განათლების სამინისტრო – გივი მიქანაძემ ბრატისლავაში PISA 2025-ის კვლევის შედეგების საერთაშორისო რეგიონულ პრეზენტაციაზე საქართველოს პროგრესსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო PISA 2025-ის კვლევის შედეგების საერთაშორისო რეგიონულ პრეზენტაციაში, რომელიც ბრატისლავაში გაიმართა.
მინისტრმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და PISA-ს უახლესი კვლევის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.
„მინდა, მივულოცო სრულიად საზოგადოებას და აკადემიურ წრეებს საქართველოს მიღწევები - ჩვენმა ქვეყანამ ყველა ძირითად სფეროში გააუმჯობესა მაჩვენებლები და მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიაღწია საუკეთესო შედეგს, რითაც კვლევაში მონაწილე მსოფლიოს 91 ქვეყანას შორის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.
საერთაშორისო დონეზე ასეთი მიღწევები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, თუმცა ჩვენი ქვეყნის შედეგები ჯერ კიდევ ჩამოუვარდება საერთაშორისო საშუალოს. სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას განათლების ხარისხისა და სისტემის გაუმჯობესების თვალსაზრისით. PISA-ს კვლევის შედეგებს ვიყენებთ, როგორც ეფექტიან საშუალებას, რათა უკეთ დავგეგმოთ საგანმანათლებლო პოლიტიკა და კიდევ უფრო ზუსტად განვსაზღვროთ პრიორიტეტები, არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოში, საერთაშორისო მაჩვენებელთან შედარებით, სკოლის მოსწავლეთა მიღწევებზე ნაკლები გავლენა აქვს სოციალურ სტატუსს და მასთან დაკავშირებულ ფაქტორებს. თანასწორობის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა ჩვენთვის კვლავ მთავარ საზრუნავად რჩება და ამ მიმართულებით გვაქვს გამოწვევები. სწორედ ამ მიზნით, ვახორციელებთ ზოგადი განათლების ფუნდამენტურ რეფორმას და, დარწმუნებული ვარ, განხორციელებული ინიციატივების შედეგად, მომავალში მნიშვნელოვანი წინსვლა გვექნება განათლების ხარისხის თვალსაზრისით.
PISA-სთან გვაქვს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა - ამის დასტურია ის, რომ მომავალ წელს სწორედ საქართველო უმასპინძლებს პროფესიული დიალოგისთვის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას. კერძოდ, 2027 წელს ბათუმში, გაიმართება PISA-ს მმართველი საბჭოს შეკრება. ასეთი მასშტაბური და გამორჩეული შეხვედრის მასპინძლობა მართლაც განსაკუთრებული მოვლენაა საქართველოს განათლების სისტემისთვის, სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვისა და აკადემიური სფეროსთვის. უნდა აღინიშნოს, რომ PISA-ს ფორმატში მსგავსი მაღალი რანგის ღონისძიების ჩატარება საქართველოში პირველად ხდება, რაც საქართველოსთან გამორჩეული თანამშრომლობის დასტურიცაა", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
PISA-ს 2025 წლის კვლევის შედეგების პრეზენტაციაში ცენტრალური, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის, ასევე აზიის 31 ქვეყნის განათლების მინისტრები მონაწილეობდნენ.
ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მსგავსი სიახლეები
„ტემპერატურა მოიმატებს და +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება“ - სექტემბრის გრძელვადიანი პროგნოზი
ბათუმის საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი სრულ ოპერირებაშია და წელს პირველად მივიღებთ სტუდენტებს უმაღლესი მიმართულებით - თამარ იოსელიანი
ვეტერანების საქმეთა სამსახურისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თანამშრომლობის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ვეტერან ფერმერებს ხელის ტრაქტორები გადაეცათ
ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან, ზღვაში, ავარიულად დაეშვა
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო
გივი მიქანაძემ და მისმა უკრაინელმა კოლეგამ ორმხრივ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს
თიბისი IT აკადემია - სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
განათლების სამინისტრო – გივი მიქანაძემ ბრატისლავაში PISA 2025-ის კვლევის შედეგების საერთაშორისო რეგიონულ პრეზენტაციაზე საქართველოს პროგრესსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
„ჯივიპი“: მომხმარებლებს, რომელთაც დავალიანება შეცდომით დაერიცხათ არასწორად დარიცხული თანხები დაუკორექტირდებათ
ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმის – „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება
განათლების სამინისტრო – PISA-ს უახლესი კვლევით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გააუმჯობესა მაჩვენებლები, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში მიღწეულია საუკეთესო შედეგი
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი - თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე დასრულდება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
ქობულეთში 15-მდე სოფელში მეწყერი ჩამოწვა
„ძლიერი ნალექი, ქარი და შტორმია მოსალოდნელი“ – გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ
სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო