ქობულეთში 15-მდე სოფელში მეწყერი ჩამოწვა
ქობულეთში 15-მდე სოფელში მეწყერი ჩამოწვა | ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა "აჭარა თაიმსი" ავრცელებს და წერს, რომ სხვადასხვა მიმართულებით ჩამოშლილმა მიწის მასამ შიდა სასოფლო გზები და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. მათივე ცნობით, მეწყრული პროცესები დაფიქსირდა სოფელ ქობულეთში, ლეღვაში, დაგვაში, კონდიდში, ჯიხანჯურში, ცეცხლაურში, ასევე ჩაქვის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ რამდენიმე სოფელში. ეს იმ დასახლებების არასრული ჩამონათვალია, სადაც სტიქიის შედეგად პრობლემები შეიქმნა
„მერიაში შემოსულია მოქალაქეების განცხადებები, ძირითადად, ეს ეხება საცხოვრებლების მიმდებარედ და საავტომობილო გზებზე მიწის მასის ჩამოშლას. მერიის შესაბამისი სამსახურები სწავლობენ ყველა შემოსულ განცხადებას. ეტაპობრივად დაიწყება საჭირო ღონისძიებების გატარება. შესაბამისი სამსახურების ჩართულობით, მთელი დღის განმავლობაში იწმინდებოდა გზები. ნალექის შედეგად რიგ სოფლებში დაზიანებული იყო ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობის ნაწილს შეწყვეტილი ჰქონდა. ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია" | უთხრეს გამოცემას ქობულეთის მერიაში
მსგავსი სიახლეები
„ტემპერატურა მოიმატებს და +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება“ - სექტემბრის გრძელვადიანი პროგნოზი
ბათუმის საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი სრულ ოპერირებაშია და წელს პირველად მივიღებთ სტუდენტებს უმაღლესი მიმართულებით - თამარ იოსელიანი
ვეტერანების საქმეთა სამსახურისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თანამშრომლობის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ვეტერან ფერმერებს ხელის ტრაქტორები გადაეცათ
ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან, ზღვაში, ავარიულად დაეშვა
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო
გივი მიქანაძემ და მისმა უკრაინელმა კოლეგამ ორმხრივ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს
თიბისი IT აკადემია - სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
განათლების სამინისტრო – გივი მიქანაძემ ბრატისლავაში PISA 2025-ის კვლევის შედეგების საერთაშორისო რეგიონულ პრეზენტაციაზე საქართველოს პროგრესსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
„ჯივიპი“: მომხმარებლებს, რომელთაც დავალიანება შეცდომით დაერიცხათ არასწორად დარიცხული თანხები დაუკორექტირდებათ
ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმის – „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება
განათლების სამინისტრო – PISA-ს უახლესი კვლევით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გააუმჯობესა მაჩვენებლები, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში მიღწეულია საუკეთესო შედეგი
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი - თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე დასრულდება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
ქობულეთში 15-მდე სოფელში მეწყერი ჩამოწვა
„ძლიერი ნალექი, ქარი და შტორმია მოსალოდნელი“ – გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ
სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო