სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

„ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, დაკავებულები არიან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკებს წინასწარ შერჩეულ კონკრეტულ ადგილებზე ათავსებდნენ შემდეგ კი, შესაბამის კოორდინატებსა და აღმნიშვნელ ფოტოებს დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული 44 ადილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: „მეთადონი", „მეფედრონი", „ალფა-პვპ", „მდმა", „ჰაშიში", „კეტამინი" და „მარიხუანა".

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 





მსგავსი სიახლეები
თბილისში არასრულწლოვანი მოკლეს - დაკავებულია არასრულწლოვანი
პენიტენციური სამსახური – თამაზ ელიზბარაშვილი, როგორც მოშიმშილე, იმყოფება არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში, რასაც ითვალისწინებს პენიტენციური დაწესებულების შინაგანაწესი
ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს ახალ ბრალთან დაკავშირებით საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
ბურჭულაძე საპროცესო შეთანხმების მიუხედავად, 3 წელს ციხეში მოიხდის - ასევე, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დაეკისრება ჯარიმა 1 მლნ ლარის ოდენობით
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში, წყალტუბოსა და თერჯოლაში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა
ალექსანდრე დარახველიძე: სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად გამოცხადდა საქართველოს მოქალაქის ქორწინება უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, თუკი ეს ქორწინება მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას
პოლიციამ მესტიაში დაჭრის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი
კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
სამართალდამცველებმა ბათუმში სარეალიზაციოდ გამზადებული 24 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს, დაკავებულია ერთი პირი
სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ლაზარე ჯორბენაძის მეგობარი გამოკითხვის შემდეგ - დარწმუნებული ვარ, თავი არ მოუკლავს
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. საინვესტიციო პლატფორმა TSQ Investment Group-ის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
საპატრულო პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა, ხოლო კიდევ ერთი არასრულწლოვანი ამხილა
ირმა ინაშვილი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: დღევანდელი გამოკითხვის ადრესატი არ ვიყავი
საჯარო სივრცეში სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, სასამართლომ რამდენიმე მოქალაქე დააჯარიმა
პროკურორი არ გამორიცხავს, რომ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება დაუმძიმდეს