღრმავებს ურთიერთობას შანხაის ღერძთან. მიუხედავად იმისა, რომ დასავლური ინტერპრეტაციით, თურქეთის პოლიტიკა „ღერძისკენ გადახრად“ითვლება, სინამდვილეში ეს არის მრავალდონიანი „სტრატეგიული ავტონომიის“ მოდელი, რომელიც გამიზნულია ქვეყნის სუვერენიტეტისა და მომავლის დაცვის უზრუნველყოფისათვის. თურქეთი ისეთ რეგიონში მდებარეობს, რომ მას არ შეუძლია არც დასავლეთისადმი ზურგი შექცევა და არც აღმოსავლეთთან კონფრონტაცია.
ბოლო წლებში ანკარის მიერ წარმატებით გატარებული „ბალანსის აქტიური პოლიტიკა“, შავი ზღვის მღელვარე აკვატორიის გათვალისწინებით, სახიფათო ფაზაში გადადის. უკრაინის დრონების შეტევები ჩვენს სავაჭრო გემებზე მიმართულია უშუალოდ თურქეთის ხელმძღვანელების მიერ გატარებული დაბალანსების პოლიტიკის წინააღმდეგ. ანუ სრულიად აშკარაა, რომ კიევი ანკარას „რინგზე იწვევს!“.
თურქულ გემებზე თავდასხმებს, რომლის შედეგად თურქი მოქალაქეები დაშავდნენ, „შემთხვევითობას“ ვერანაირად ვერ ვუწოდებთ! ანკარამ ამ ბინძური პროვოკაციის პასუხად სამართლიანად გამოიძახა უკრაინის ელჩი ნარმან ჯელალი საგარეო საქმეთა სამინისტროში და მას მკაცრი საპროტესტო ნოტა გადასცა.
უკრაინის შეტევებს საფუძვლად პროვოკაციული და ბოროტი გეოპოლიტიკური გათვლები უდევს. კიევის ადმინისტრაციას ჩაფიქრებული აქვს შავი ზღვა ტოტალური ქაოსის ზონად გამოაცხადოს და რუსეთთან თურქეთის საზღვაო ვაჭრობა ნულამდე დაიყვანოს. თუმცა კიევს კიდევ ერთი მიზანი აქვს: აიძულოს თურქეთი, რომ მან რომელიმე მხარე ამოირჩიოს - ან უკრაინა, ან რუსეთი. ისინი, ვისაც ხელში უკრაინის სამართავი ძაფები უჭირავს, ცდილობენ რუსეთ-თურქეთის ეკონომიკური კავშირები დაარღვიონ და თურქეთი სამხედრო კონფლიქტის მონაწილე გახადონ.
შავი ზღვის აკვატორიაში გაჩენილი ამჟამინდელი კრიზისი, რომელიც თურქულ გემებზე თავდასხმებს უკავშირდება, ძალიან ჰგავს ოსმალეთის იმპერიის ჩათრევას პირველ მსოფლიო ომში, 1914 წელს. მართალია, „ტაქტიკური მოთამაშეები“ სხვანი არიან, მაგრამ თურქეთი დღეს ანალოგიური ისტორიული ლოგიკის წინაშე დგას, თითქმის იგივე გეოპოლიტიკური თამაშით და სტრატეგიული ხაფანგით!
თურქეთის რესპუბლიკა არ არის ის სახელმწიფო, რომელმაც თავის მოქალაქეები და საკუთარი ეკონომიკური ინტერესები მსხვერპლად უნდა გაწიროს მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინას მხარი უნდა დაუჭიროს.
უკრაინის აგრესიული მოქმედება შავი ზღვის აუზში თურქეთის რეგიონულ სტრატეგიას გამოცდის წინაშე აყენებს. კიევის მიზნებს, უეჭველია, რუსეთისათვის მომარაგების მარშრუტების გადაჭრა წარმოადგენს. გარდა ამისა, უკრაინას განზრახული აქვს რუსეთსა და თურქეთს შორის არსებული დიალოგის მექანიზმების პარალიზება, რომლებიც ფოკუსირებულია ენერგეტიკაზე (წყალქვეშა გაზსადენებზე), ვაჭრობაზე და მარცვლეულის დერეფნებზე.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაქიმ ფიდანის მიერ ინიცირებული მორატორიუმი შავი ზღვის აკვატორიაში საომარი მოქმედებების თაობაზე - ერთ-ერთ იმ მიკროსტრატეგიულ ნაბიჯს წარმოადგენს, რომლებიც შექმნილი ჩიხიდან გამოსასვლელად არის მიმართული.
ბოსფორ-დარდანელის სრუტეების სტატუსის შესახებ მონტრეს კონვენციის თანახმად, შავი ზღვის აკვატორიაზე კონტროლის უფლება თურქეთსაც აქვს და იმ დრომდე, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი სამოქალაქო ნაოსნობის უსაფრთხოება, თურქეთი უფლებამოსილია მიიღოს ყველანაირი ზომები და ვარიანტები, [სრუტეებში და ტერიტორიულ წყლებში] კონტროლის გამკაცრებისა და იმ სავაჭრო-სამოქალაქო გემების გადაადგილების შეზღუდვის ჩათვლით, რომლებიც უკრაინის ნავსადგურებისაკენ ან პირიქით მოძრაობენ. [რაც შეეხება სრუტეებში სამხედრო გემების მოძრაობას, მათი ცურვა 2022 წლიდან შეწყვეტილია].
ერთი სიტყვით, თურქეთის სახელმწიფოებრივი გონი და სამხედრო მეხსიერება გვკარნახობს, რომ წინ ისტორიული ხაფანგია დაგებული. თურქული სახელმწიფო, 112 წლის წინანდელ შეცდომას აღარ გაიმეორებს: ამჯერად „მკაცრი დიპლომატიური ძალის“ დახმარებით ჩაშლის იმ შეთქმულებას, რომლის რეალიზებასაც დღეს მავანნი ცდილობენ შავი ზღვის მეშვეობით.
ინარჩუნებს რა შუამავლის როლს, ანკარა უფლებამოსილია პასუხი გასცეს უკრაინის აგრესიულ ნაბიჯებს და უეჭველია, კიევს უნდა გაახსენოს, რომ თურქეთი რეგიონულ ძლიერ სახელმწიფოს წარმოადგენს და აუცილებლობის შემთხვევაში ხისტი ძალის ინსტრუმენტების ამოქმედებაც შეუძლია.
განებივრებულმა უკრაინამ მკაფიოდ უნდა გააცნობიეროს, რომ არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება შავი ზღვა საომარი ოპერაციების ზონად გადააქციოს, მით უმეტეს, თურქეთის წინააღმდეგ მიმართულად. არავინ და მათ შორის უკრაინამაც, არ უნდა დაივიწყოს, რომ თურქეთი შავ ზღვაზე მშვიდობის, სტაბილურობისა და სავაჭრო ნაოსნობის ერთადერთ ჭეშმარიტ დამცველს და ქომაგს წარმოადგენს.
მსგავსი სიახლეები
"ნაცნობი ტაქტიკა შავ ზღვაზე: რა სურს უკრაინას? - თურქეთს შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ მონტრეს კონვენცია გამოიყენოს"
"8 მილიონი ლტოლვილი, გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულებს 4-ჯერ აღემატება, ქვეყანაში გაბატონებულია კორუფცია: ნუთუ უკრაინა უკვე გახდა არშემდგარი სახელმწიფო?"-Berliner Zeitung
"თუ ირანთან ომის ავიადარტყმებით მოგება შეუძლებელია, მაშინ რა ვარიანტი გვრჩება?"-The Jerusalem Post
"დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი რეკორდულად დაბალ დონეზე დაეცა"-Financial Times
"ევროპა ვერ გაუძლებს რუსეთთან ისეთ ომს, რომელიც გამოფიტვაზე იქნება გათვლილი: ექსპერტები შიშობენ, რომ ვლადიმერ პუტინი დასავლეთთან ჰიბრიდულ ომს მოიგებს"-The Guardian
"მილეი ფოლკლენდის კუნძულების მიმართ არსებულ სადაო საკითხს უბრუნდება"-Financial Times
"გერმანია მთვარეულივით უფკრულისაკენ მიდის"-The Daily Telegraph
"პუტინი სომხეთისაგან რეფერენდუმს ითხოვს ევროკავშირთან მიმართებით. ფაშინიანი უარზეა. რა იქნება შემდეგ?"-BBC
"კუთხეში მიმწყვდეული ვლადიმერ პუტინი ომის ესკალაციას გეგმავს: მისი უარი უკან დახევაზე რუსეთის ბანდიტურ-განგსტერულ პოლიტიკას უკავშირდება"-The Economist
"პუტინს სიმართლე პირში უთხრეს:"გამოდი უკრაინიდან, რომ თავი გადაირჩინო", რომელშიც რუსეთის პრეზიდენტია გაკრიტიკებული"-The Independent
ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის მხარდამჭერი "დიდი კოალიციის" შექმნას სთავაზობენ - POLITICO
"პარიზის მერი - აშშ-ის პრეზიდენტს: "თქვენ ვერაფერს ვერ გვასწავლით, გაკვეთილები სხვას ჩაუტარეთ"- რატომ განაწყენდა ემანუელ გრეგუარი დონალდ ტრამპის ნათქვამზე, რომ "პარიზში შარიათი ცხოვრების წესად იქცა"-Le Figaro
"გუგლი" დონალდ ტრამპის ბრძანებას ასრულებს - "ონტარიოს ტბა" ამიერიდან "ამერიკის ტბაა"-The Daily telegraph
"ვლადიმერ პუტინი თავს არიდებს ნატოსთან პირდაპირ კონფრონტაციას: მის რიტორიკაში, რომელიც დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგაა მიმართული, რაიმე ახალი არაფერია"-BBC
"უკრაინულმა დრონებმა რუსეთი აიძულეს საწვავის იმპორტი დაეწყო: მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის მომპოვებელი ქვეყანა ბენზინის იმპორტიორად გადაიქცა"-The Guardian
"ევროპაში პუტინის "სასარგებლო იდიოტები" საზოგადოებრივ გამოკითხვებში ლიდერობენ"-The Daily Telegraph
კანადაში მოპარული მანქანები რუსეთში საქართველოს გავლითაც შეაქვთ -The New York Times
Welt Stimme: საქართველო და უზბეკეთი შუა დერეფნით რუსულ სატრანსპორტო გზებზე დამოკიდებულებას ამცირებენ
"უკრაინა ცეცხლშია, ამ დროს კი ქვეყანაში კორუფცია ჰყვავის და პოლიტიკური ქაოსი მეფობს"-The Economist
"რაკეტების დეფიციტი როგორც "აქილევსის ქუსლი" აშშ-ის, ევროპისა და უკრაინისათვის"-Lidové Noviny