სუს-ის უფროსმა ჩინეთში, კონტრტერორისტულ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გეკა გელაძემ ჩინეთში მიმდინარე საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის 2026 წლის გლობალური კონფერენციის ფარგლებში, კონტრტერორისტულ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

 

სუს-ის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის 50-მდე დელეგაციის 350-მა წარმომადგენელმა, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურებისა და სამართალდამცავი უწყებების 21-მა ხელმძღვანელმა პირმა იმსჯელა ისეთ საკითხებზე, როგორებიც არის ტერიროზმთან ბრძოლის წინააღმდეგ მიუკერძოებელი სტანდარტების ხელშეწყობა და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერება.

 

„აქცენტი ასევე გაკეთდა ახალი ტექნოლოგიების რეგულირების გაძლიერებასა და ტერორიზმთან ბრძოლის მმართველობის გაუმჯობესებაზე. ღონისძიების დასასრულს მიღებულ იქნა შემაჯამებელი დოკუმენტი: „გლობალური კონტრტერორისტული სამოქმედო გეგმა (2026)".

 

კონტრტერორისტულ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმი საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობისა და დიალოგის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც ხელს უწყობს კონტრტერორიზმის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და დაბალანსებული და მდგრადი თანამშრომლობის სისტემის ჩამოყალიბებისკენ მიმართულ ძალისხმევას", - აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და, მათ შორის, გუნდი იყოს გაბრაზებული ყოფილ ლიდერზე კორუფციაში გახვევისთვის
ირაკლი კობახიძე – სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანია, ასეთ თემებზე გადაწყვეტილებები ვერ მიიღება გაუმჭვირვალედ, თან, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობის ყველა აქტი ქვეყნდება
ირაკლი კობახიძე – ევროპას ისედაც პრობლემა აქვს და ასეთ დროს, როდესაც ევროკომისარი ეძებს საბაბს კონფლიქტისთვის აშშ-თან, ეს უცნაურია
ირაკლი კობახიძე – შევუერთდით სამ სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან
მაკა ბოჭორიშვილი – სამიტზე სამი დეკლარაცია იქნება მიღებული, რომელთაც შეუერთდება საქართველო, ეს არის ერთგვარი საწყისი გლობალურ დონეზე კოსმოსის საკითხებზე თანამშრომლობის
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგა კირკიტაძე ჩინელ კოლეგას, ლინგ ჭიფენგს შეხვდა
ლევან მახაშვილი – მარტა კოსის განცხადება მიუღებელი იყო, კანდიდატი ქვეყნების მიმართ ბრიუსელის პოზიციაა, რომ ქვეყანამ თვალი არ უნდა გაახილოს და მათ გარეშე საკუთარი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა არ უნდა ჰქონდეს
გიორგი გაბუნია – ნებისმიერ სახელმწიფოს უფლება აქვს, თავად განსაზღვროს საკუთარი საგარეო და საშინაო პოლიტიკა, ვისთან ჰქონდეს ურთიერთობა, მითითება, რომ ამერიკასთან, ჩინეთთან არ ითანამშრომლოს, საბჭოური მიდგომაა
ირაკლი კობახიძე – საშუალება მქონდა, მესაუბრა რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მაქსიმალურად ვიყენებთ ასეთ ფორმატებს მსგავსი საუბრებისთვის
გიორგი გაბუნია – სააკაშვილი, როგორც ლიდერი, დასრულებულია და ახლა ცდილობენ, საზოგადოებას ლიდერის როლი აჩვენონ და პოზიციები გაიმყარონ „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ნარჩენებში, რაც შემორჩათ
მიხეილ სააკაშვილი – საქართველო განთავისუფლდება ძალიან მალე, ასე რომ, გაასწორეთ ჩამოშვებული ცხვირები და გაანძრიეთ ხელი
ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გეკა გელაძე ალი ნაგიევს შეხვდა
ნიკა გვარამია – იაგო ხვიჩიას ვუსმენ, გამოჭერილი აგენტის თავის მართლებაა, ეგ კაცი დაშლის "ნაცმოძრაობას", თან ისე დაშლის, წელს რომ ვერ აითრევს ვერასდროს
იაგო ხვიჩია – ჩვენი დაჟინებული ინიციატივა იყო, გაგვეცნო ბიძინა ივანიშვილი, შეხვედრა შედგა 2025 წლის დაახლოებით ნოემბერ-დეკემბერში, ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ჩვენ კიდევ გვინდა მასთან შეხვედრა
ირაკლი კობახიძე ელისეს სასახლეში, ემანუელ მაკრონის მიწვევით, ოფიციალურ მიღებას ესწრება
ზვიად შალამბერიძე: ფინანსების გამოა ეს აჟიოტაჟი ატეხილი - ფინანსების, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ და მისმა შვილობილმა სხვადასხვა პარტიამ ვერ გაიყო
მაკა ბოჭორიშვილი : კოსმოსის სფეროში თანამშრომლობის საკითხზე დიალოგის ფარგლებში საქართველო უმაღლეს დონეზეა მიწვეული
გიორგი ვოლსკი: გარეჯის რუკები არა ირაკლი ღარიბაშვილის ხათრით ჩამოიტანა ვინმემ, არამედ დავით ხიდაშელმა ჩამოიტანა და ამ საკითხებში ბიძინა ივანიშვილი ასრულებდა მთავარ როლს
იაგო ხვიჩია – ვამთავრებთ გაუგებრობას – "გირჩი" სახელს იცვლის, გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად გავემიჯნოთ წარსულის იმ ნაწილს, რომელიც თავისუფლების მტრებთან გვაკავშირებს
სუს-ის უფროსმა ჩინეთში, კონტრტერორისტულ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმში მონაწილეობა მიიღო