ევროკომისიის სპიკერი – ევროკავშირი დაინტერესებულია სომხეთთან თანამშრომლობის გაძლიერებით, თუმცა სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის ვადებზე საუბარი ნაადრევია

 

ევროკავშირი დაინტერესებულია სომხეთთან თანამშრომლობის გაძლიერებით, თუმცა სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის ვადებზე საუბარი ნაადრევია, - ამის შესახებ ევროკომისიის მთავარმა სპიკერმა, პაულა პინიომ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, თუ რამდენად რეალისტურია შეფასება, რომ 2029 წლისთვის სომხეთის მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ვიზის გარეშე მოგზაურობას შეძლებენ.

მისივე თქმით, ბრიუსელი ერევანთან თანამშრომლობის გაძლიერებით არის დაინტერესებული, რისი ნათელი მაგალითიცაა ევროკომისიის პრეზიდენტის ორი ოფიციალური ვიზიტი სომხეთში. სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი სომხეთთან დისკუსიას არაერთ საკითხზე მართავს.

„თქვენ იცით, რამდენად დაინტერესებულები ვართ სომხეთთან ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებით. ამის საუკეთესო ილუსტრაცია იყო პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენის ბოლოდროინდელი ორი ვიზიტი სომხეთში. ჩვენ სომხეთთან ვსაუბრობთ რიგ საკითხებზე, როგორ შეიძლება, ეს მოხდეს, როგორ შეგვიძლია, უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და ნაადრევი ხომ არ არის იმის პროგნოზირება, რომ 2029 წელს მოხდება ვიზალიბერალიზაცია სომხეთის მოქალაქეებისთვის. მე ვიტყოდი, რომ მართლაც ნაადრევია, ვისაუბროთ ასე კონკრეტულად, მაგრამ რაც შეგვიძლია, დავადასტუროთ, არის ის, რომ მიმდინარეობს დისკუსიები რიგ სფეროებში და როგორც კი ეს თემები მომწიფდება, მაშინ ჩვენ გადავალთ შემდეგ ეტაპზე სომხეთთან უფრო მჭიდრო პარტნიორობაში", - განაცხადა პაულა პინიომ.

 

 





მსგავსი სიახლეები
მაჰაჩყალაში დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად პორტის ინფრასტრუქტურასა და მუსიკალურ-დრამატულ თეატრში ხანძარი გაჩნდა
Reuters: ერაყის ტერიტორიულ წყლებში მცურავ ნავთობტანკერზე დრონით თავდასხმა განხორციელდა
ალის ვაიდელი მერცს: ვიდრე აშშ კიდევ ერთხელ ცდილობს უკრაინაში სისხლიანი ომი დაასრულოს, თქვენ სამხედრო პროპაგანდას ავრცელებთ, ამწვავებთ კონფლიქტს
ბრიტანეთში ბოლო ორ დღეში 2 000-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო
იური უშაკოვი: რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის სამმხრივი შეხვედრა, შესაძლოა, აბუ-დაბიში გაიმართოს
ალექსანდარ ვუჩიჩმა სერბეთის პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს დანიშნა
ნიდერლანდებში 24-საათიანი გაფიცვის გამო საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა შეაჩერა
მარტა კოსი – ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ
ისრაელი იერუსალიმში დიდი ბრიტანეთის საელჩოს დახურავს
ლატვია რუსეთიდან და ბელარუსიდან შეტანილ მარცვლეულზე 300%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს
ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი - აშშ-ის ეკონომიკურ ომს საზღვაო შეზღუდული ზონის შექმნით ვუპასუხებთ
დონალდ ტრამპი: როცა ირანთან ომს მოვიგებთ, ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცემა
უკრაინული მედია: რუსეთმა გვიან ღამით კიევი დაბომბა. დაიღუპა ორი და დაშავდა შვიდი ადამიანი
ევროკომისიის სპიკერი – ევროკავშირი დაინტერესებულია სომხეთთან თანამშრომლობის გაძლიერებით, თუმცა სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის ვადებზე საუბარი ნაადრევია
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი: ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კაცობრიობას
ფრიდრიხ მერცი: არჩევნებში ჩემი პარტიის დამარცხებით შოკირებული ვარ - მკაცრი რეფორმების გატარებას გააგრძელებს
მედია: 7 სექტემბრის ღამეს ლა მანშის გადაკვეთით დიდ ბრიტანეთში 625 მიგრანტი ჩავიდა
სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომის საფასურს ყველა იხდის - რეჯეფ თაიფ ერდოღანი
ურსულა ფონ დერ ლაიენი – არქტიკა იქცა ერთ-ერთ ადგილად, სადაც გეოპოლიტიკის ტექტონიკური ფილები ერთმანეთს ეჯახება
Le Figaro: უიტკოფმა და კუშნერმა კიევში ვიზიტისას განაცხადეს, რომ სექტემბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთი მზადაა მოლაპარაკებების განახლებისთვის