500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი - თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
თიბისის მობაილბანკში ორთვიანი გემიფიკაციის კამპანია - „საგანძურის მარათონი“ წარმატებით დასრულდა. თამაშმა ნახევარ მილიონამდე მომხმარებელი გააერთიანა და მობაილბანკის ყოველდღიური გამოყენება სახალისო შეჯიბრებად აქცია.
კამპანიის განმავლობაში, მომხმარებლებს მობაილბანკში სხვადასხვა მარტივი ქმედების შესრულებით მონეტების დაგროვება და ფულადი პრიზების მოგება შეეძლოთ. მოთამაშეები ოთხ საგვარეულოში იყვნენ გადანაწილებული და ფინალში გადასასვლელად გუნდურად აგროვებდნენ ქულებს. საბოლოოდ, ფინალში ხარჯიანების საგვარეულო გადავიდა, რომლის წევრებმაც საბოლოო გამარჯვება მოიპოვეს.
„საგანძურის მარათონის“ მთავარი შედეგები ასეთია:
- თამაშში 500,000-მდე მომხმარებელი ჩაერთო;
- 400-მდე მომხმარებელი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდა;
- მონაწილეებს შორის, ჯამში 250,000 ლარის საპრიზო ფონდი განაწილდა.
„საგანძურის მარათონის“ იდეა მხოლოდ თამაშში გამარჯვებასა და პრიზების მოგებას არ უკავშირდებოდა. მობაილბანკის გუნდისთვის მნიშვნელოვანია, საბანკო სერვისებთან ერთად, მომხმარებლებს განსხვავებული და საინტერესო ციფრული გამოცდილებებიც შესთავაზოს.
სწორედ ამიტომ, მობაილბანკის ყოველდღიურ საბანკო აქტივობებს თამაშის ელემენტები დაემატა - რუტინული მოქმედებები კი, შესაძლებლობად იქცა, რომ მომხმარებლებს მობილბანკით სარგებლობისას ახალი და სახალისო გამოცდილება მიეღოთ.
„საგანძურის მარათონმა“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ყოველდღიური საბანკო გამოცდილება მხოლოდ ტრანზაქციებსა და სერვისებს არ გულისხმობს. თიბისის მობაილბანკი ამ გამოცდილების გამრავალფეროვნებას მომავალშიც გააგრძელებს - ახალი შესაძლებლობებით, თამაშის ელემენტებითა და იდეებით, რომლებიც მომხმარებლების ყოველდღიურობას უფრო მარტივსა და საინტერესოს გახდის.
მსგავსი სიახლეები
„ტემპერატურა მოიმატებს და +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება“ - სექტემბრის გრძელვადიანი პროგნოზი
ბათუმის საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი სრულ ოპერირებაშია და წელს პირველად მივიღებთ სტუდენტებს უმაღლესი მიმართულებით - თამარ იოსელიანი
ვეტერანების საქმეთა სამსახურისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თანამშრომლობის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ვეტერან ფერმერებს ხელის ტრაქტორები გადაეცათ
ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან, ზღვაში, ავარიულად დაეშვა
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო
გივი მიქანაძემ და მისმა უკრაინელმა კოლეგამ ორმხრივ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს
თიბისი IT აკადემია - სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
განათლების სამინისტრო – გივი მიქანაძემ ბრატისლავაში PISA 2025-ის კვლევის შედეგების საერთაშორისო რეგიონულ პრეზენტაციაზე საქართველოს პროგრესსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
„ჯივიპი“: მომხმარებლებს, რომელთაც დავალიანება შეცდომით დაერიცხათ არასწორად დარიცხული თანხები დაუკორექტირდებათ
ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმის – „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება
განათლების სამინისტრო – PISA-ს უახლესი კვლევით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გააუმჯობესა მაჩვენებლები, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში მიღწეულია საუკეთესო შედეგი
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი - თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე დასრულდება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
ქობულეთში 15-მდე სოფელში მეწყერი ჩამოწვა
„ძლიერი ნალექი, ქარი და შტორმია მოსალოდნელი“ – გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ
სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო