უკრაინული მედია: რუსეთმა გვიან ღამით კიევი დაბომბა. დაიღუპა ორი და დაშავდა შვიდი ადამიანი
რუსეთმა 8 სექტემბრის ღამეს კიევის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები და რეაქტიული დრონები გაუშვა. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა, მათგან სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს, იუწყება უკრაინული მედია.
მედიის ცნობით, იერიშებმა და დაბომბვით გამოწვეულმა ხანძრებმა საცხოვრებელი შენობები და საგანმანათლებლო დაწესებულება დააზიანა.
თავდასხმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის კიევში ვიზიტის პერიოდში რუსეთისა და უკრაინის დედაქალაქებზე საჰაერო იერიშების დროებითი შეჩერების დასრულებას მოჰყვა.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დედაქალაქში სულ მცირე ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. ხანძარი გაჩნდა საწყობებში, დაზიანდა ავტოფარეხები და ავტომობილები.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა თავდასხმის შედეგად დაზიანებული 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს. კიდევ 10 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, რომლებიც ხუთსართულიან შენობაში იყვნენ ჩარჩენილნი.
კლიჩკოს განცხადებით, თავდასხმის შედეგად კიევში ერთ-ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებას ცეცხლი გაუჩნდა.
მსგავსი სიახლეები
მაჰაჩყალაში დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად პორტის ინფრასტრუქტურასა და მუსიკალურ-დრამატულ თეატრში ხანძარი გაჩნდა
Reuters: ერაყის ტერიტორიულ წყლებში მცურავ ნავთობტანკერზე დრონით თავდასხმა განხორციელდა
ალის ვაიდელი მერცს: ვიდრე აშშ კიდევ ერთხელ ცდილობს უკრაინაში სისხლიანი ომი დაასრულოს, თქვენ სამხედრო პროპაგანდას ავრცელებთ, ამწვავებთ კონფლიქტს
ბრიტანეთში ბოლო ორ დღეში 2 000-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო
იური უშაკოვი: რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის სამმხრივი შეხვედრა, შესაძლოა, აბუ-დაბიში გაიმართოს
ალექსანდარ ვუჩიჩმა სერბეთის პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს დანიშნა
ნიდერლანდებში 24-საათიანი გაფიცვის გამო საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა შეაჩერა
მარტა კოსი – ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ
ისრაელი იერუსალიმში დიდი ბრიტანეთის საელჩოს დახურავს
ლატვია რუსეთიდან და ბელარუსიდან შეტანილ მარცვლეულზე 300%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს
ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი - აშშ-ის ეკონომიკურ ომს საზღვაო შეზღუდული ზონის შექმნით ვუპასუხებთ
დონალდ ტრამპი: როცა ირანთან ომს მოვიგებთ, ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცემა
უკრაინული მედია: რუსეთმა გვიან ღამით კიევი დაბომბა. დაიღუპა ორი და დაშავდა შვიდი ადამიანი
ევროკომისიის სპიკერი – ევროკავშირი დაინტერესებულია სომხეთთან თანამშრომლობის გაძლიერებით, თუმცა სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის ვადებზე საუბარი ნაადრევია
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი: ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კაცობრიობას
ფრიდრიხ მერცი: არჩევნებში ჩემი პარტიის დამარცხებით შოკირებული ვარ - მკაცრი რეფორმების გატარებას გააგრძელებს
მედია: 7 სექტემბრის ღამეს ლა მანშის გადაკვეთით დიდ ბრიტანეთში 625 მიგრანტი ჩავიდა
სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომის საფასურს ყველა იხდის - რეჯეფ თაიფ ერდოღანი
ურსულა ფონ დერ ლაიენი – არქტიკა იქცა ერთ-ერთ ადგილად, სადაც გეოპოლიტიკის ტექტონიკური ფილები ერთმანეთს ეჯახება
Le Figaro: უიტკოფმა და კუშნერმა კიევში ვიზიტისას განაცხადეს, რომ სექტემბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთი მზადაა მოლაპარაკებების განახლებისთვის