განათლების სამინისტრო – PISA-ს უახლესი კვლევით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გააუმჯობესა მაჩვენებლები, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში მიღწეულია საუკეთესო შედეგი
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გამოქვეყნდა მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) 2025 წლის კვლევის შედეგები, რომლის თანახმად, 2022 წლის კვლევის შედეგებთან შედარებით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გააუმჯობესა მაჩვენებლები - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი.
„კვლევამ აჩვენა, რომ საქართველო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მიღწევების გაუმჯობესების თვალსაზრისით, კვლევაში მონაწილე მსოფლიოს 91 ქვეყანას შორის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს;
მიღწევების გლობალური კლების პირობებში, საქართველო ინარჩუნებს გაუმჯობესების სტაბილურ ტენდენციას და პოზიტიურ დინამიკას - საერთაშორისო ტენდენცია სამივე მიმართულებით შედეგების კლებაა, ამის საპირისპიროდ, ჩვენმა ქვეყანამ მიღწევები გააუმჯობესა; შემცირდა დაბალი მიღწევების მქონე მოსწავლეთა წილი, რაც ნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით, 2025 წელს პროცენტულად ნაკლებმა მოსწავლემ მიიღო დაბალი შედეგი.
საქართველო დაბალი მიღწევების მოსწავლეთა მონაცემების გაუმჯობესების კუთხით 91 ქვეყანას შორის პირველ სამეულშია; შემცირდა სხვაობა ქალაქისა და სოფლის სკოლების მოსწავლეთა მიღწევებს შორის, რაც თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით ერთ-ერთი ფაქტორია. აქ აღსანიშნავია, რომ დაფიქსირდა საბუნებისმეტყველო და მათემატიკის სფეროებში სოფლის სკოლების მოსწავლეთა მიღწევების ზრდა;
საქართველოში მოსწავლის სოციალურ სტატუსს და მასთან კავშირში მყოფ ფაქტორებს, OECD ქვეყნებთან შედარებით, ნაკლები გავლენა აქვთ მოსწავლის მიღწევებზე, რაც ცალსახად პოზიტიური მაჩვენებელია. კერძოდ, საქართველოში, საერთაშორისო მაჩვენებელთან შედარებით, უფრო მაღალია „გამორჩეულ მოსწავლეთა" წილი, რომლებიც, დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსის მიუხედავად, PISA-ს ტესტში მაღალ შედეგებს აჩვენებენ;
კვლევამ გამოავლინა, რომ მოსწავლეები პოზიტიურად აფასებენ სასწავლო გარემოს. გამოკითხვების შედეგების თანახმად, სასწავლო გარემოს - სკოლისადმი კუთვნილების, დისციპლინისა და ბულინგის დონის შეფასებებით, საქართველოს მაჩვენებლები საერთაშორისო საშუალოს უტოლდება ან აღემატება; მოსწავლეები პოზიტიურად აფასებენ ქვეყანაში სოციალური მობილობის შანსებს; 2022 წლის შედეგების თანახმად, პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნების მიღწევებზე, თუმცა საერთაშორისო ტენდენციისგან განსხვავებით, საქართველოს მაჩვენებლები არსებითად არ შეცვლილა. მხოლოდ არაარსებითად დაიკლო კითხვაში, რაც დღესდღეობით გლობალური ტრენდია;
2025 წელს შეფასების ძირითადი სფერო იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. თუ შევხედავთ ქვეყნებისა და ეკონომიკების შედარებას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოსწავლეთა მიღწევის მაჩვენებლის მიხედვით, დავინახავთ, რომ საქართველოს ჩამორჩებიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: ბულგარეთი, მოლდოვა, ყაზახეთი, მალაიზია, კვიპროსი, ჩრდილოეთ მაკედონია, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბრაზილია, არგენტინა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ თუ წინა, 2022 წლის PISA-ს კვლევაში მონაწილეობდა მსოფლიოს 81 სახელმწიფო, 2025 წლის კვლევაში ქვეყნების რაოდენობა 91-მდე გაიზარდა, რაც საქართველოს მიღწევებს უფრო წარმოსაჩენს ხდის.
2025 წლის შეფასება რიგით მეცხრე ციკლია. PISA ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა, 2025 წლიდან კი PISA-ს ციკლის ხანგრძლივობა 4-წლამდე გაიზარდა.
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA) 2 000 წლიდან ტარდება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით. საქართველო PISA-ში პირველად 2010 წელს ჩაერთო. PISA 15 წლის მოზარდების ზრდასრული ცხოვრების გამოწვევებისთვის მზაობას აფასებს. შეფასების ძირითად სფეროებია: კითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები", - აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
„ტემპერატურა მოიმატებს და +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება“ - სექტემბრის გრძელვადიანი პროგნოზი
ბათუმის საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი სრულ ოპერირებაშია და წელს პირველად მივიღებთ სტუდენტებს უმაღლესი მიმართულებით - თამარ იოსელიანი
ვეტერანების საქმეთა სამსახურისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თანამშრომლობის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ვეტერან ფერმერებს ხელის ტრაქტორები გადაეცათ
ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან, ზღვაში, ავარიულად დაეშვა
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო
გივი მიქანაძემ და მისმა უკრაინელმა კოლეგამ ორმხრივ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს
თიბისი IT აკადემია - სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
განათლების სამინისტრო – გივი მიქანაძემ ბრატისლავაში PISA 2025-ის კვლევის შედეგების საერთაშორისო რეგიონულ პრეზენტაციაზე საქართველოს პროგრესსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
„ჯივიპი“: მომხმარებლებს, რომელთაც დავალიანება შეცდომით დაერიცხათ არასწორად დარიცხული თანხები დაუკორექტირდებათ
ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმის – „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება
განათლების სამინისტრო – PISA-ს უახლესი კვლევით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გააუმჯობესა მაჩვენებლები, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში მიღწეულია საუკეთესო შედეგი
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი - თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე დასრულდება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
ქობულეთში 15-მდე სოფელში მეწყერი ჩამოწვა
„ძლიერი ნალექი, ქარი და შტორმია მოსალოდნელი“ – გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ
სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო