მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე დასრულდება
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე - students.emis.ge - 8 სექტემბერს, 18:00 საათზე დასრულდება.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა სტუდენტებს მოუწოდებს, რეგისტრაცია დადგენილ ვადაში გაიარონ და ვადის ამოწურვამდე ყურადღებით გადაამოწმონ საკუთარი განაცხადი, მათ შორის, პირველ პრიორიტეტად არჩეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიმდინარე გამსვლელი ქულა და პრეტენდენტთა რაოდენობა. საჭიროების შემთხვევაში, მათ შესაძლებლობა აქვთ, შესაბამისი ცვლილებები შეიტანონ განაცხადში.
ელექტრონულ პორტალზე მობილობის კონკურსი სტუდენტის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტებისა და საკონკურსო ქულის გათვალისწინებით მიმდინარეობს. პირველ რიგში, ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებენ ის სტუდენტები, რომლებსაც შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა პირველ პრიორიტეტად აქვთ მითითებული. დარჩენილი ადგილები შემდგომი პრიორიტეტების შესაბამისად ნაწილდება.
მოცემულ ვადაში სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, ელექტრონულ პორტალზე დააკვირდეს კონკურსის მიმდინარეობას, შეადაროს საკუთარი საკონკურსო ქულა პროგრამაზე მიმდინარე გამსვლელ ქულას და კონკურსის მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს განაცხადი.
კერძოდ, შეცვალოს პროგრამების პრიორიტეტული თანმიმდევრობა, წაშალოს ან ჩაანაცვლოს პროგრამა, დაამატოს ახალი პროგრამა ან შეცვალოს განაცხადში მითითებული პროგრამების ჩამონათვალი. ამასთან, სტუდენტმა უნდა გადაამოწმოს მობილობით სარგებლობისთვის დადგენილი წინაპირობები და დარწმუნდეს, რომ გადახდილი აქვს მობილობის საფასური, ჩაბარებული აქვს არჩეული საგანმანათლებლო პროგრამისთვის განსაზღვრული შესაბამისი საგნები და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მინიმუმ ერთი აქტიური წელი უფიქსირდება.
მნიშვნელოვანია, რომ პორტალზე მითითებული „გამსვლელი ქულა" წარმოადგენს საორიენტაციო მონაცემს და არ არის წინასწარ განსაზღვრული მინიმალური ზღვარი. საბოლოო შედეგი დამოკიდებულია კონკურსში მონაწილე სტუდენტთა საკონკურსო ქულებზე, მათ პრიორიტეტებსა და პროგრამაზე არსებულ ვაკანტურ ადგილებზე. ამასთან, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს, კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, მათ შორის გამოცდა, გასაუბრება, შემოქმედებითი ტური, ათვისებული კრედიტების რაოდენობა და სხვა პირობები. შესაბამისი ინფორმაცია სტუდენტისთვის ხელმისაწვდომია ელექტრონულ პორტალზე, პროგრამის „შენიშვნების" გრაფაში.
სტუდენტმა განაცხადში ნებისმიერი ცვლილება 8 სექტემბრის 18:00 საათამდე უნდა განახორციელოს. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ ცვლილების შეტანა აღარ იქნება შესაძლებელი.
მობილობის შედეგების ნახვა სტუდენტებს ელექტრონული პორტალის - students.emis.ge - პირად სარეგისტრაციო გვერდზე 11 სექტემბერს შეეძლებათ.
ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.
მსგავსი სიახლეები
„ტემპერატურა მოიმატებს და +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება“ - სექტემბრის გრძელვადიანი პროგნოზი
ბათუმის საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი სრულ ოპერირებაშია და წელს პირველად მივიღებთ სტუდენტებს უმაღლესი მიმართულებით - თამარ იოსელიანი
ვეტერანების საქმეთა სამსახურისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თანამშრომლობის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ვეტერან ფერმერებს ხელის ტრაქტორები გადაეცათ
ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან, ზღვაში, ავარიულად დაეშვა
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო
გივი მიქანაძემ და მისმა უკრაინელმა კოლეგამ ორმხრივ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს
თიბისი IT აკადემია - სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
განათლების სამინისტრო – გივი მიქანაძემ ბრატისლავაში PISA 2025-ის კვლევის შედეგების საერთაშორისო რეგიონულ პრეზენტაციაზე საქართველოს პროგრესსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
„ჯივიპი“: მომხმარებლებს, რომელთაც დავალიანება შეცდომით დაერიცხათ არასწორად დარიცხული თანხები დაუკორექტირდებათ
ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმის – „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება
განათლების სამინისტრო – PISA-ს უახლესი კვლევით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გააუმჯობესა მაჩვენებლები, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში მიღწეულია საუკეთესო შედეგი
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი - თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე დასრულდება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
ქობულეთში 15-მდე სოფელში მეწყერი ჩამოწვა
„ძლიერი ნალექი, ქარი და შტორმია მოსალოდნელი“ – გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ
სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო