„ჯივიპი“: მომხმარებლებს, რომელთაც დავალიანება შეცდომით დაერიცხათ არასწორად დარიცხული თანხები დაუკორექტირდებათ
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" მოქმედი კანონმდებლობისა და სემეკის N32 დადგენილებით დამტკიცებული წესების შესაბამისად, 2026 წლის აგვისტოში, წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე არსებული დაურეგისტრირებელი მიერთებების აღრიცხვისა და მოწესრიგების პროცესი განახორციელა. აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა ყველა მომხმარებლისთვის თანაბარი და სამართლიანი პირობების უზრუნველყოფას, სისტემაში არსებული დაურეგისტრირებელი ობიექტების იდენტიფიცირებასა და მოწესრიგებას, - ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, მონაცემთა დამუშავების პროცესში გამოვლინდა ტექნიკური და სისტემური ხარვეზები, რის შედეგადაც დაფიქსირდა ცდომილებები და რიგ აბონენტებს არასწორად დაერიცხათ დავალიანება.
„„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აღიარებს დაშვებულ შეცდომას, მუშაობს ხარვეზის გამოსასწორებლად და ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი ვითარებისთვის. კომპანიის შესაბამისი სამსახურები ინდივიდუალურად განიხილავენ თითოეული აბონენტის შემთხვევას. მომხმარებლებს, რომელთაც დავალიანება შეცდომით დაერიცხათ, ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით 10 სექტემბერს, დღის ბოლომდე მიეწოდებათ და არასწორად დარიცხული თანხები დაუკორექტირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აბონენტებს შეუძლიათ, მიმართონ ჯივიპის ცხელ ხაზსა და სერვის ცენტრებს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" უზრუნველყოფს თითოეული საკითხის ინდივიდუალურ, ოპერატიულ განხილვასა და დარიცხული თანხის დაკორექტირებას", - ნათქვამია განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
„ტემპერატურა მოიმატებს და +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება“ - სექტემბრის გრძელვადიანი პროგნოზი
ბათუმის საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი სრულ ოპერირებაშია და წელს პირველად მივიღებთ სტუდენტებს უმაღლესი მიმართულებით - თამარ იოსელიანი
ვეტერანების საქმეთა სამსახურისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თანამშრომლობის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ვეტერან ფერმერებს ხელის ტრაქტორები გადაეცათ
ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან, ზღვაში, ავარიულად დაეშვა
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო
გივი მიქანაძემ და მისმა უკრაინელმა კოლეგამ ორმხრივ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს
თიბისი IT აკადემია - სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
განათლების სამინისტრო – გივი მიქანაძემ ბრატისლავაში PISA 2025-ის კვლევის შედეგების საერთაშორისო რეგიონულ პრეზენტაციაზე საქართველოს პროგრესსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
„ჯივიპი“: მომხმარებლებს, რომელთაც დავალიანება შეცდომით დაერიცხათ არასწორად დარიცხული თანხები დაუკორექტირდებათ
ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმის – „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება
განათლების სამინისტრო – PISA-ს უახლესი კვლევით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გააუმჯობესა მაჩვენებლები, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში მიღწეულია საუკეთესო შედეგი
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი - თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე დასრულდება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
ქობულეთში 15-მდე სოფელში მეწყერი ჩამოწვა
„ძლიერი ნალექი, ქარი და შტორმია მოსალოდნელი“ – გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ
სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო