იაგო ხვიჩია – ვამთავრებთ გაუგებრობას – "გირჩი" სახელს იცვლის, გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად გავემიჯნოთ წარსულის იმ ნაწილს, რომელიც თავისუფლების მტრებთან გვაკავშირებს

მინდა, მოგილოცოთ, რომ გავითვალისწინეთ ჩვენი ბევრი მხარდამჭერის რჩევა და ამ გაუგებრობას ვამთავრებთ - „გირჩი" სახელს იცვლის. ვირქმევთ იმას, რაც ყოველთვის ვიყავით - „თავისუფალი ხალხის პარტია"", - ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

 

ხვიჩიას თქმით, ცვლილების მოტივია ის, რომ სახელი, რაც თავისუფლებასთან ასოცირდებოდა, თავისუფლების მტრებმა მიითვისეს.

 

„ჩვენ ძველი სახელი ძალიან მოგვწონდა და არც საკუთარ წარსულზე ვამბობთ უარს, მაგრამ ცვლილების მოტივი ისაა, რომ სახელი, რომელიც თავისუფლებასთან ასოცირდებოდა, ისევე მიითვისეს თავისუფლების მტრებმა, როგორც ლგბტ თემმა - ცისარტყელა. ეს პოლიტიკურ ბრძოლაში აპრობირებული მეთოდია. ერთი საუკუნის წინ სწორედ ასე მიითვისეს სოციალისტებმა სახელი „ლიბერალი" და დღემდე არასწორი შინაარსით იყენებენ მას. ჩვენ გვინდა, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ეს თავი დავასრულოთ. გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად და მკაფიოდ გავემიჯნოთ წარსულის იმ ნაწილს, რომელიც თავისუფლების მტრებთან გვაკავშირებს. ეს ალბათ აქამდეც უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენი მოწინააღმდეგეებისთვის ჩვენი სახელით პარაზიტირების საშუალება არ უნდა მიგვეცა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს", - აცხადებს იაგო ხვიჩია პარტიის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ვიდეოში.

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე – სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანია, ასეთ თემებზე გადაწყვეტილებები ვერ მიიღება გაუმჭვირვალედ, თან, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობის ყველა აქტი ქვეყნდება
ირაკლი კობახიძე – ევროპას ისედაც პრობლემა აქვს და ასეთ დროს, როდესაც ევროკომისარი ეძებს საბაბს კონფლიქტისთვის აშშ-თან, ეს უცნაურია
ირაკლი კობახიძე – შევუერთდით სამ სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან
მაკა ბოჭორიშვილი – სამიტზე სამი დეკლარაცია იქნება მიღებული, რომელთაც შეუერთდება საქართველო, ეს არის ერთგვარი საწყისი გლობალურ დონეზე კოსმოსის საკითხებზე თანამშრომლობის
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგა კირკიტაძე ჩინელ კოლეგას, ლინგ ჭიფენგს შეხვდა
ლევან მახაშვილი – მარტა კოსის განცხადება მიუღებელი იყო, კანდიდატი ქვეყნების მიმართ ბრიუსელის პოზიციაა, რომ ქვეყანამ თვალი არ უნდა გაახილოს და მათ გარეშე საკუთარი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა არ უნდა ჰქონდეს
გიორგი გაბუნია – ნებისმიერ სახელმწიფოს უფლება აქვს, თავად განსაზღვროს საკუთარი საგარეო და საშინაო პოლიტიკა, ვისთან ჰქონდეს ურთიერთობა, მითითება, რომ ამერიკასთან, ჩინეთთან არ ითანამშრომლოს, საბჭოური მიდგომაა
ირაკლი კობახიძე – საშუალება მქონდა, მესაუბრა რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მაქსიმალურად ვიყენებთ ასეთ ფორმატებს მსგავსი საუბრებისთვის
გიორგი გაბუნია – სააკაშვილი, როგორც ლიდერი, დასრულებულია და ახლა ცდილობენ, საზოგადოებას ლიდერის როლი აჩვენონ და პოზიციები გაიმყარონ „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ნარჩენებში, რაც შემორჩათ
მიხეილ სააკაშვილი – საქართველო განთავისუფლდება ძალიან მალე, ასე რომ, გაასწორეთ ჩამოშვებული ცხვირები და გაანძრიეთ ხელი
ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გეკა გელაძე ალი ნაგიევს შეხვდა
ნიკა გვარამია – იაგო ხვიჩიას ვუსმენ, გამოჭერილი აგენტის თავის მართლებაა, ეგ კაცი დაშლის "ნაცმოძრაობას", თან ისე დაშლის, წელს რომ ვერ აითრევს ვერასდროს
იაგო ხვიჩია – ჩვენი დაჟინებული ინიციატივა იყო, გაგვეცნო ბიძინა ივანიშვილი, შეხვედრა შედგა 2025 წლის დაახლოებით ნოემბერ-დეკემბერში, ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ჩვენ კიდევ გვინდა მასთან შეხვედრა
ირაკლი კობახიძე ელისეს სასახლეში, ემანუელ მაკრონის მიწვევით, ოფიციალურ მიღებას ესწრება
ზვიად შალამბერიძე: ფინანსების გამოა ეს აჟიოტაჟი ატეხილი - ფინანსების, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ და მისმა შვილობილმა სხვადასხვა პარტიამ ვერ გაიყო
მაკა ბოჭორიშვილი : კოსმოსის სფეროში თანამშრომლობის საკითხზე დიალოგის ფარგლებში საქართველო უმაღლეს დონეზეა მიწვეული
გიორგი ვოლსკი: გარეჯის რუკები არა ირაკლი ღარიბაშვილის ხათრით ჩამოიტანა ვინმემ, არამედ დავით ხიდაშელმა ჩამოიტანა და ამ საკითხებში ბიძინა ივანიშვილი ასრულებდა მთავარ როლს
იაგო ხვიჩია – ვამთავრებთ გაუგებრობას – "გირჩი" სახელს იცვლის, გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად გავემიჯნოთ წარსულის იმ ნაწილს, რომელიც თავისუფლების მტრებთან გვაკავშირებს
სუს-ის უფროსმა ჩინეთში, კონტრტერორისტულ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმში მონაწილეობა მიიღო
ნიკოლოზ სამხარაძე – ოპოზიციაში დაპირისპირების ფონზე ვხედავთ სააშკარაოზე გამოსულ დიდ სიბინძურეს, საზოგადოებას რაც მეტად ეცოდინება, რა მერკანტილური ინტერესები აქვთ ქვეყნის შეჯანჯღარებისთვის, უკეთესი იქნება